ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
კონსოლიდირებული რედაქციები (5)
ცვლილებები (4)
📝 ცვლილებები წინა რედაქციასთან შედარებით (27.02.2013 → 30.07.2014)
🔍 ტექსტში ცვლილებები ვერ მოიძებნა.
ცვლილებები შეიძლება ეხებოდეს ფორმატირებას ან მეტამონაცემებს, რაც ტექსტის შედარებისას არ ჩანს.
დოკუმენტის ტექსტი
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2010 წლის 7 სექტემბერი
დ. ადიგენი
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება (დანართი №1).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 29 მარტის №36 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ . ენდელაძე
დანართი №1
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება
მუხლი 1. გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური
1. მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებისა და მუნიციპალიტეტის ქონების მართვის უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა. ასევე, ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის მოხელეებისგან:
ა) სამსახურის უფროსი;
ბ) მთავარი სპეციალისტი მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში;
გ) წამყვანი სპეციალისტი გზებისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში;
დ) წამყვანი სპეციალისტი ქონებისა და მიწის მართვის საკითხებში;
ე) წამყვანი სპეციალისტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ზედამხედველობის საკითხებში;
ვ) სპეციალისტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ზედამხედველობის საკითხებში;
ზ) უფროსი სპეციალისტი არქმშენინსპექციის საკითხებში;
თ) სპეციალისტი ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების საკითხებში;
ი) სპეციალისტი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხებში;
კ) სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
3. სამსახურის უფროსის და სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3. სამსახურის მოხელეთა ფუნქციები
1. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად, პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ახორციელებს საერთო კონტროლს და ზედამხედველობას სამსახურის მოხელეთა მხრიდან ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულებაზე;
გ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებს;
თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
2. მთავარი სპეციალისტი მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში უზრუნველყოფს:
ა) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;
ბ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების შემუშავებას;
გ) სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;
დ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;
ე) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;
ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ზ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ;
თ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
ი) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
3. წამყვანი სპეციალისტი გზებისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვის, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადების, მათი განხორციელების შესახებ წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას;
ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს;
გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე;
დ) წინადადებების დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობის შესახებ;
ე) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;
ვ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის გამგებლობაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურეობის ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურეობის მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე;
ზ) ტერიტორიიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;
თ) წინადადებების შემუშავებას ტერიტორიის დასუფთავების, ნარჩენების გატანის, გადამუშავებისა და უტილიზაციის საკითხებზე;
ი) წინადადებების შემუშავებას სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურეობის ორგანიზების საკითხებში;
კ) წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობის რეგულირების სფეროში;
ლ) წინადადებების შემუშავებას გარე რეკლამის განთავსების საკითხებში;
მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების
4. წამყვანი სპეციალისტი ქონებისა და მიწის მართვის საკითხებში უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას;
ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას;
გ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით;
დ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით;
ე) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე;
ვ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით;
ზ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით;
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
5. წამყვანი სპეციალისტი (სპეციალისტი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ზედამხედველობის საკითხებში უზრუნველყოფს:
ა) წინადადებების და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კუთხით ერთიანი და ეფექტური საჯარიმო ხელისუფლების განსახორციელებლად.
ბ) მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამის სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას;
გ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
6. უფროსი სპეციალისტი არქმშენინსპექციის საკითხებში უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას;
ბ) მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამის სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას;
გ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
7. სპეციალისტი ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების საკითხებში უზრუნველყოფს:
ა) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების,გაუქმების და მასზე შეღავათების დაწესების შესახებ;
ბ) წინადადებების შემუშავებას ადგილობრივი მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრის და მოსაკრებლების ადმინისტრირების საკითხებზე;
გ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
8. სპეციალისტი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხებში უზრუნველყოფს:
ა) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსების მართვის, დაცვის, განვითარების და სარგებლობის საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) კონტროლს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ხეებზე, მწვანე ნარგავებზე, მათ გეგმაზომიერ განთავსებაზე, მოჭრაზე, ამოძირკვაზე ან დაზიანებაზე;
გ) მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამის სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას;
დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
9. სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში უზრუნველყოფს:
ა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვას, აღრიცხვას, გაცემას, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალის“ წარმოებას „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ბ) სამსახურში შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას;
გ) სამსახურში დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის;
დ) სამსახურში ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;
ე) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.