საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №222 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.014.165
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №7/ნ
2010 წლის 4 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №222 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №222 ბრძანებით (სსმ III, 27.03.2006, N41, მუხ. 476) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ1“ ქვეპუნქტი:
,,დ1) შეიმუშავებს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესს;“
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი