,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№172
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 35, 15/03/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
💡 დააწკაპეთ კვანძზე კავშირების გასახსნელად (3 დონე)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №172

2007 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის მიღების წესის დამტკიცების შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის მიღების წესი.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის მიღების წესი

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს წესი ადგენს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან (შემდეგში – სამინისტრო) საქართველოს მოქალაქის ნასამართლობის და ძებნაში ყოფნის, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიერ ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის მიღების წესს და პროცედურებს.

2. სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს,  აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს აქვთ სამინისტროდან საქართველოს მოქალაქის ნასამართლობის და ძებნაში ყოფნის, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიერ ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის მოთხოვნისა და მიღების უფლება.

    მუხლი 2. ინფორმაციის მიღების წესი

1. საქართველოს მოქალაქის ნასამართლობის და ძებნაში ყოფნის, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიერ ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის მისაღებად სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები სამინისტროს მიმართავენ სათანადო მოთხოვნით.

2. სათანადო ინფორმაციის მოთხოვნამდე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები უზრუნველყოფენ შესაბამისი პირისაგან წერილობითი თანხმობის მიღებას, რომელიც სათანადო მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს სამინისტროს.

3. ინფორმაციის მოთხოვნაში უნდა აღინიშნოს შემდეგი მონაცემები:

ა) ფიზიკურ პირთან დაკავშირებით:

ა.ა) სახელი, გვარი, მამის სახელი;

ა.ბ) დაბადების ადგილი, წელი, თვე და რიცხვი;

ა.გ) მისამართი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით;

ა.დ) პირადი ნომერი;

ბ) იურიდიულ პირთან დაკავშირებით:

ბ.ა) იურიდიული პირის სახელწოდება;

ბ.ბ) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;

ბ.გ) ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი);

ბ.დ) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მონაცემები.

4. ფიზიკური პირის შესახებ სამინისტროს მიერ გაცემულ ინფორმაციაში ამ ბრძანებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ მონაცემებთან ერთად აღინიშნება:

ა) მოქალაქის მიმართ ნასამართლობის არარსებობის ფაქტი, ან შესაბამისად (იმ შემთხვევაში, თუ პირი არის ნასამართლევი, არ აქვს გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა), განაჩენის გამოტანის თარიღი, სასამართლოს დასახელება (მათ შორის უცხო ქვეყნის), სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი (მათ შორის უცხო ქვეყნის), სასჯელის ზომა და სახე, სასჯელის მოხდის თარიღი;

ბ) პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაზე ინფორმაციის არარსებობის ფაქტი ან, შესაბამისად, პირის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სახე, მისი ჩადენის დრო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა;

გ) ინფორმაციის გაცემის თარიღი.

5. იურიდიული პირის შესახებ სამინისტროს მიერ გაცემულ ინფორმაციაში ამ ბრძანებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ მონაცემებთან ერთად აღინიშნება:

ა) იურიდიული პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაზე ინფორმაციის არარსებობის ფაქტი ან, შესაბამისად, იურიდიული პირის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სახე, მისი ჩადენის დრო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა;

ბ) ინფორმაციის გაცემის თარიღი.

    მუხლი 3. სამინისტროდან ინფორმაციის მიღების ფორმა

ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცვლა შესაძლებელია სპეციალური ელექტრონული საშუალებებით.