„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მიღების თარიღი
ნომერი
№52
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 13, 02/02/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
💡 დააწკაპეთ კვანძზე კავშირების გასახსნელად (3 დონე)
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.014.100

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №52

2010 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის,  რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1. 

„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის,  რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში (სსმ III, 29.11.07წ., №169, მუხლი 1881) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1.  ბრძანების პირველი მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) ინსტრუქცია „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) ან საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ საქონელზე, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი, სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ” (დანართი №19);“.

2. ბრძანების პირველი მუხლის „პ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №15) ნაწილი 11 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნაწილი 11. საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელებისათვის საბაჟო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის  კლასიფიკატორი

 

დოკუმენტის კოდი ASYCUDA-ში

დოკუმენტის დასახელება

001

საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა

002

ხელშეკრულება

003

შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშ­სწო­რებო დო-კუმენტი)

004

სატრანსპორტო ზედნადები

005

კონოსამენტი

006

მანიფესტი

007

TIR-წიგნაკი

008

ერთჯერადი ან გენერალური მინდობილობა, ხელშეკ­რუ­ლება ან მისი შემცვლელი დოკუმენტი წარმომადგენლის უფლებამოსილების შესახებ

009

დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია

010

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა

011

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა

012

ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა

013

შეზღუდულად ბრუნვადი მასალების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

014

ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიული ნივთიერებების, რადიაქტიული ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიული ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნა­წილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუების ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

015

„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ¨ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ნებართვა

016

იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

017

უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვა.

018

იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის (გარდა ექსპორტ-იმპორტის, ტრანზიტისა და რეექსპორტის) ნებართვა

019

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

020

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა

021

არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა

022

საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა

023

დსთ-ის ზოგიერთ ქვეყანაში წარმოებული საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლება­მოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული)

024

ხე-ტყის ექსპორტისას – ხე-ტყის კანონიერების ან/და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი

025

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილობითი დასკვნა საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების შესახებ

026

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ

027

საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი

028

იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების შესაბამისობის სერტიფიკატი

030

ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი

031

ვეტერინარული სერტიფიკატი

034

საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

035

საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

036

საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

037

საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

039

სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (სსაფ) – ნავთობპროდუქტების იმპორტის დროს

040

საქონლის სპეციფიკაცია

041

საბანკო გარანტია

042

ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი

043

სახელმწიფო ხაზინის ცნობა სახელმწიფო ხაზინაში გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტის) შეტანის თაობაზე

045

საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი

046

სამკურნალო საშუალებების საბაჟო აღნუსხვის ფორმა

047

საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი

049

შეფუთვის ფურცელი

050

ექსპერტიზის აქტი

051

საქონლის დათვალიერების აქტი

052

საქონლის სინჯის (ნიმუშის) აღების აქტი (ოქმი)

053

ჯარიმის გადახდის დოკუმენტი

054

სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ

055

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

056

წერილი

057

განცხადება

058

ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი

062

საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

063

საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

064

საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

065

ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია

067

საფოსტო გზავნილის დეკლარაცია CN 22

068

საფოსტო გზავნილის დეკლარაცია CN 23

069

გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია

070

საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი

071

მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტის (პასპორტის) სტიკერიანი ფურცლის სათანადოდ დამოწმებული ასლი

072

სატვირთო საბაჟო დეკლარაცია _ ფორმა №3

073

სატვირთო საბაჟო დეკლარაცია _ ფორმა №4

200

ავტომანქანის სახელმწიფო №

201

რკინიგზის ვაგონი, №

202

თვითმფრინავი, რეისი №

203

გემი, რეისი №

204

კონტეინერი, №

210

წინმსწრები დეკლარაციის №: A-

300

ავტომანქანის მარკა

330

მედიკამენტის დასახელება

333

სიგარეტების დასახელება და რაოდენობა, კოლოფი

340

აქციზური მარკების ნომრები

341

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი

342

საბაჟო შეტყობინება

345

აწონვის ქვითარი

420

იდენტიფიკაციის საშუალება (ნიშანი)

444

დამატებითი ინფორმაცია საქონელზე

445

წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილება

446

სასაქონლო ზედნადები

 

3. ბრძანების პირველი მუხლის „ტ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ საქონელზე, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი, სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №19):

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ინსტრუქცია „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) ან საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ საქონელზე, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი, სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1.

