საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟიორის უფლებამოსილებების, შერჩევის და სამსახურის გავლის პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
კონსოლიდირებული რედაქციები (5)
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟიორის უფლებამოსილებების, შერჩევის და სამსახურის გავლის პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №718
2010 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟიორის უფლებამოსილებების, შერჩევის და სამსახურის გავლის პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟიორის უფლებამოსილებების, შერჩევის და სამსახურის გავლის პირობების შესახებ დებულება“
.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 თებერვლის №96 ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟიორის უფლებამოსილებების, შერჩევის და სამსახურის გავლის პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ
. ბაინდურაშვილი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟიორის უფლებამოსილებების, შერჩევის და სამსახურის გავლის პირობების შესახებ დებულება
ზოგადი დებულებები
მუხლი 1
ეს დებულება
განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში (
შემდგომში – სამსახური) სტაჟიორთა შერჩევის,სტაჟირების გავლის წესსა
და პირობებს, სტაჟიორის უფლებამოსილებებს.
მუხლი 2🔗
მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების,მათი პროფესიული განვითარების,პრაქტიკული უნარ-
ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, სამსახური
უქმნის ახალგაზრდა სპეციალისტებს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.
მუხლი 3🔗
ამ დებულებაში
გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა)
სტაჟირება – სამსახურში ამ დებულებით
რეგულირებადი,არა
ანა
ზღაურებადი საქმიანობა;
ბ)
სტაჟიორი –
პირი,რომელიც ამ დებულები
ს საფუძველზე გადის სტაჟირებას;
გ)
კანდიდატი –
პირი,რომელსაც ამ დებულების შესაბამისად წარმოდგენილი აქვს განაცხადი ელექტრონული ან წერილობითი ფორმით (დანართი 1).
მუხლი 4🔗
1.
სტაჟიორად მიიღება საქართველოს მოქალაქე,რომელსაც აქვს სამსახურის
იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურისათვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი განათლება,სადაც პირმა უნდა გაიაროს სტაჟირება,ან შესაბამისი სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია.
2.
ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ დამამთავრებელ კურსად ჩაითვლება სწავლების პირველი საფეხურის ბოლო წელი.
მუხლი 5🔗
სტაჟიორთა რაოდენობას სამსახურის ცალკეულ სტრუქტურულ ქვედანაყოფში განსაზღვრავს სამსახურის უფროსი –
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტით (
ბრძანებით).
სტაჟირების კომისია
მუხლი 6
სტაჟიორთა მიღების მიზნით იქმნება საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
სტაჟირების კომისია (
შემდგომში –
კომისია),რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.
მუხლი 7🔗
1.
კომისია შედგება თავმჯდომარის,მოადგილისა და 7
წევრისაგან.
2.
კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიონენ როგორც საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს და სამსახურის
თანამშრომლები,ასევე არასამთავრობო და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
3. კომისიის შემადგენლობა ანონიმურია და არ შეიძლება გამოცხადდეს კონკურსის მესამე ეტაპის (გასაუბრების) დაწყებამდე.
4. კომისიის წევრის ვინაობის გამჟღავნება წევრის მიერ შეიძლება გახდეს მისთვის კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი.
5. გადაწყვეტილებას კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იღებს სამსახურის უფროსი.
მუხლი 8🔗
1.
კომისიის წევრებს შორის უფლება-
მოვალეობებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
2.
კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
3.
კომისიის სხდომა უფლებამოსილია,თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
4.
კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით.
5.
ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
6.
კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით,რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.
7.
კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს,რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
სტაჟიორთა
კონკურსი
მუხლი 9
1. სამსახურში
სტაჟიორის მიღება წარმოებს კონკურსის წესით.
2. კონკურსის ჩატარების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო აკადემია, რომელიც უზრუნველყოფს
კონკურსის მოსამზადებლად აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას,მათ შორის,კანდიდატთა განა
ცხადების მიღებას, დამუშავებას და
კომისიისათვის წარდგენას.
მუხლი 10🔗
1.
კანდიდატმა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში შედეგების გაცნობიდან ათი დღის განმავლობაში
, სამსახურის ადმინისტრაციას
უნდა წარუდგინოს:
ა)
მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ)
ავტობიოგრაფია;
გ)
დიპლომის და ნიშნების ფურცლის ასლი (
დამამთავრებელი კურსის სტუდენტის შემთხვევაში –
ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან);
დ)
ამონაწერი შრომის წიგნაკიდან,ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე)
ორი ფოტოსურათი (3X4);
ვ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ზ)
სამედიცინო-
ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;
თ) ცნობა ნასამართლობის შესახებ.
2.
კონკურსის წარმატებით გავლის მიუხედავად, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საბუთების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კანდიდატი არ მიიღება სამსახურში სტაჟიორად.
მუხლი 11🔗
1. სტაჟიორთა კონკურსი ტარდება სამ ეტაპად: პირველი და მეორე ეტაპი წერილობითი (ტესტირების), ხოლო მესამე – ზეპირი (გასაუბრების) ფორმით.
2. კონკურსის პროგრამას, გავლის წესსა და ტესტირების გამსვლელ ქულას ამტკიცებს სამსახურის უფროსი ტესტირების დაწყებამდე ან ტესტირების დასრულების შემდგომ.
მუხლი 12🔗
1. კონკურსის გამოცხადება ხდება პრესის ან/და სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით.
2. კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) კონკურსის პროგრამას და კონკურსის პირველი და მეორე ეტაპის (ტესტირების) გავლის პირობებს;
ბ) სამსახურის იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელებას, სადაც ცხადდება კონკურსი;
გ) ინფორმაციას კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების წარმოდგენის პირობების შესახებ.
3. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დასაშვებია კონკურსის ჩატარების შესახებ სხვა სახის ინფორმაციის გამოქვეყნებაც.
4. კონკურსის (ტესტირების) პირველი ეტაპი უნდა ჩატარდეს კონკურსის გამოცხადებიდან არა უადრეს თხუთმეტი დღისა, ხოლო ყოველი შემდგომი ეტაპი – წინა ეტაპის ჩატარებიდან გონივრულ ვადაში.
მუხლი 13🔗
კანდიდატი კონკურსის შემდგომ ეტაპზე დაიშვება მხოლოდ წინა ეტაპის გადალახვის შემთხვევაში.
მუხლი 14🔗
კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განაცხადი.
მუხლი 15🔗
კანდიდატს კონკურსის თითოეული ეტაპის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს მათ ჩატარებამდე 2 დღით ადრე მაინც.
მუხლი 16🔗
კომისია კონკურსის თითოეული ეტაპის დასრულებიდან გონივრულ ვადაში აცნობებს კანდიდატს შედეგებს.
მუხლი 17🔗
კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო სამუშაო დღის 18 საათამდე კომისია განიხილავს კანდიდატთა პრეტენზიებსა და საჩივრებს.
მუხლი 18🔗
1.კანდიდატის თეორიული ცოდნისა და სტაჟიორისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისთვის ტარდება გასაუბრება.
2. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია იყენებს კანდიდატთა შეფასების ფორმას (დანართი 2).
მუხლი 19🔗
1. ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით
, კომისიის თავმჯდომარე სამსახურის უფროსს წარუდგენს კანდიდატთა მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსი.
2. კომისიის თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე
, სამსახურის უფროსი, განსაზღვრული რაოდენობის ფარგლებში, წყვეტს სტაჟიორების დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის საკითხს და ნიშნავს მათ შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში.
3. სტაჟიორს სტაჟირების ვადით განესაზღვრება სტაჟირების ხელმძღვანელი. სამსახურის უფროსი სტაჟირების ხელმძღვანელობას აკისრებს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, სადაც სტაჟიორი გადის სტაჟირებას.
4. სტაჟირების ხელმძღვანელი უფლებამოსილია სტაჟიორის მოთხოვნის შემთხვევაში მას განუსაზღვროს უშუალო ხელმძღვანელი.
მუხლი 20🔗
1. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 6 თვემდე ვადით.
2. განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე, სამსახურის უფროსის ბრძანებით, სტაჟიორს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს სტაჟირება და დაინიშნოს საგამოძიებო სამსახურის შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე.
3. სამსახურის ადმინისტრაციის კადრების განყოფილების უფროსი:
ა) პერიოდულად ისმენს და განიხილავს სტაჟიორის ანგარიშს მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ბ) ისმენს სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელისა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის აზრს სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ.
4. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ სტაჟიორთან გასაუბრებას და შეფასებას ახორციელებენ სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) უფლებამოსილი თანამდებობის პირები, რომლებიც გასაუბრების შედეგებს აწვდიან სამსახურის უფროსს.
5. გასაუბრებაზე განიხილება სტაჟიორის მიერ წარმოდგენილი, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან შეთანხმებული ანგარიში იმ ქვედანაყოფის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, სადაც იგი გადიოდა სტაჟირებას, აგრეთვე, სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის დასკვნა სტაჟიორის მიერ მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით მიიღება ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შესახებ;
ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ.
7. სტაჟირების შედეგები ცხადდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).
8. სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების გავლის სერტიფიკატი და ირიცხება სამსახურის მონაცემთა ბაზაში.
სტაჟიორის უფლებები და ვალდებულებები
მუხლი 21🔗
1. სტაჟიორს უფლება აქვს:
ა) სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ნებართვით გაეცნოს სამსახურში შემოსულ დოკუმენტებს, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკა, ელექტრონული საშუალებები და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის კანონმდებლობით დადგენილ წესს;
ბ) სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სამსახურისა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ ორგანიზებულ და ჩატარებულ ღონისძიებებში და თათბირებში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ წესებს;
გ) გაეცნოს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება და გამოიყენოს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომელთა კვალიფიციური ცოდნა დაკისრებული დავალებების შესასრულებლად.
2. სტაჟიორი სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებით და უშუალო ხელმძღვანელის მეთვალყურეობით ასრულებს ამ ქვედანაყოფის საქმიანობასთან დაკავშირებულ ცალკეულ დავალებებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 22🔗
1. სტაჟიორს უფლება აქვს დააყენოს წინადადება სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის წინაშე ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან მეორეში გადაყვანის თაობაზე.
2. სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი უფლებამოსილია სტაჟიორის ცოდნის დონის, აგრეთვე უშუალო ხელმძღვანელისა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის აზრის მოსმენის საფუძველზე, მოამზადოს შუამდგომლობა სამსახურის უფროსის წინაშე სტაჟიორის ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის თაობაზე.
მუხლი 23🔗
სტაჟიორი ვალდებულია:
ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით, აგრეთვე სხვა კანონებით და სამართლებრივი აქტებით, იგი ასევე ვალდებულია დაიცვას შრომის შინაგანაწესი და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმები;
ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებები;
გ) მაქსიმალურად გამოიყენოს სტაჟირების ვადა სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის გასაცნობად, პროფესიული ჩვევების დასაუფლებლად და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად;
დ) არ გაამჟღავნოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი მოვალეობების შესრულებისას.
სამსახურის მოვალეობა
მუხლი 24🔗
სამსახური ვალდებულია სტაჟიორს შეუქმნას სათანადო პირობები პროფესიული უნარ-ჩვევების, პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად.
მუხლი 25🔗
1. უშუალო ხელმძღვანელი ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი სტაჟიორს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებსა და მიმართულებას, აწვდის დროულ და სწორ მითითებებს, განუსაზღვრავს შესასრულებელი სამუშაოს ვადას და აკონტროლებს მათ შესრულებას.
3. სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს მისდამი დაქვემდებარებულ სფეროში სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ.
4. სტაჟირების გავლის საერთო კოორდინაციას, მონაცემთა ბაზის შექმნასა და შევსებას ახორციელებს სამსახურის ადმინისტრაცია.
სტაჟირების შეჩერება და შეწყვეტა
მუხლი 26🔗
1. სამსახურის უფროსს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორისათვის სტაჟირების შეჩერების შესახებ.
2. სტაჟირების შეჩერების საფუძველია:
ა) სტაჟიორის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა;
ბ) სტაჟიორის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება – საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;
გ) სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა.
მუხლი 27🔗
1. სტაჟირების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია:
ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 3 დღის განმავლობაში გამოუცხადებლობა;
ბ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
გ) სავალდებულო ტრენინგის გაუვლელობა ან უარყოფითი შეფასების მიღება;
დ) სტაჟიორის პირადი განცხადება.
2. გადაწყვეტილებას სტაჟირების შეწყვეტის თაობაზე იღებს სამსახურის უფროსი.
მუხლი 28🔗
იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი ამ დებულების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით დაინიშნა საგამოძიებო სამსახურის შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე, მას სტაჟირება ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი სერტიფიკატი.
დანართი 1
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების გავლის მსურველ კანდიდატთა განაცხადის ფორმა
1.
სახელი და გვარი:
2.
პირადი ნომერი:
3.
დაბადების თარიღი:
4. ფაქტობრივი
მისამართი:
5.
ტელეფონის ნომერი: სახლი/მობილური:
6.
ელექტრონული ფოსტის მისამართი:
7.
განათლება:
სასწავლებლის დასახელება
სპეციალობა
სწავლის პერიოდი
მიღებული ხარისხი,დიპლომის
№
8.
სამუშაო გამოცდილება
№
ორგანიზაცია
მუშაობის წლები
თანამდებობა
დანართი 2
კანდიდატთა შეფასების ფორმა
კანდიდატი
შემფასებლის ხელმოწერა
1
2
3
4
5
6
7
შეფასების ჯამური ქულა
1 – მიუღებელი;
2 – საშუალოზე დაბალი;
3 – კომპეტენტერი;
4 – ძალიან კარგი;
5 – აჭარბებს მოლოდინს.