საჩხერის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის შესახებ" საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის შესახებ" საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 იანვრის №1 დადგ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
- "თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებუ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
- „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებუ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
- "დმანისის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" დმანისის მუნიციპალიტეტის 2009 წლის 24 დეკე მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
- "თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2010 წლის ბიუჯეტის შესახებ" ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 28 დეკემბრის №257 დადგ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
- „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 დეკ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
- "ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ" ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 იანვ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 დეკემ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
- „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
- „სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 16 დეკემბრის №26 და მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ტექსტი
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25
2010 წლის 10 სექტემბერი
ქ. საჩხერე
„საჩხერის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილებები „საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 იანვრის №1 დადგენილებაში. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: .
1. „ადგილ ო ბრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,„საჩხერის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 იანვრის №1 დადგენილებაში შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: .
„მუხლი 1
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანახმად №1 დანართისა.“.
3. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანახმად №2 დანართისა.“.
4. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის შემოსავლები – 5700,2 ათასი ლარის ოდენობით. მათ შორის: გადასახადები – 352,1 ათასი ლარი, გრანტები – 4964,5 ათასი ლარი, სხვა შემოსავლები – 383,6 ათასი ლარი, თანახმად №3 დანართისა.“.
5. დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის ხარჯები 3685,7 ათასი ლარის ოდენობით, თანხმად №4 დანართისა.“.
6. დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2061,2 ათასი ლარი, აქედან ზრდა – 2101,2 ათასი ლარი, კლება – 40,0 ათასი ლარი, თანახმად №5 და №6 დანართებისა.“.
7. დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში 5786,9 ათასი ლარი, თანახმად №7 დანართისა.“.
8. დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 50,5 ათასი ლარი, თანახმად №8 დანართისა.“.
9. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:
„მუხლი 71
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 3,8 ათასი ლარი, თანახმად 8ა დანართისა.“.
10. დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 5790,7 ათასი ლარი, აქედან სარეზერვო ფონდი – 5,0 ათასი ლარი, თანახმად №9 დანართისა.“.
11. დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დეფიციტი – 46,7 ათასი ლარი და 2010 წლის 1 იანვრისათვის არსებული ნაშთის მოცულობა 41,6 ათასი ლარი.“.
მუხლი 2
ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შექმნილი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1159,2 ათასი ლარი გამოყოფილია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 იანვრის №40, 2010 წლის 30 მარტის №418 და 2010 წლის 27 ივლისის №989 განკარგულებებით, ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 774,1 ათასი ლარი გამოყოფილია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 იანვრის №41 განკარგულებით.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ზ. იაშვილი