1. „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) ან საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ საქონელზე, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი, სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) ადგენს საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში (შემდგომში –იმპორტი) და საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში (შემდგომში – ექსპორტი) გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკ-ლარაციის (შემდგომში – დეკლარაცია) შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესებს.

2. საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეობა პირს არ ართმევს უფლებას, რომ ჩვეულებრივი წესით (ამ ბრძანების დანართი №1-ით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად) განახორციელოს საბაჟო რეჟიმის განსაზღვრის დასრულება.“;

გ) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქონელი – თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ ან მათი დანიშნულებით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ან საქართველოს ტერიტორიიდან გასატანი საქონელი, გარდა ქვემოთ მითითებული საქონლისა:

ბ.ა) შეზღუდულად ბრუნვადი მასალები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო);

ბ.ბ) ბირთვული და რადიაციული ობიექტები, ბირთვული მასალები, რადიაქტიური ნივთიერებები, რადიაქტიური ნარჩენები, მინერალები (წიაღისეული), რომლებისაგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფერი, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიები ან ნოუ-ჰაუები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო);

ბ.გ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობები, მათი ნაწილები და დერივატები;

ბ.დ) იარაღი და საბრძოლო მასალები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო);

ბ.ე) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები;

ბ.ვ) მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონელი;

ბ.ზ) თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით ერთი სატრანსპორტო საშუალებით (გარდა საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისა), სარკინიგზო ტრანსპორტის შემთხვევაში ერთი კონტეინერით, ცისტერნით ან ვაგონით ერთდროულად გადაადგილებული, სხვადასხვა საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად განკუთვნილი საქონელი;

ბ.თ) ერთი სატრანსპორტო საშუალებით (გარდა საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისა) ერთდროულად გადაადგილებული საქონელი, რომლის მიმღებს ან გამგზავნს თანამშრომლობის მონაწილესთან ერთად წარმოადგენს სხვა პირი (იმ შემთხვევაშიც, როცა ეს პირი თანამშრომლობის მონაწილეა).“;

დ) მე-2 მუხლის „ზ“–“კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მწვანე დერეფანი – საქონლის მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას საქონლის გაშვება დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე;

თ) ლურჯი დერეფანი –– საქონლის მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას   საქონლის გაშვება დეკ-ლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე, საქონლის გაშვების შემდგომ პერიოდში კამერალური შემოწმების მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტების უტყუარობისა და საბაჟო გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმების პირობით;

ი) ყვითელი დერეფანი – საქონლის მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას   დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმება, საქონლის დათვალიერების გარეშე;

კ) წითელი დერეფანი – საქონლის მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას   დეკლარაციისა და დოკუ-მენტების კამერალური შემოწმება, აგრეთვე დეკლარირებული საქონლის დათვალიერება.“;

ე) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეკლარანტს უფლება აქვს:

ა) დეკლარაცია წარადგინოს იმპორტისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე ან საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა და ისარგებლოს ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლით დადგენილი წესით; 

ბ) დეკლარაცია წარადგინოს იმპორტისათვის განკუთვნილი საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენის შემდეგ, საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილ ვადებში და ისარგებლოს ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლით დადგენილი წესით;

გ) დეკლარაცია წარადგინოს საქონლის მიმართ გამოყენებული ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციის (გარდა ექსპორტისა) იმპორტით შეცვლის მიზნით და ისარგებლოს ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლით გათვა-ლისწინებული გამარტივებული პროცედურებით;

