ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 29, 24/09/2010
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.09.2010 მიღება
23.08.2013 ბოლო ცვლილება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
💡 დააწკაპეთ კვანძზე კავშირების გასახსნელად (3 დონე)

კონსოლიდირებული რედაქციები (4)

📅 მოქმედების პერიოდი: 01.11.201004.03.2013
ცვლილებები (3)
📝 ცვლილებები წინა რედაქციასთან შედარებით (24.09.2010 → 01.11.2010)

🔍 ტექსტში ცვლილებები ვერ მოიძებნა.

ცვლილებები შეიძლება ეხებოდეს ფორმატირებას ან მეტამონაცემებს, რაც ტექსტის შედარებისას არ ჩანს.

დოკუმენტის ტექსტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს

დადგენილება №22

2010 წლის 6 სექტემბერი

დ.ხარაგაულ ი

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის დებულება (დანართი №1).

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის

  გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის

მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 21 მაისის №33 დადგენილება.

    მუხლი 3

ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე   ა. მაჭავარიანი

 დანართი №1

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის

დებულება

თავი 1. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური

1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო -საბიუჯეტო სამსახური(ტექსტში შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ერთიანი საფინანსო პოლიტიკის განხორციელებას, ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენას, დამტკიცებული ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრების მართვას,ბუღალტრულ აღრიცხვას, სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზებას, აკონტროლებს ფინანსური რესურსების რაციონალურ და ეფექტურ გამოყენებას.

    მუხლი 2. გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამართლებრივი საფუძვლები

1. სამსახურის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრ ი ვი თვითმ მ ართველობის შესახებ„ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ტექნიკური მითითებები, საკრებულოს გამგეობის დებულე ბე ბი და ეს დებულება.

 2. სამსახურის დებულებას მუნიციპ ა ლიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

 3. სამსახურს აქვს შესაბამისი ბლანკი, ბეჭედი თავისი დასახელებისა და საიდენტიფიკაციო კოდის აღნიშვნით.

4. სამსახურის ადგილსამყოფელია დ. ხარაგაული , 9 აპრილის ქუჩა №15.

 მუხლი 3. სამსახურის უფლება-მოვალეობები

 1.სამსახურის ფუნქციაა:

 ა) თვითმმართველი ერთეულის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის შესადგენად მეთოდოლოგიური დახმარების გაწევის მიზნით მოამზადოს წინადადებები გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმ მ ართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებისათვის ბიუჯეტის პროექტის შედგენის მაჩვენებელთა გაანგარიშების თაობაზე ;

 ბ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების საფინანსო პროგნოზების, ნაერთი ხარჯთაღრიცხვებისა და ადმინისტრაციული ერთეულების ხარჯთაღრიცხვის პროექტების ანალიზის ჩატარება; საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადება მათ დასაზუსტებლად;

 გ) თვით მ მართველი ერთეულის ბიუჯეტის შედგენის სამუშაოების ორგანიზაცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და გამგეობის სხვა სამსახურებთან ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების გაანგარიშებათა მიხედვით, თვით მ მართველი ერთეულის სოციალურ -ეკონომიური განვითარების პროგარამის საფუძველზე ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარდგენა საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად; საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის კორექტირება და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საკრებულოსათვის განსახილველად წარდგენა; მონაწილეობის მიღება თვითმ მ ართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებში, საჯარო განხილვებისას გამოთქმულ ი შენიშვნებისა და წინადადებების აღრიცხვა, მათი ანალიზი და შესაბამისი დასკვნის წარდგენა საკრებულოსათვის საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვამდე;

დ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერა კვარტ ა ლებისა და თვეების მიხედვით;

ე) „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად თვითმ მ ართველი ერთეულის შემოსულობებისა და გადასახდელების დაბალანსება;

ვ) ბიუჯეტის წლიური განწერის მიხედვით ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების, პროგრამების და სამუშაოების დაფინანსება;

ზ)ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი შემოსულობების შესახებ სისტემატური ინფორმაციის მიღება; ბიუჯეტის შემოსულობების მდგომარეობის გაანალიზება და წინადადებების მომზადება ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების უზრუნველსაყოფად;

თ) ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ანალიზის ჩატარება, ბიუჯეტის შემოსულობების გაზრდისა და გადასახდელებში ეკონომიის მიზნით წინადადებების მომზადება;

ი) ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების სამუშაოთა ორგანიზაციის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი წინადადებათა მომზადება;

კ) ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებსა და თვით მ მართველი ერთულის მიერ დაფუძნებულ საწარმოებში საბუღალტრო აღრიცხვა -ანგარიშგების აღრიცხვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა;

 ლ) კონტროლის განხორციელება ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე; ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების და თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების პერიოდული და წლიური ანგარიშების მიღება და განხილვა;

 მ) გამგებლისათვის ბიუჯეტის შესრულების შესახებ წლიური და კვარტალური ანგარიშის მომზადება საკრებულოს თავმჯდომარესთან წარსადგენად საკრებულოს მიერ განხილვის მიზნით;

 ნ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საბუღალტრო აღრიცხვა -ანგარიშგების კონტროლი და ადგილობრივი ბიუჯეტით მათზე გამოყოფილი სახსრებით უზრუნველყოფა;

 ო) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალური შესყიდვების ორგანიზების პროცედურებისა და სანიმუშო დოკუმენტების ფორმების მომზადება;

 პ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვების წლიური გეგმების მომზადება და განხორციელება;

ჟ)ადგილობრივი შესყიდვების გეგმის შედგენა გამგებლისათვის საკრებულოს თავმჯდომარესთან წარსადგენად საკრებულოს სხდომაზე დამტკიცების მიზნით;

 რ) ტენდერებისა და კანონით დადგენილი შესყიდვების სხვა სამუშაოების ორგანიზება;

 ს) შესყიდვების პროცესების საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად შესყიდვის ხელშეკრულების პროექტის მომზადება, კონტროლი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დაცვაზე;

 ტ) შესყიდვების შესახებ პერიოდული ანგარიშების შედგენა.

    მუხლი 4. სამსახურს უფლება აქვს:

 1. მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შედგენა - შესრულების პროცესთან დაკავშირებული მონაცემები, საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია.

 2. შეზღუდოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შეაჩეროს საწარმოთა, ორგანიზაციათა ბიუჯეტიდან დაფინანსება საბიუჯეტო სახსრების უკანონო, არამიზნობრივი ან უყაირათო ხარჯვის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში და დაუყო ვ ნებლივ მოახსენოს გამგებელს და წარუდგინონ ინფორმაცია საკრებულოს თავმჯდომარეს.

 3. სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები.

 4. განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები .

 თავი II.  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სტრუქტურა

           მუხლი 5. საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის შემადგენლობა

 1. საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.

 2. მთავარ ი სპეციალისტ ი ბიუჯეტის საკითხებში.

 3. წამყვან ი სპეციალისტ ი ბიუჯეტის საკითხებში.

 4 .მთავარ ი სპეციალისტ ი სახაზინო საკითხებში.

 5. მთავარ ი სპეციალისტ ი საბუღალტრო საკითხებში.

 6. წამყვან ი სპეციალისტ ი საბუღალტრო საკითხებში.

 7.წამყვან ი სპეციალისტ ი საბ უ ღალტრო საკითხებში.

 8. მთავარ ი სპეციალისტ ი სახელმწიფო შესყიდვებში.

 9. წამყვან ი სპეციალისტ ი სახელმწიფო შესყიდვებში.

 თავი III. საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელობა

           მუხლი 6. საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის უფროსი

 1.საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის მუშაობ ი ს ხელმძღვანელობას, ორგანიზაციასა და

 კოორდინაციას უწევს საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, რომელსაც

 თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

           მუხლი 7. საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსი

1. სამსახურის უფროსი :

 ა) უზრუნველყოფს მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და აგებს პასუხს საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე, მოქმედი საფინანსო -საბიუჯეტო კანონმდებლობის დაცვასა და სწორად გამოყენებაზე ;

 ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას ;

 გ) დადგენილი წესით ამზადებს წინადადებებს საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში ;

 დ)ფუნქციონალური ნიშნის მიხედვით ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომლებს შორის და განსაზღვრავს მათ სამოქმედო უბანს;

 ე) აწესებს ბუღალტრული აღრიცხვის საჭირო დოკუმენტების წარმოდგენის გრაფიკს ;

 ვ) სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. სამსახურის სამსახურებრივი მოვალეობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მომსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულების შესაბამისად, აგრეთვე იმ ამოცანებიდან, რომლებიც დაკისრებული აქვთ საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურს .

3. სამსახურის სტრუქტურას, მუშაკთა ზღვრულ რიცხოვნობას , მათი შენახვის ხარჯებსა და შრომის ანაზღაურების წლიურ ფონდს კანონით დადგენილი განაკვეთის ფარგლებში განსაზღვრავს საკრებულო, გამგებლის წარდგინებით ;

საქმიანობას.

