საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ - საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2010წლის 10 სექტემბერი
ქ. საჩხერე
„საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ – საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №22 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ერთობლივი პროექტების განხორციელებისათვის სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო გაერთიანების მიზნით დადებული ხელშეკრულებების დამტკიცება“ ;
ბ) მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით“ :
„გ) მუნიციპალური არქივის შექმნა და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა“.
2. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შ) გამგებლის წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი შესყიდვების გეგმას; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად ქმნის სატენდერო კომისიას, ნიშნავს სატენდერო კომისიის თავმჯდომარეს ; გამგებლის წარდგინებით ხელს აწერს შესყიდვების ხელშეკრულებებს.“ .
3. 96-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი საკრებულოს აპარატის უფროსის, და/ან გამგეობის იურისტის (თუ საკითხი შეტანილია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, გამგებლის წინადადებით) და რედაქტორის ვიზირების შემდეგ საკრებულოს მიერ მიღებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად.“ .
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
საკრებულოს თავმჯდომარ ის
მოვალეობის შემსრულებელი ზ . იაშვილი