დ) დეკლარაცია წარადგინოს ექსპორტისათვის განკუთვნილ საქონელზე და ისარგებლოს ამ ინსტრუქციის 61მუხლით დადგენილი წესით.“;

ვ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმპორტის დეკლარაციაზე დასართავი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული ან ექსპორტის დეკლარაციაზე დასართავი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული დოკუმენტები რჩება და ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საბაჟო ორგანოს.“;

ზ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იმპორტის დეკლარაცია წარედგინება ამ ბრძანების  დანართი №2-ით დადგენილი ფორმით და ივსება დანართი №1-ით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 და მე-9 მუხლების შესაბამისად, თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“;

თ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51პუნქტი:

„51. ექსპორტის დეკლარაცია წარედგინება ამ ბრძანების  დანართი №2-ით დადგენილი ფორმით და ივსება დანართი №1-ით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად, თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“;

ი) მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

კ) მე-4 მუხლის 61პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„61. დეკლარაციის მე-40 გრაფაში აღინიშნება: წინმსწრები „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის“ ან „TIR წიგნაკის“ ნომერი ან/და წინმსწრები დეკლარაციის ნომერი.“;

ლ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71პუნქტი:

„71. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან საქონელზე წარდგენილი დეკლარაციის 44-ე გრაფაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულზე დამატებით, მიეთითება სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალების (ლუქის) შესაბამისი კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 11-ის შესაბამისად, დადებული იდენტიფიკაციის საშუალებების რაოდენობა არაბული ციფრებით და შემდგომ მიეთითება იდენტიფიკაციის საშუალებების (ლუქის) ნომრები. რამდენიმე იდენტიფიკაციის საშუალების (ლუქის) მითითებისას, იმ შემთხვევაში, თუ მათი ნომრები აღებულია თანმიმდევრობით, გრაფაში მიეთითება პირველი და ბოლო ნომერი, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა ტირეთი.“;

მ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მწვანე დერეფნის შემთხვევაში:

ა) თუ დეკლარანტს უკვე გადახდილი აქვს კუთვნილი საბაჟო გადასახდელები (დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით ავტომატურად ენიჭება A და K ნომრები) ან თუ დეკლარირებულ საქონელზე არ წარმოიშობა საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულება (დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით ავტომატურად ენიჭება A ნომერი), სასაზღვრო საბაჟო კონტროლის განხორციელების შემდგომ ხორციელდება დეკლარაციის ქაღალდზე ამობეჭდვა, დეკლარაციის C გრაფაში დაისმება საბაჟო ორგანოს დამღა „გაშვება ნებადართულია“. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს გაფორმების თარიღს. დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვებაზე. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა. დამატებითი ფურცლების აღნიშნულ გრაფაში ისმება მხოლოდ პირადნომრიანი ბეჭედი;

ბ) თუ დეკლარანტს არ აქვს გადახდილი კუთვნილი საბაჟო გადასახდელები:

ბ.ა) დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით ავტომატურად ენიჭება მხოლოდ A ნომერი;

ბ.ბ) სასაზღვრო საბაჟო კონტროლის განხორციელების შემდგომ ხორციელდება დეკლარაციის ქაღალდზე ამობეჭდვა, დეკლარაციის C გრაფაში დაისმება საბაჟო ორგანოს დამღა „გაშვება ნებადართულია პირობით“. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს გაფორმების თარიღს. დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვებაზე. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა. დამატებითი ფურცლების აღნიშნულ გრაფაში ისმება მხოლოდ პირადნომრიანი ბეჭედი.

