საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2010 წლის 10 სექტემბერი
ქ. საჩხერე
საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22 -ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
დამტკიცდეს საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების დებულება (დანართი 1).
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საკრებულოს თავმჯდომარ ის
მოვალეობის შემსრულებელი ზ. იაშვილი
დანართი 1
საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების დებულების დამტკიცების შესახებ
ეს დებულება განსაზღვრავს საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამართლებრივ საკითხებსა და მათი განხილვის წესს.
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საზოგადოების სულიერ, მორალურ, სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ პროგრესს განაპირობებს საზოგადოების თითოეული წევრის ღვაწლი, მისი ცხოვრების სტილი და საქმიანობა, რაც განსაზღვრავს მის ადგილს საზოგადოებაში და საზოგადოების დამოკიდებულებას მის მიმართ. საჩხერის მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭება გახდება ერთგვარი ხელშემწყობი ფაქტორი ღვაწლმოსილ პიროვნებათა დამსახურების აღიარებისა და მომავალი თაობების ღირსეულად აღზრდისათვის.
2. საჩხერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური ცენზისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, თუ მისი მოღვაწეობა და გაცხადებული იდეები მიმართული არ არის საქართველოში დამკვიდრებული კულტურული ტრადიციებისა, ზნეობრივი ეთიკური ნორმებისა და სულიერი ცხოვრების წესის წინაარმდეგ.
3. საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს საჩხერის მოქალაქეს, განურჩევლად ასაკისა, სქესისა, ეროვნებისა და რელიგიური აღმსარებლობისა.
4. საჩხერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება პიროვნებას საჩხერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის, საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის, რომლის საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა საჩხერელთა თაობებისათვის.
5. საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდება დასტურია: საჩხერის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, ბუნებათსარგებლობის და ეკოლოგიის, შემოქმედებითი, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითრებისათვის, აგრეთვე ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებებისათვის, უანგარო სიქველისა და სიმამაცისათვის, პატივგებისა და აღიარებისა.
6. საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რასაც საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე წყვეტს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 2. საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენება
1. საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება აქვს დადგენილი წესით რეგისტრირებულ:
ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებს და ორგანიზაციებს;
ბ) სპორტულ ორგანიზაციებს, გაერთიანებებს;
გ) საპატიო წოდების მქონე მოქალაქეთა ჯგუფს;
დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, მუნიციპალიტეტის გამგებელს.
2. საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები, კანდიდატურას წარუდგენენ საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ახლდეს:
ა) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;
ბ) ბიოგრაფიული და დემოგრაფიული ცნობები;
გ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი, ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტალური და სხვა სახის მასალები;
დ) შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს წარდგენილის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი, ორი ფოტოსურათი და წარდგენილის წერილობითი თანხმობა;
ე) დასახელებული კანდიდატების შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჰუმანიტარულ საკითხთა კომისია;
ვ) კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) „საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭებისათვის წარდგენილი კანდიდატის შესახებ;
ზ) კომისია კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით და დასკვნა შეაქვს განსახილველად საკრებულოს ბიუროზე;
თ) კომისიის დაკვნას იხილავს საკრებულოს ბიურო და მიღებული გადაწყვეტილება შეაქვს საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად.
მუხლი 3. საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება
1. საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს ბიუროს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი კანდიდატურებისათვის საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ.
2. საკრებულო ღია კენჭისყრით წარდგენილი კანდიდატებიდან ამტკიცებს არა უმეტეს სამ კანდიდატს.
3. საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდების მოწმობის, დიპლომისა და მედლის გაცემა ხდება წელიწადში ერთჯერ საჩხერის ტრადიციულ სახალხო დღესასწაულ „აკაკიობის დღის“ ზეიმზე. გამონაკლის შემთხვევაში ეს პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ დროს.
4. საჩხერის საპატიო მოქალაქედ არჩევის საზეიმო ცერემონიალს ესწრებიან: საკრებულოს თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოს წარმომადგენლები, აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლები, საპატიო მოქალაქის წოდების მქონე პიროვნებები, ჟურნალისტები, გამოჩენილი ადამიანები, პროფესიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელები, მოწვეული სტუმრები, საპატიო მოქალაქედ ასარჩევი პიროვნებების ოჯახების წევრები, უახლოესი მეგობრები და სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პიროვნებები.
5. საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საერთო სახალხო ზეიმის – აკაკიობის დღეს ხსნის კონვერტს და საზეიმოდ აცხადებს საჩხერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეს (მოქალაქეებს).
6. საჩხერის საპატიო მოქალაქეს ამ წოდების მინიჭებისას გადაეცემა მოწმობა, დიპლომი და მედალი.
7. მოქალაქეს (მოქალაქეებს) საპატიო წოდების მინიჭების დღეს გადაეცემა ფასიანი საჩუქრები ან ფულადი ჯილდო დადგენილი წესის შესაბამისად.
8. საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს წელიწადში არა უმეტეს სამ პიროვნებას, გარდა საგანგებო შემთხვევებისა, როდესაც მუნიციპალიტეტის საკრებულო მიზანშეწონილად მიიჩნევს განსაკუთრებული დამსახურებისათვის სამზე მეტი ადამიანისათვის ერთდროულად საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებას.
მუხლი 4. საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდების მქონე პირის უფლებები
1. საჩხერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად, საჩხერის მუნიციპალიტეტში სარგებლობს ყველა იმ სიკეთითა და შეღავათებით, რითაც სარგებლობს საჩხერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა მოქალაქე.
2. საჩხერის საპატიო მოქალაქე უფლებამოსილია:
ა) მონაწილეობა მიიღოს საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, მუნიციპალიტერტის საკეთილდღეო ღონისძიებათა შემუშავებაში;
ბ) საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენოს საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი საჩხერელის თვითრეალიზაციის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე.