საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სტატისტიკურ ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📝 ცვლილებები წინა რედაქციასთან შედარებით (16.09.2010 → 18.02.2011)
🔍 ტექსტში ცვლილებები ვერ მოიძებნა.
ცვლილებები შეიძლება ეხებოდეს ფორმატირებას ან მეტამონაცემებს, რაც ტექსტის შედარებისას არ ჩანს.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №87/ნ
2010 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სტატისტიკურ-ანალიტიკური დეპარტამენტი ს დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სტატისტიკურ-ანალიტიკური დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სტატისტიკურ-ანალიტიკური დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სტატისტიკურ-ანალიტიკური დეპარტამენტის (შემდგომში–დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2
დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფ ს.
მუხლი 3
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ი ს (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 4
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 5
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) სამინისტროს საინფორმაციო საჭიროებებიდან გამომდინარე, სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერების, რექტორების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელების რეესტრების წარმოება;
გ) ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა, მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების რეესტრის, აგრეთვე, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრების წარმოება;
დ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტბრუნვის ორგანიზება და კონტროლი;
ე) იმ პირთა აღრიცხვა, რომელთაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშეწყობისათვის ან ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის ჩამოერთვათ პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
ვ) განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შედეგების კვლევის დაგეგმვა;
ზ) განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შედეგების უშუალოდ ან მესამე პირების მეშვეობით კვლევა;
თ) განათლების სისტემის ძირითადი ინდიკატორების შემუშავება;
ი) თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დამუშავებისათვის საჭირო პირობების შექმნა;
კ) სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით სამინისტროს გამართული ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, სტრუქტურა და მოსამსახურეები
მუხლი 6
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
4. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
დ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად;
ე) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალ მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
თ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ი) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
კ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ნ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
5. დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
მუხლი 7
1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
2. სამმართველოს უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მოხელეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
ე) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
მუხლი 8
1. დეპარტამენტ ში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) მთავარი სპეციალისტი;
ბ) უფროსი სპეციალისტი.
2. დეპარტამენტ ში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება მიღებულ იქნ ე ს შტატგარეშე მოსამსახურე.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.
5. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 9
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა)სტატისტიკურ-ანალიტიკური სამმართველო;
ბ)ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო.
თავი IV
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის ამოცანები
მუხლი 10
სტატისტიკურ-ანალიტიკური სამმართველოს ამოცანებია:
ა) ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა, მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების რეესტრის, აგრეთვე, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრების წარმოება.
ბ) საგანმანათლებლო პროცესის ინდიკატორების დაანგარიშება (ზოგადი, უმაღლესი, პროფესიული, სამეცნიერო);
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერების, რექტორების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელების რეესტრების წარმოება;
დ) სკოლებისათვის ატესტატების, ხოლო პროფესიული სწავლების ცენტრებისათვის სერტიფიკატების და დიპლომების გადაცემა, აღრიცხვა და კონტროლი;
ე) იმ პირთა აღრიცხვა, რომელთაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშეწყობისათვის ან ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის ჩამოერთვათ პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
ვ) „საქართველოს საჯარო სკოლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლების, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლების, პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლების, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელების მონაცემთა შეგროვება-დამუშავება;
ზ) სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება-დამუშავება ვაუჩერული დაფინანსებისათვის.
მუხლი 11
ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს სამინისტროს აპარატის კომპიუტერული ქსელისა და სისტემის ადმინისტრირებას, მონიტორინგს, უსაფრთხოებას და გამართულ მდგომარეობაში ყოფნას;
ბ) უზრუნველყოფს სამინისტროში არსებული სერვერების დაკონფიგურირებას და ახალი სერვისების დანერგვას;
გ) უზრუნველყოფს სამინისტროს სერვერებზე განთავსებულ მონაცემთა ბაზების ადმინისტრირებას;
დ) უზრუნველყოფს მუშა რეჟიმიდან გამოსული კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოზირებას და ნორმალურ ფუნქციონირებას;
ე) უზრუნველყოფს კომპიუტერებში სისტემისა და სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამების დაინსტალირებას;
ვ) უზრუნველყოფს სამინისტროს თანამშრომლებისათვის ელექტრონული ფოსტის შექმნას;
ზ) უზრუნველყოფს სამინისტროს შიდა სატელეფონო სადგურის ადმინისტრირებას და მომსახურებაზე ლიმიტების განსაზღვრას, ასევე ყოველი თვის ბოლოს ეკონომიკური დეპარტამენტისათვის საკომუნიკაციო დანახარჯებზე ინფორმაციის მიწოდებას;
თ) უზრუნველყო ფ ს სამინისტროს აპარატის სატელეფონო და კომპიუტერული ხაზების ტექნიკურად გამართულ ფუნქციონირებას;
ი) უზრუნველყოფს სამინისტროს თანამშრომლების ელექტრონული საშვების დამზადებას;
კ) უზრუნველყოფს სტატისტიკურ-ანალიტიკური სამმართველოს მიერ შეგროვებული სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნების მიხედვით დამუშავებას.