ბ.გ) პირობით გაშვებულ საქონელზე საბაჟო გადასახდელების დადგენილ ვადაში გადახდის შემთხვევაში, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოში დეკლარანტის მიერ წარდგენილ (ქაღალდზე ამობეჭდილ) საბაჟო დეკლარაციის ეგზემპლარს მიენიჭება K ნომერი, C გრაფაში საბაჟო ორგანოს დამღა – „გაშვება ნებადართულია პირობით“ გადაიხაზება და დაისმება დამღა – „გაშვება ნება-დართულია“; „ASYCUDA“-ს ბაზაში არსებულ დეკლარაციაში დადგენილი წესით ხორციელდება შესაბამისი ცვლილებები.“;

ნ) მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თუ დეკლარანტს უკვე გადახდილი აქვს კუთვნილი საბაჟო გადასახდელები, დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით ენიჭება K ნომერი, ხოლო თუ დეკლარირებული საქონელზე არ წარმოიშობა საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულება, დეკლარაციას K ნომერი არ მიენიჭება. დეკლარაცია ამოიბეჭდება ქაღალდზე, C გრაფაში დაისმება საბაჟო ორგანოს დამღა „გაშვება ნებადართულია“. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს გაფორმების თარიღს. დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვებაზე. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა. დამატებითი ფურცლების აღნიშნულ გრაფაში ისმება მხოლოდ პირადნომრიანი ბეჭედი;

ე) თუ დეკლარანტს არ აქვს გადახდილი კუთვნილი საბაჟო გადასახდელები, დეკლარაცია K ნომრის გარეშე ამოიბეჭდება ქაღალდზე; დეკლარაციის C გრაფაში დაისმება საბაჟო ორგანოს დამღა „გაშვება ნებადართულია პირობით“. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს გაფორმების თარიღს. დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვებაზე. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა. დამატებითი ფურცლების აღნიშნულ გრაფაში ისმება მხოლოდ პირადნომრიანი ბეჭედი;

ვ) პირობით გაშვებულ საქონელზე საბაჟო გადასახდელების დადგენილ ვადაში გადახდის შემთხვევაში, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოში დეკლარანტის მიერ წარდგენილ (ქაღალდზე ამობეჭდილ) საბაჟო დეკლარაციის ეგზემპლარს მიენიჭება K ნომერი, C გრაფაში საბაჟო ორგანოს დამღა – „გაშვება ნებადართულია პირობით“ გადაიხაზება და დაისმება დამღა – „გაშვება ნებადართულია“; „ASYCUDA“-ს ბაზაში არსებულ დეკლარაციაში დადგენილი წესით ხორციელდება შესაბამისი ცვლილებები.“;

ო) მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დეკლარანტი ვალდებულია, დანიშნულების ადგილზე საქონლის მიტანიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი საბაჟო რეჟიმისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული, დეკლარაციაზე დასართავი დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები, გარდა ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის 31პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“

პ) მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თუ დეკლარანტს უკვე გადახდილი აქვს კუთვნილი საბაჟო გადასახდელები, დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით ენიჭება K ნომერი, ხოლო თუ დეკლარირებულ საქონელზე არ წარმოიშობა საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულება, დეკლარაციას K ნომერი არ მიენიჭება. დეკლარაცია ამოიბეჭდება ქაღალდზე, C გრაფაში დაისმება საბაჟო ორგანოს დამღა „გაშვება ნებადართულია“. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს გაფორმების თარიღს. დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვებაზე. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა. დამატებითი ფურცლების აღნიშნულ გრაფაში ისმება მხოლოდ პირადნომრიანი ბეჭედი;

ე) თუ დეკლარანტს არ აქვს გადახდილი კუთვნილი საბაჟო გადასახდელები, დეკლარაცია K ნომრის გარეშე ამოიბეჭდება ქაღალდზე; დეკლარაციის C გრაფაში დაისმება საბაჟო ორგანოს დამღა „გაშვება ნებადართულია პირობით“. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს გაფორმების თარიღს. დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვებაზე. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა. დამატებითი ფურცლების აღნიშნულ გრაფაში ისმება მხოლოდ პირადნომრიანი ბეჭედი;

