„ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ივლისის N5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 29, 24/09/2010

დოკუმენტის ტექსტი

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს – ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება№8

2010 წლის 8 სექტემბერი

ქ. ხობი

 „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ივლისის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და აბაშის, ზუგდიდის, სენაკის, მარტვილის, მესტიის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამართლებრივი შენიშვნების საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ივლისის №5 დადგენილებაში (გაზეთი „ახალი სამკუთხედი“ №15-16(7025) 26.07.2010 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების პირველი დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ერთი და იმავე მხარჯავი დაწესებულებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილ ი ასიგნების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილება საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – გამგეობა) მიერ, ამ წესის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად.“;

ბ) დადგენილების პირველი დანართის მე-2 მუხლის მე-6-მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გამგეობა უფლებამოსილია, შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვის მიზნით, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, ორგანიზაციული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ამ შემთხვევაში გამოიყენება მე-4 მუხლით დადგენილი წესი.

7. დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე ადგილობრივი ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, ან ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს შესაბამისი დადგენილების ამოქმედებამდე, გამგეობა საკრებულოსთან შეთანხმებით უფლებამოსილია ასიგნების გადანაწილება განახორციელოს ამ წესით განსაზღვრული მექანიზმის შესაბამისად.

8. საკრებულოს მიერ დამტკიცებული ადგილობრივი ბიუჯეტის გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში წლიური საბიუჯეტო ასიგნებების კვარტალური განწერა დგება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ, რომელიც გამგებლის წარდგინებით, საკრებულოს თანხმობის საფუძველზე მტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.

9. ადგილობრივი ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში შეიძლება განხორციელდეს კვარტალური გადანაწილება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ, ამ წესით დადგენილი პროცედურებით და გამგებლის წარდგინების საფუძველზე მტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.“;

დ) დადგენილების პირველი დანართის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილად ჩათვლის შემთხვევაში, გამგებელი თანხმობის მისაღებად წინადადებას (თანდართული დოკუმენტაციითა და საკრებულოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანების პროექტით) წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.“;

ე) დადგენილების პირველი დანართის მე-3 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან თანხმობის შემთხვევაში გამოიცემა საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება მხარჯავი დაწესებულებისთვის ბიუჯეტით გამოყოფილი წლიური ასიგნების ფარგლებში თანხის საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების თაობაზე.

8. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების გამოცემის შემდგომ, დამტკიცებული ბიუჯეტის დაზუსტების მიზნით, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს სათანადო ცვლილებას ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად.“;

ვ) დადგენილების პირველი დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვა

1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახდელებიდან ხობის მუნიციპალიტეტისთვის თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს საკრებულოს დადგენილების ან საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტს ამ თანხის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით.

2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახდელებიდან ხობის მუნიციპალიტეტისთვის თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტის მომზადების შემთხვევაში, პროექტის განხილვისას, საკრებულოს თავმჯდომარის წინასწარი თანხმობა სავალდებულო არ არის.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ადგილობრივი ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებულ განწერაში მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული პროცედურით.“;

ზ) დადგენილების პირველი დანართის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

თ) დადგენილების პირველი დანართის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე ადგილობრივ ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები დამტკიცებულ ბიუჯეტში ასახვის მიზნით ერთი თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასასრულისა უნდა წარედგინოს საკრებულოს დასამტკიცებლად საკრებულოს დადგენილების პროექტის სახით.“;

ი) დადგენილების მეორე დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 2

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური

 

ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობა № ---

 

20–– წლის –– –––––––––

 

------------------------------------------------------------------------------------------------------------------

მხარჯავი დაწესებულების დასახელება, ორგ ანიზაციული კოდი

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ცვლილების საფუძველი (საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება), თარიღი, ნომერი

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ცვლილების შინაარსი)

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

ორგანიზაციული კოდი

მხარჯავი დაწესებულების პროგრამისა და ღონისძიების დასახელება

საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლის დასახელება

ცვლილება (+ზრდა/-კლება)

(ლარებში)

წლიური თანხა

მათ შორის: კვარტალების მიხედვით

I

II

III

IV

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ ჯამი 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1. დამტკიცებული ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებ ა

2. ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი

3. წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულების დაფარვა

4. დანარჩენი ცვლილება

 

 

 

გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი/ხელმოწერა/

 

გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის

საბიუჯეტო განყოფილების უფროსი /ხელმოწერა/“

 

2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  მ. ჭოხონელიძე