ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 31 დეკემბრის №193 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

მიღების თარიღი
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 14, 05/02/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
💡 დააწკაპეთ კვანძზე კავშირების გასახსნელად (3 დონე)
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.014.169

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის

ბრძანება №20

2010 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 31 დეკემბრის №193 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 31 დეკემბრის №193 ბრძანებით (სსმ III, 09.01.2009წ., №2, მუხ.11) დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში „ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო:

ა) იღებს გადაწყვეტილებას თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების შესახებ (მოძრაობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სხვა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით);

ბ) აცნობებს ადმინისტრაციას ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესახებ.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირველი და მეორე კლასის ავტოსადგურს უნდა გააჩნდეს:

ა) საბილეთო სალარო;

ბ) მგზავრების მოსაცდელი დარბაზი;

გ) სანიტარიულ-ჰიგიენური ბლოკი;

დ) მძღოლების დასასვენებელი ოთახი;

ე) ბაქანი (ბაქნები);

ვ) სადისპეტჩერო;

ზ) რეისებს შორის ავტობუსების სადგომი მოედანი;

თ) საინფორმაციო სამსახური.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების გარდა პირველი კლასის ავტოსადგურს უნდა გააჩნდეს ავტობუსების წინასარეისო მომსახურების პოსტი, ადმინისტრაციული დანიშნულების ოთახები, ბარგის შემნახველი საკანი, სამედიცინო პუნქტი, დედათა და ბავშვთა ოთახი, ელექტროენერგიის ავტონომიური წყარო, საგზაო მოძრაობიდან იზოლირებული მიმდებარე ტერიტორია საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტისა და მსუბუქი ტაქსების გასაჩერებლად.“;

გ) მე-5 პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) არანაკლებ 15 მ2ფართისგადახურული მოსაცდელი არანაკლებ 5 დასაჯდომი ადგილით“;

„ე) საპირფარეშო (ავტოსადგურის ტერიტორიაზე ან ტეროტორიიდან არა უმეტეს 100 მეტრის დაშორებით)“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს მე-12 და მე-13 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„12. საერთაშორისო და ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანისას ავტობუსების რეისში გასვლა ხდება ავტოსადგურიდან.

13. ავტოსადგურის ტერიტორიაზე მგზავრებს მოსაცდელიდან ბაქნებზე მისასვლელად არ უნდა უხდებოდეთ ავტობუსების გადაადგილების ტრაექტორიის გადაკვეთა. ავტობუსებისა და მგზავრების მოძრაობამ არ უნდა შეუქმნას დაბრკოლება საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე მოძრავ საგზაო ტრანსპორტს. ავტოსადგურის განლაგებამ არ უნდა შეამციროს მიმდებარე საავტომობილო გზების გამტარუნარიანობა“.

3. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პირველი და მეორე კლასის ავტოსადგურის მოსაცდელ დარბაზში განთავსებული უნდა იყოს სკამები, რომელთა მინიმალური რაოდენობა განისაზღვრება დარბაზის მგზავრთტევადობის მიხედვით №1 დანართის შესაბამისად.“.

4. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მეორე და მესამე კლასის ავტოსადგურში ამ მუხლის პირველი პუნქტში მოყვანილ მგზავრობასთან დაკავშირებული ინფორმაცია მგზავრებს შეიძლება მიაწოდოს საბილეთო სალაროს მუშაკმა ან დისპეტჩერმა“.

5. მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გააფორმოს გადამზიდველთან მომსახურებასთან დაკავშირებული ხელშეკრულება კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით, თუ ავტოსადგურში მგზავრების ჩასხდომისა და გადმოსხმის პოსტების ფაქტობრივი რაოდენობა არ არის ნაკლები წინამდებარე წესის მე-12 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებულ პოსტების მინიმალურ რაოდენობაზე“.

6. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ბოკუჩავა

 

დანართი №1

ავტოსადგურის ერთიანი მოსაცდელი დარბაზის მგზავრთტევადობის, ფართობის და სკამების მინიმალური რაოდენობა

ავტოსადგურის სადღეღამისო

გამტარუნარიანობა (სიმძლავრე) მგზ./დღ.

მოსაცდელი დარბაზის

მგზავრთტევადობა (მგზ.)

არანაკლები

მოსაცდელი დარბაზის

ფართობი (კვ.მ)

არანაკლები

მოსაცდელ დარბაზში განთავსებული სკამების რაოდენობა

არანაკლები

200-მდე

10

15

2

2000-მდე

80

120

16

3000-მდე

120

180

24

4000-მდე

160

240

32

6000-მდე

200

300

40

8000-მდე

240

360

48

10000-მდე

320

480

64

15000-მდე

400

580

80