ვ) პირობით გაშვებულ საქონელზე საბაჟო გადასახდელების დადგენილ ვადაში გადახდის შემთხვევაში, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოში დეკლარანტის მიერ წარდგენილ (ქაღალდზე ამობეჭდილ) საბაჟო დეკლარაციის ეგზემპლარს მიენიჭება K ნომერი, C გრაფაში საბაჟო ორგანოს დამღა – „გაშვება ნებადართულია პირობით“ გადაიხაზება და დაისმება დამღა – „გაშვება ნებადართულია“; „ASYCUDA“-ს ბაზაში არსებულ დეკლარაციაში დადგენილი წესით ხორციელდება შესაბამისი ცვლილებები.“;

ჟ) მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელის მიერ „ASYCUDA“-ს გამოყენებით დეკლარაციის დამუშავებისას, სისტემაში ინტეგრირებული რისკების მართვის სისტემის მეშვეობით რისკის კრიტერიუმებთან თანხვედრისა და საბაჟო კონტროლისათვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შესაბამისად შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, დეკლარაციისათვის განისაზღვრება მწვანე, ლურჯი, ყვითელი ან წითელი დერეფანი.

2. მწვანე დერეფნის შემთხვევაში:

ა) თუ დეკლარანტს უკვე გადახდილი აქვს კუთვნილი საბაჟო გადასახდელები (დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით ავტომატურად ენიჭება A და K ნომრები) ან თუ დეკლარირებულ საქონელზე არ წარმოიშობა საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულება (დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით ავტომატურად ენიჭება A ნომერი), ხორციელდება დეკლარაციის ქაღალდზე ამობეჭდვა, დეკლარაციის C გრაფაში დაისმება საბაჟო ორგანოს დამღა „გაშვება ნებადართულია“. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს გაფორმების თარიღს. დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვებაზე. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა. დამატებითი ფურცლების აღნიშნულ გრაფაში ისმება მხოლოდ პირადნომრიანი ბეჭედი.“.

ბ) თუ დეკლარანტს არ აქვს გადახდილი კუთვნილი საბაჟო გადასახდელები:

ბ.ა) დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით ავტომატურად ენიჭება მხოლოდ A ნომერი;

ბ.ბ) ხორციელდება დეკლარაციის ქაღალდზე ამობეჭდვა, დეკლარაციის C გრაფაში დაესმება საბაჟო ორგანოს დამღა „გაშვება ნებადართულია პირობით“. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს გაფორმების თარიღს. დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვებაზე. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა. დამატებითი ფურცლების აღნიშნულ გრაფაში ისმება მხოლოდ პირადნომრიანი ბეჭედი.

ბ.გ) პირობით გაშვებულ საქონელზე საბაჟო გადასახდელების დადგენილ ვადაში გადახდის შემთხვევაში, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოში დეკლარანტის მიერ წარდგენილ საბაჟო დეკლარაციის ეგზემპლარს მიენიჭება K ნომერი, C გრაფაში საბაჟო ორგანოს დამღა – „გაშვება ნებადართულია პირობით“ გადაიხაზება და დაისმება დამღა – „გაშვება ნებადართულია“; „ASYCUDA“-ს ბაზაში არსებულ დეკლარაციაში დადგენილი წესით ხორციელდება შესაბამისი ცვლილებები.“;

რ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თუ დეკლარანტს უკვე გადახდილი აქვს კუთვნილი საბაჟო გადასახდელები, დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით ენიჭება K ნომერი, ხოლო თუ დეკლარირებული საქონელზე არ წარმოიშობა საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულება, დეკლარაციას K ნომერი არ მიენიჭება. დეკლარაცია ამოიბეჭდება ქაღალდზე, C გრაფაში დაისმება საბაჟო ორგანოს დამღა „გაშვება ნებადართულია“. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს გაფორმების თარიღს. დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვებაზე. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა. დამატებითი ფურცლების აღნიშნულ გრაფაში ისმება მხოლოდ პირადნომრიანი ბეჭედი;

