ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
კონსოლიდირებული რედაქციები (4)
ცვლილებები (3)
📝 ცვლილებები წინა რედაქციასთან შედარებით (05.03.2014 → 02.09.2014)
🔍 ტექსტში ცვლილებები ვერ მოიძებნა.
ცვლილებები შეიძლება ეხებოდეს ფორმატირებას ან მეტამონაცემებს, რაც ტექსტის შედარებისას არ ჩანს.
დოკუმენტის ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს
დადგენილება №21
2010 წლის 6 სექტემბერი
დაბა ხარაგაული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 8 იანვრის №2 დადგენილება.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაჭავარიანი
დანართი №1
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული
სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური
1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომ – ადმინისტრაციული სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს გამგეობის საქმიანობის ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ, ანალიტიკურ, საინფორმაციო, საკადრო და ასევე საკრებულოს და გამგეობის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
2. ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციაა ხელი შეუწყოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობას, გამგეობის საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნას, გაუწიოს დახმარება გამგეობას უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას გამგეობის საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა გამგეობასთან.
3. ადმინისტრაციული სამსახური წარმოადგენს გამგეობის მუდმივმოქმედ, მუდმივი და ანაზღაურებადი შტატების საფუძველზე შექმნილ სამსახურს.
4. ადმინისტრაციულ სამსახურს აქვს საკუთარი ბლანკი, ბეჭედი თავისი დასახელების აღნიშვნით და შტამპი. ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობის და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.
მუხლი 2 . ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონი „ საჯარო სამსახურის შესახებ“ , საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს დებულება, გამგეობის დებულება და ეს დებულება.
2. ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გამგეობის შინაგანაწესით, საქმისწარმოების წესით და სხვა ადმინისტრაციული აქტებით.
მუხლი 3 . ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციები
ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
1. ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს საკრებულოს, გამგეობის სამუშაო თათბირების, აგრეთვე გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და გამგეობის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება. უზრუნველყოს გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება.
2. გამგებლის დავალებების შესაბამისად მოამზადოს გამგეობის სამუშაო გეგმების პროექტები.
3. ორგანიზება გაუწიოს გამგეობის ურთიერთობას საკრებულოსთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან.
4. მოამზადოს გამგებლის ადმინისტრაციული აქტების, გამგებლის მიერ საკრებულოში წარსადგენი საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებზე დასკვნები საკრებულოს დებულების 76-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 81-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 82-ე მუხლისა და 105-ე მუხლის მე-7 პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად.
5. უზრუნველყოს გამგეობის სამუშაო თათბირების ოქმების წარმოება.
6. წარმოადგინოს და დაიცვას გამგეობის ინტერესები სასამართლოში.
7. უზრუნველყოს ერთიანი საქმისწარმოება, სამსახურებრივი დოკუმენტების, მოქალაქეთა, ორგანიზაციების, დაწესებულებების მიერ გამოგზავნილი წერილების და მიმართვების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, მათი გადაგზავნა ადრესატისათვის, განახორციელოს კონტროლი დასმული საკითხების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განხილვაზე, უზრუნველყოს დოკუმენტაციის შენახვა და საარქივო მასალების დამუშავება.
8. მოახდინოს გამგეობის საქმიანობის საინფორმაციო, ანალიტიკური, საცნობარო და ტექნოლოგიურ-პროგრამული უზრუნველყოფა; გამგეობის ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება, თვითმმართველი ერთეულის მასობრივი ინფორმაციის ორგანოებთან მუშაობის ორგანიზება.
9. უზრუნველყოს გამგეობაში მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე.
10. მოახდინოს გამგეობის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.
11. გამგებლის დავალებით აწარმოოს სამსახურებრივი მოკვლევა მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და შეიმუშაოს შესაბამისი დასკვნები.
12. უზრუნველყოს გამგეობის საარქივო დოკუმენტების დაცვა.
13. შეასრულოს გამგებლის სხვა დავალებები.
თავი II. ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 4. ადმინისტრაციული სამსახურის შემადგენლობა
1) ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი;
2) გამგებლის თანაშემწე;
3) მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში;
4) მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში;
5) მთავარი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში;
6) წამყვანი სპეციალისტი მატერიალური უზრუნველყოფის საკითხებში;
7) წამყვანი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში;
8) წამყვანი სპეციალისტი კადრების საკითხებში;
9) წამყვანი სპეციალისტი ინფორმაციისა და კომუნიკაციების საკითხებში;
10) წამყვანი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში.
თავი III . ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელობა
მუხლი 5. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი
1. ადმინისტრაციული სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობას, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი:
ა ) უძღვება ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობას;
ბ) შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას;
გ) გამგებელს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს ადმინისტრაციული სამსახურის შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურას;
დ) გამგებელს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ე) შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს გამგეობის შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარესთან წარსადენად დამტკიცების მიზნით;
ვ) ხელს უწყობს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციას;
ზ) ახორციელებს საკრებულოს, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
3. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
5. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობებს გამგებლის დავალებით ასრულებს ადმინისტაციული სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი.
თავი IV . ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეები
მუხლი 6. ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი
ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან „ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის თანახმად.
მუხლი 7. ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და საშტატო ნუსხის დამტკიცები ს წესი
ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს განსაზღვრავს საკრებულო, ხოლო საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 8. ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები
ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
1) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
2) მიიღონ მათი საქმიანობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
3) ისარგებლონ მათი საქმიანობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
4) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
5) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნიკით. სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
6) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებით.
მუხლი 9. ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა მოვალეობები
ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
1. ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი.
2. დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები.
3. შესასაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი.
4. იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად.
5. განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები.
6. გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
მუხლი 10. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონდებლობით დადგენილი წესის თანახმად.