„ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 29, 24/09/2010
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.09.2010 მიღება
30.07.2014 ბოლო ცვლილება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
💡 დააწკაპეთ კვანძზე კავშირების გასახსნელად (3 დონე)

კონსოლიდირებული რედაქციები (2)

📅 მოქმედების პერიოდი: 30.07.2014დღემდე
ცვლილებები (1)
📝 ცვლილებები წინა რედაქციასთან შედარებით (24.09.2010 → 30.07.2014)

🔍 ტექსტში ცვლილებები ვერ მოიძებნა.

ცვლილებები შეიძლება ეხებოდეს ფორმატირებას ან მეტამონაცემებს, რაც ტექსტის შედარებისას არ ჩანს.

დოკუმენტის ტექსტი

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2010 წლის 7 სექტემბერი

დ. ადიგენი

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულება (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 29 აგვისტოს №91 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  

საკრებულოს თავმჯდომარე გ . ენდელაძე

დანართი №1

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულება

    მუხლი 1. მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური

1. მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის,ახალგაზრდულ საქმეთა,ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებთან დაკავშირებული მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის მოხელეებისგან:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ) უფროსი სპეციალისტი სპორტის საკითხებში;

გ) სპეციალისტი კულტურის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში;

დ) სპეციალისტი ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში;

ე) სპეციალისტი ვეტერანთა საკითხებში.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

3. სამსახურის უფროსის და სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 3. სამსახურის მოხელეთა ფუნქციები

1. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად, პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ახორციელებს საერთო კონტროლს და ზედამხედველობას სამსახურის მოხელეთა მხრიდან ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულებაზე;

გ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;

დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;

თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

2. უფროსი სპეციალისტი სპორტის საკითხებში უზრუნველყოფს:

ა) სპორტის განვითარებასთან დაკავშირებული მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ბ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

გ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვაზე კონტროლს;

დ) წინადადებების შემუშავებას მუნიციპალიტეტში სპორტული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებით;

ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

3. სპეციალისტი კულტურის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში უზრუნველყოფს:

 ა) კულტურის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა, სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას ; მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

ბ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების, ბიბლიოთეკების, კულტურის სხვა დაწესებულებების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვაზე კონტროლს;

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით წინადადებების, დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავებას;

დ) წინადადებების შემუშავებას მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებით;

ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

4. სპეციალისტი ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში უზრუნველყოფს;

ა) ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ლტოლვილ და იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებებთან დაკავშირებით წინადადებების, დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავებას;

გ) წინადადებების შემუშავებას მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ლტოლვილ და იძულებით გადაადგილებულ ოჯახებთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებით;

დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

5. სპეციალისტი ვეტერანთა საკითხებში უზრუნველყოფს:

ა) ომის ვეტერანთა საკითხებზე მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ომის ვეტერანთა დახმარებებთან დაკავშირებით წინადადებების, დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავებას;

გ) წინადადებების შემუშავებას მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებით;

დ) გარდაცვლილ ომის ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯების გაცემასთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების მომზადებას;

ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.