ე) თუ დეკლარანტს არ აქვს გადახდილი კუთვნილი საბაჟო გადასახდელები, დეკლარაცია K ნომრის გარეშე ამოიბეჭდება ქაღალდზე; დეკლარაციის C გრაფაში დაესმება საბაჟო ორგანოს დამღა „გაშვება ნებადართულია პირობით“. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს გაფორმების თარიღს. დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვებაზე. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა. დამატებითი ფურცლების აღნიშნულ გრაფაში ისმება მხოლოდ პირადნომრიანი ბეჭედი;

ვ) პირობით გაშვებულ საქონელზე საბაჟო გადასახდელების დადგენილ ვადაში გადახდის შემთხვევაში, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოში დეკლარანტის მიერ წარდგენილ (ქაღალდზე ამობეჭდილ) დეკლარაციის ეგზემპლარს მიენიჭება K ნომერი, C გრაფაში საბაჟო ორგანოს დამღა – „გაშვება ნებადართულია პირობით“ გადაიხაზება და დაისმება დამღა – „გაშვება ნებადართულია“; „ASYCUDA“-ს ბაზაში არსებულ დეკლარაციაში დადგენილი წესით ხორციელდება შესაბამისი ცვლილებები.“;

ს) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. წითელი დერეფნის შემთხვევაში:

ა) დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით A და K ნომრები ავტომატურად არ მიენიჭება;

ბ) დეკლარანტი ვალდებულია, დეკლარაციის რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი საბაჟო რეჟიმისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული, დეკლარაციაზე დასართავი  დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები, გარდა ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;   

გ) საბაჟო ორგანო ახორციელებს დეკლარაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას, საქონლის დათვალიერებას დადგენილი წესით და აღნიშნული პროცედურების შედეგების გათვალისწინებით ხდება „ASYCUDA“-ს მეშვეობით დეკლარაციისათვის A ნომრის მინიჭება;

დ) თუ დეკლარანტს უკვე გადახდილი აქვს კუთვნილი საბაჟო გადასახდელები, დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით ენიჭება K ნომერი, ხოლო თუ დეკლარირებული საქონელზე არ წარმოიშობა საბაჟო გადა-სახდელების გადახდის ვალდებულება, დეკლარაციას K ნომერი არ მიენიჭება. დეკლარაცია ამოიბეჭდება ქაღალდზე, C გრაფაში დაისმება საბაჟო ორგანოს დამღა „გაშვება ნებადართულია“. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს გაფორმების თარიღს. დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვებაზე. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყო-ფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა. დამატებითი ფურცლების აღნიშნულ გრაფაში ისმება მხოლოდ პირადნომრიანი ბეჭედი;

ე) თუ დეკლარანტს არ აქვს გადახდილი კუთვნილი საბაჟო გადასახდელები, დეკლარაცია K ნომრის გარეშე ამოიბეჭდება ქაღალდზე; დეკლარაციის C გრაფაში დაისმება საბაჟო ორგანოს დამღა „გაშვება ნებადართულია პირობით“. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს გაფორმების თარიღს. დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვებაზე. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა. დამატებითი ფურცლების აღნიშნულ გრაფაში ისმება მხოლოდ პირადნომრიანი ბეჭედი;

ვ) პირობით გაშვებულ საქონელზე საბაჟო გადასახდელების დადგენილ ვადაში გადახდის შემთხვევაში, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოში დეკლარანტის მიერ წარდგენილ (ქაღალდზე ამობეჭდილ) დეკლარაციის ეგზემპლარს მიენიჭება K ნომერი, C გრაფაში საბაჟო ორგანოს დამღა – „გაშვება ნებადართულია პირობით“ გადაიხაზება და დაისმება დამღა – „გაშვება ნებადართულია“. „ASYCUDA“-ს ბაზაში არსებულ დეკლარაციაში დადგენილი წესით ხორციელდება შესაბამისი ცვლილებები.“;

ტ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 61მუხლი:

     „მუხლი 61.

1. ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ექსპორტისათვის განკუთვნილ საქონელზე წარდგენილი დეკლარაციის „ASYCUDA“-ს გამოყენებით  დამუშავებისას, სისტემაში ინტეგრირებული რისკების მართვის სისტემის მეშვეობით რისკის კრიტერიუმებთან თანხვედრისა და საბაჟო კონტროლისათვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შესაბამისად შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, საბაჟო დამუშავების ოპერაციის საბაჟო ორგანოში დეკლარაციისათვის განისაზღვრება მწვანე, ლურჯი, ყვითელი ან წითელი დერეფანი.

2. მწვანე დერეფნის შემთხვევაში, თუ დეკლარანტს გადახდილი აქვს კუთვნილი საბაჟო გადასახდელები (დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით ავტომატურად ენიჭება A და K ნომრები) ან თუ დეკლარირებული საქონელზე არ წარმოიშობა საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულება (დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით უკვე მინიჭებული აქვს მხოლოდ A ნომერი), ხორციელდება დეკლარაციის ქაღალდზე ამობეჭდვა, დეკლარაციის C გრაფაში დაისმება საბაჟო ორგანოს დამღა „გაშვება ნებადართულია“. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს გაფორმების თარიღს. დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვებაზე. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა. დამატებითი ფურცლების აღნიშნულ გრაფაში ისმება მხოლოდ პირადნომრიანი ბეჭედი.

3. ლურჯი დერეფნის შემთხვევაში ხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები (მწვანე დერეფნის მსგავსად), ხოლო საქონლის გაშვების შემდგომ პერიოდში საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება დეკლარირებული მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების უტყუარობის შემოწმება.

4. ყვითელი დერეფნის შემთხვევაში:

ა) დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით A ნომერი ავტომატურად არ მიენიჭება და საბაჟო ორგანოს მიერ დეკლარაცია ქაღალდზე არ ამოიბეჭდება;

ბ) დეკლარანტი ვალდებულია, დეკლარაციის რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დამუ-შავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული, დეკლარაციაზე დასართავი დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები, გარდა ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის 31პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

გ) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანო ახორციელებს დეკლარაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას;

დ) კამერალური შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციე-ლებელი საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება „ASYCUDA“-ს მეშვეობით დეკლარაციისათვის A ნომრის (კუთვნილი საბაჟო გადასახდელების გადახდის შემთხვევაში აგრეთვე K ნომრის) მინიჭება და ამობეჭდვა ან მისი ბათილად ცნობა.

5. წითელი დერეფნის შემთხვევაში:

ა) დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით A ნომერი ავტომატურად არ მიენიჭება;

ბ) თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია, დეკლარაციის რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი საბაჟო რეჟიმისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული, დეკლარაციაზე დასართავი დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები, გარდა ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის 31პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

გ) თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია, დეკლარირებული საქონელი საბაჟო დათვალიერების მიზნით წარადგინოს თავის საწყობში ან მის მიერ შერჩეულ საბაჟო საწყობში;

დ) საქონელი ექვემდებარება დათვალიერებას და ხორციელდება საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრასთან დაკავშირებული პროცედურები ექსპორტის საბაჟო რეჟიმისათვის კანონმდებლობით დადგენილი (საერთო) წესით.

6. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში დეკლარაცია იბეჭდება 3 ეგზემპლარად და ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) ერთი ეგზემპლარი რჩება საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს;

ბ) 2 ეგზემპლარი გადაეცემა დეკლარანტს, რომელთაგან ერთი რჩება დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანოს.“.

4. ბრძანების პირველი მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ფიზიკური პირის მიერ სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №22) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ფიზიკური პირის სურვილის შემთხვევაში ექსპორტის საბაჟო რეჟიმში გაცხადებული 15 000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონელი და/ან საქართველოდან მუდმივსაცხოვრებლად გასვლისას პირადი ნივთები (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), ავეჯი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელი.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი