„მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1102 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მიღების თარიღი
ნომერი
№4/ნ
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 12, 01/02/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
💡 დააწკაპეთ კვანძზე კავშირების გასახსნელად (3 დონე)
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.014.153

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №4/ნ

2010 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

„მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1102 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1102 ბრძანებით (სსმ III, 04.12.2009წ., №149, მუხლი 1765) დამტკიცებული დებულების:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სწავლებას ახორციელებს შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პირი (შემდგომში – მწვრთნელი), რომელსაც უნდა ჰქონდეს სასწავლო გეგმის შესაბამისი უმაღლესი პროფესიული ან უმაღლესი აკადემიური განათლება და შესაბამისი გამოცდილება;“;

2. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭო შედგება 15 წევრისაგან, რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.“;

3. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა არანაკლებ 2/3. გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.“.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი