„საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №144
2007 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
„საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულებაში (სსმ III, 1998 წ., №6, მუხ. 144) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული №1 დანართის IV ნაწილის 4.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ნაწილი IV
მონაცემები თქვენი, თქვენი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ
4.1. თქვენი, თქვენი ოჯახის წევრ(ებ)ის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ნივთები
|
№ | ქონების მდებარეობა და მისამართი | სახეობა და აღწერილობა (კატეგორია, ხარისხი) | ნივთის საბაზრო ღირებულება (ფართობი) | მათ შორის შეძენილი საანგარიშო პერიოდში | დასაბეგრი თანხა (ფართობი) საგადასახადო შეღავათის გათვალისწინებით | საგადასახადო შეღავათის საფუძველი | გადასახადის განაკვეთი | ქონების გადასახადი (ლარი) | მე-2-მე-8 სვეტებში ასახული მონაცემების უტყუარობას და სისრულეს ვადასტურებ | ||
|
|
|
| თარი ღი | ორგანო (რომელმაც მოახდინა შეძენის სახელმწიფო რეგისტრაცია და დამოწმება) |
| მესაკუთრის (მოსარგებლის, ფაქტობრივი მფლობელის) გვარი, სახელი | ხელის მოწერა | ||||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| სხვა ნივთების მიახლოებითი საბაზრო ღირებულების ჯამი |
| წარმოდგენილია მიწის ხარისხის (შეღავათის) დამადასტურე -ბელი დოკუმენტი |
|
|
|
შენიშვნა:
1. მე-2 სვეტში მიეთითება იმ ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტის დასახელება, რომლის ტერიტორიაზე განთავსებულია კონკრეტული ქონება და მისი მისამართი.
2. მე-3 სვეტში სავალდებულოა შეტანილ იქნეს საცხოვრებელი სახლი, აგარაკი, ავტოფარეხი, მიწის ნაკვეთი, სატრანსპორტო საშუალებანი (მ/შორის საჰაერო, წყლის), აგრეთვე სხვა უძრავი და მოძრავი ნივთები, რომელთაგან თითოეულის ღირებულება აღემატება 5000 ლარს; მიწის ნაკვეთის შემთხვევაში, დამატებით მიეთითება მისი დანიშნულება (სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო), კატეგორია (სახნავი, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, ბუნებრივი სათიბები, საძოვრები), ხარისხი (კარგი, მწირი, გაკულტურებული).
3. მე-4 სვეტში შეიტანება ნივთის საბაზრო ღირებულება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემთხვევაში – ფართობი ჰექტრობით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემთხვევაში – ფართობი კვადრატული მეტრობით.
4. მე-7 სვეტს ავსებს პირი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ოჯახის წევრთა წლიური შემოსავალი გასული წლის მიხედვით 40000 ლარზე მეტია, ან თუ მას (შესაბამის შემთხვევაში ოჯახის წევრს) საკუთრებაში (სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში) აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სვეტში მიეთითება ქონების გადასახადით დასაბეგრი თანხა (მიწის ნაკვეთის შემთხვევაში – ფართობი), შემცირებული საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
5. მე-9 და მე-10 სვეტები ივსება მე-7 სვეტში ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში. სვეტები ივსება (გაიანგარიშება) საგადასახადო ორგანოს მიერ.
6. მე-11 და მე-12 სვეტებში აღნიშვნა კეთდება იმ შემთხვევაში, თუ მე-7 სვეტში არსებობს ჩანაწერი და ამასთან, თუ დეკლარაცია საოჯახოა.
7. უჯრაში „სხვა ნივთების მიახლოებითი საბაზრო ღირებულების ჯამი“ – მიეთითება საკუთრებაში არსებული სხვა უძრავი და მოძრავი ნივთების (გარდა ამ და სხვა ნაწილებში ასახულისა) მიახლოებითი საბაზრო ღირებულების ჯამი.
უჯრაში „წარმოდგენილი მიწის ხარისხის (შეღავათის) დამადასტურებელი დოკუმენტი“ – მიეთითება მიწის ხარისხის, საგადასახადო შეღავათის და ა.შ. დამადასტურებელი დოკუმენტების რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ივსება მე-7 სვეტში ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში.