„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №155
2007 წლის 3 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №152, მუხ. 1389) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების მე-17 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ) სტრატეგიული მილსადენების დაცვის მთავარი სამმართველო;“;
ბ) დებულების მე-17 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი:
„ფ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო.“;
გ) დებულების მე-18 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „კ“ ქვეპუნქტი, ხოლო „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო;“;
დ) დებულების 21-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კომპეტენციაა: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების დანაყოფების დაკომპლექტება მაღალკვალიფიციური კადრებით, თანამშრომელთა სწავლების, სამსახურის გავლის, კვალიფიკაციის ამაღლების, საბრძოლო ფიზიკური მომზადების განხორციელება; სამინისტროში განხორციელებული ოპერატიულ-ანალიზური და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ინსპექტირება; გაწეული ოპერატიული ხარჯების კონტროლი; სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, სამინისტროში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია; კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და პარლამენტთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროში შემოსული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებზე სათანადო დასკვნების მომზადება; სამინისტროს დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური მომსახურება, სამინისტროს სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება;“;
ე) დებულების 21-ე პუნქტის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ) სტრატეგიული მილსადენების დაცვის მთავარი სამმართველო უზრუნველყოფს სუფსის ნავთობის ტერმინალის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მაგისტრალური ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის დაცვასა და უსაფრთხოებას, აგრეთვე მათი ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვის კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებას;“;
ვ) დებულების 21-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი:
„ფ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა კანონმდებლობით დადგენილი წესით სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის საქმეებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევებით მომსახურება.“.
2. ბრძანებულება, გარდა პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2007 წლის 1 მარტიდან.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.03.2007.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 03.03.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №155. სარეგისტრაციო კოდი — 140.010.000.08.002.004.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.03.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, №155, 03.03.2007, სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.03.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/100126/