  მუხლი 8. საბიუჯეტო სფეროში სამსახური უზრუნველყო ფ ს

 1. თვითმ მ ართველი ერთეულის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის შესაბამისად , საორგანიზაციო სამუშაოების განხორციელებას, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მეთოდოლოგიური დახმარების გაწევას, ბიუჯეტის პროექტის შედგენის უზრუნველსაყოფად მითითებების, წერილების, ინსტრუქციების მაჩვენებელთა გაანგარიშების ფორმების მომზადებას.

 2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების, თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული საწარმოების საფინანსო პროგნოზების, ნაერთი ხარჯთაღრიცხვის პროექტების ანალიზის ჩატარებას საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადებას მათ დასაზუსტებლად.

 3. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შედგენის სამუშაოების ორგანიზაციას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გამგეობის სხვა სამსახურებთან და ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების გაანგარიშებათა მიხედვით თვითმმართველი ერთეულის სოციალურ -ეკონომიკური განვითარების პროგრამების საფუძველზე ბიუჯეტის შემუშავებას, საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის კორექტირებას.

 4. ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტ ა ლებისა და თვეების მიხედვით.

 5.საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის შემოსულობებისა და გადასახადების დაბალანსება.

 6. ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ანალიზის ჩატარებას, ბიუჯეტის შემოსულობების გაზრდისა და გადასახდელებში ეკონომიის მიზნით წინადადებების მომზადებას.

 7. ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების სამუშაოთა ორგანიზაციის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება.

 8. საბიუჯეტო შემოსავლების წლიური და კვარტალური ანგარიშების მომზადება .

 მუხლი 9. აღრიცხვის სფეროში სამსახური უზრუნველყოფს

 1. თვითმმართველი ერთეულის სამსახურებისა და საბიუჯეტ ო ორგანიზაციების ხარჯთაღრიცხვების შესრულებას, აღრიცხვა -ანგარიშების მიმდინარეობის ფულადი სახსრების, მატერიალური ფასეულობების დაცულობას, ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების სწორად და ეკონომიურად ხარჯვის სისტემატურ კონტროლს. ხარჯთაღრიცხვების შესრულების კვარტალურ და წლიურ ანგარიშსწორებების სწორად და დროულად შედგენას.

 2. აღსარიცხავად შემოსული საბუთების კანონიერებას მათ სისწორესა და დროულად გაფორმებას, ფულადი სახსრების დამტკიცებული ასიგინების შესაბამისი ხარჯვის შემოწმებას.

 3. დაწესებულ ვადაში მატერიალური ფასეულობების, ნაღდი ფულისა და ანგარიშსწორების ინვენტარიზაციას, ამ სამუშაოთა შესრულებაში უშუალო მონაწილეობით.

 4. აღრიცხავს და აკონტროლებს ბიუჯეტით გათვალისწინებული შემოსულობების მიღებისა და ხარჯვის გაწევას, ამზადებს ანგარიშებს და დასკვნების სახსრების რაციონალურად გამოყენების შესახებ.

 5. აწარმოებს საკასო და საბანკო ოპერაციებზე კონტროლს საბუღალტრო ანგარიშებისა და ბალანსების, ხარჯთაღრიცხვების, საბანკო ოპერაციების სინთეზურ და ანალიზურ აღრიცხვიანობას.

 6. დაწესებულ ვადებში ამზადებს ანგარიშებს და ინფორმაციებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარსადგენად.

 7. არსებული ნორმატივებისა და გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში უზრუნველყო ფ ს თვითმმართველი ერთეულის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და მოსამსახურეების საფინანსო მომსახურებას მათ ი შრომის და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურებას.

 8. ადგენს კვარტალურ და წლიური ბალანსების ანგარიშებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და წარადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში.

 9. უზრუნველყოფს ბუღალტრული საბუთების არქივში ჩაბარებას.

            მუხლი 10. სახაზინო სფეროში სამსახური უზრუნველყოფს

 ბიუჯეტის წლიური განწერის მიხედვით ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების პროგრამისა და სამუშაოების დაფინანსებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესის მიხედვით.

           მუხლი 11. სახელმწიფო შესყიდვების სფეროში სამსახური უზრუნველყოფს

 1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალური შესყიდვების პროცედურებისა და სანიმუშო დოკუმენტების ფორმების მომზადებას.

 2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად შესყიდვების მომზადებასა და განხორციელებას.

 3. ტენდერითა და კანონით დადგენილი შესყიდვების და სხვა საშუალებების ორგანიზებას.

 4 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტების მომზადებას, ახორციელებს კონტროლს მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ხელშეკრულების პირობების დაცვაზე.

 5. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში კვარტალურად წარადგენს შესყიდვების შესახებ ანგარიშებს .

           მუხლი 12. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

 სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.