ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეებისა და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
📝 ცვლილებები წინა რედაქციასთან შედარებით (24.09.2010 → 06.12.2010)
🔍 ტექსტში ცვლილებები ვერ მოიძებნა.
ცვლილებები შეიძლება ეხებოდეს ფორმატირებას ან მეტამონაცემებს, რაც ტექსტის შედარებისას არ ჩანს.
დოკუმენტის ტექსტი
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2010 წლის 7 სექტემბერი
დაბა ადიგენი
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეებისა და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის,„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“საქართველოს კანონის ა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართელოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეები და გან ა კვეთების ოდენობა(დანართის №1).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 19 თებერვლის №6 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების თანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ენდელაძე
დანართი №1
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეები და განაკვეთების ოდენობა
მუხლი 1. ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლები
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი;
2. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის;
3. ადგილობრივი სატენდერო მოსაკრებელი;
4. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისავის;
მუხლი 2. ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლების განაკვეთები
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი:
ა) კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 600 (ექვსასი)0 (თხუთმეტიათასი) ლარის ოდენობით;
გიდაზე - კვარტალში რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლოისა) ნებართვისათვის;
ლარის ოდენობით;
გ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;
დ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით;
ვ) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 20%;
2. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნშივნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ბითლი ფორმის თამაშობაზე - კვარტალში 12 000 (თორმეტი ნებართვისათვის:
ა) ახალ ი ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის – 1 (ერთი) ლარის ოდენობით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის – 5 (ხუთი) ლარის ოდენობით;
ბ) გათავისუფლდეს მოსაკრებლის გადახდისაგან სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა;
3. სატენდერო მოსაკრებელი:
ადგილობრივი სატენდერო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
4. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავ ებისათვის:
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის განისაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე – 0,50 ლარის ო დ ენობით თვეში, ხოლო იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის – 10 (ათი) ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე.