,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№131
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 91, 10/07/2006

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №131

2006 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა   სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ბოლო დროს ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების გამო ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ 2004 წლის 13 თებერვლის საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,გ“ პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილების (სსმ III, 2004 წ., №58, მუხლი 501) პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე

კახა ბენდუქიძე –          საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

ნიკა გილაური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

ლაშა გოცირიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ირაკლი კოვზანაძე – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე

ნიკოლოზ ლეკიშვილი – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე

დავით ნატროშვილი – სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარე

ვაჟა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

მიხეილ სვიმონიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

ირაკლი სირაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის მდივანი

ზაზა სოფრომაძე – სსიპ – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორი

გია ქავთარაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ირაკლი ჩოგოვაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი               ზ. ნოღაიდელი