„საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დაარსებისა და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 15 ნოემბრის №508 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №179
2007 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დაარსებისა და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 15 ნოემბრის №508 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დაარსებისა და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 15 ნოემბრის №508 ბრძანებულების (სსმ III, 2004 წ., №133, მუხ. 1167) მე-2 პუნქტით დამტკიცებულ საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3.
კომისიას აქვს საბანკო ანგარიში, სატიტულო ბლანკი, ლოგო და ბეჭედი წარწერით „UNESCO-ს საქმეთა საქართველოს ეროვნული კომისია.“;
ბ) დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4.
კომისიის მისამართია: ჩიტაძის ქ. 4, თბილისი 0118, საქართველო, საგარეო საქმეთა სამინისტრო.“;
გ) დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:
„ე) იუნესკოს მიზნების, პროგრამებისა და ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
ვ) მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულებებისათვის იუნესკოს მიერ მიღებული დასკვნებისა და რეკომენდაციების წარდგენა.“;
დ) დებულების მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ვ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები:
„ვ) დამოუკიდებლად ან შესაბამის დაწესებულებებთან ერთად განახორციელოს იუნესკოს პროექტები;
ზ) იუნესკოს „მონაწილეობის პროგრამის“ ფარგლებში შეარჩიოს იუნესკოსათვის წარსადგენი პროექტები;
თ) იუნესკოს მიერ დამტკიცებული პროგრამების ფარგლებში გააფორმოს ხელშეკრულებები იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც იუნესკოს დაფინანსებით ახორციელებენ „მონაწილეობის პროგრამით“ გათვალისწინებულ კონკრეტულ პროექტებს;
ი) მოისმინოს „მონაწილეობის პროგრამით“ გათვალისწინებული და/ან სხვა პროექტების ანგარიში და დასკვნები და რეკომენდაციები წარუდგინოს პროექტის განმახორციელებელ შესაბამის დაწესებულებას.“;
ე) დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8.
კომისია იკრიბება წელიწადში ორჯერ. კომისიის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიძლება მოწვეულ იქნეს რიგგარეშე სხდომა.“;
ვ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:
„მუხლი 151.
ეროვნული კომისიის სატიტულო ბლანკს ხელს აწერს კომისიის პრეზიდენტი ან ვიცე-პრეზიდენტი, ან გენერალური მდივანი.“;
ზ) დებულების მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20.
კომისიის ორგანიზაციული და დიპლომატიური საქმიანობის უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის სამდივნო.“;
თ) 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 22.
ეროვნული კომისიის სამდივნოს წევრთა ფუნქციებს ასრულებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლები. ეროვნული კომისიის სამდივნოს ფინანსური დოკუმენტაციის წარმოებაში დახმარებას უწევს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საფინანსო სამსახური.“;
ი) 23-ე მუხლს დაემატოს „ი“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ი) ხელს აწერს სატიტულო ბლანკს და ფინანსურ დოკუმენტაციას, აფორმებს ხელშეკრულებებს იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ახორციელებენ იუნესკოს მიერ დაფინანსებულ „მონაწილეობის პროგრამით“ გათვალისწინებულ კონკრეტულ პროექტებს ან, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა პროექტების შემსრულებლებთან;“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი