ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
კონსოლიდირებული რედაქციები (3)
ცვლილებები (2)
📝 ცვლილებები წინა რედაქციასთან შედარებით (01.11.2010 → 23.08.2013)
🔍 ტექსტში ცვლილებები ვერ მოიძებნა.
ცვლილებები შეიძლება ეხებოდეს ფორმატირებას ან მეტამონაცემებს, რაც ტექსტის შედარებისას არ ჩანს.
დოკუმენტის ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს
დადგენილება №23
2010 წლის 6 სექტემბერი
დ. ხარაგაული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის,
აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის
პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 23 აპრილის №29 დადგენილება.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაჭავარიანი
დანართი №1
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის
დებულება
მუხლი1. ზოგადი დებულება
1. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ზედამხედველობას სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობაზე; განახორციელებს არქიტექტურულ-საამშენებლო საქმიანობაზე და არქიტექტურისა და მშენებლობის სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობას, უზრუნველყოფს არქიტექტურულ-მშენებლობით პროცესს, ადგენს ტერიტორიულ-სივრცითი პოლიტიკის რეალიზაციისათვის, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული არქიტექტურულ სამშენებლო სტრატეგიის შემცველობის მქონე დოკუმენტაციას და დადგენილი წესით წარადგენს დასამტკიცებლად, უზრუნველყოფს ადგილობრივი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციას, მართვასა და ეფექტურ გამოყენებას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობისა და გასხვისების პროცედურების მართვის საკითხების უზრუნველყოფას; არეგულირებს ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღებას; უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობას, დასუფთავების და კომუნალური მომსახურების ღონისძიებების დაგეგმვას.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. სამსახურის დებულებას მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4. სამსახურს აქვს შესაბამისი ბლანკი, შტამპი და ბეჭედი თავისი დასახელებით.
მუხლი 2. სამსახურის უფლება-მოვალეობები
1. სამსახურის ფუნქციაა:
ა) ზედამხედველობა გაუწიოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის კანონიერების საკითხებს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებთან მიმართებაში;
ბ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, განახორციელოს საჯარიმო სანქციები იმ ფიზიკური და ან იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც შესაბამისი ნორმების დარღვევით (უკანონოდ) მიიტაცებენ ხარაგაულის მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწებს;
გ) არქიტექტურულ-საამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის მხრივ დააწესოს კონტროლი მშენებლობაში მონაწილეების მიერ მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე;
დ) უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო წესრიგის დაცვა მშენებლობის დაწყებიდან მის დამთავრებამდე;
ე) უზრუნველყოს ადგილობრივი მოსაკრებელის ამოღება და გასცეს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, განახორციელოს არქიტექტურულ-მშენებლობითი პროცესი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
ზ) ამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას მშენებლობის ნებართვის გასაცემად და წარუდგენს გამგებელს საკრებულოს თავმჯდომარესთან წარსადგენად ნებართვის გაცემის მიზნით;
თ) შეისწავლოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ-სივრცითი პოლიტიკის რეალიზაციისათვის, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული არქიტექტურულ-საამშენებლო სტრატეგიის შემცველობის მქონე დოკუმენტაცია და დადგენილი წესით წარუდგინოს გამგებელს;
ი) გასცეს ფიზიკური და ან იურიდიული პირების მიმართ მშენებლობის, რეკონსტრუქციის, რესტავრაციის, ტერიტორიების დაპროექტებისა და არქიტექტორულ-გეგმარებითი დავალება;
კ) შეითანხმოს განსახორციელებელი გეგმარებითი პროექტები, აგრეთვე საბინაო, სამოქალაქო, სამრეწველო, საინჟინრო და საკომუნიკაციო ნაგებობებისა და კომუნალური დანიშნულების ობიექტების საპროექტო დოკუმენტაცია, დაბის ინფრასტრუქტურის განვითარების წინადადებები;
ლ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კოორდინაცია გაუწიოს მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლოატაციაში მიღებას;
მ) უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სახელმძღვანელო პრინციპების დაცვა;
ნ) შეითანხმოს შენობა-ნაგებობების (მიწისზედა, მიწისქვეშა) პროექტები (მათ შორის, ხაზოვანი ობიექტების), მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაცია მშენებლობის ნებართვის გასაცემად და წარუდგინოს გამგებელს საკრებულოს თავმჯდომარესთან წარსადგენად მშენებლობის ნებართვის გასაცემად;
ო) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამუშავებაში ექსპერტის ან კონსულტანტის სახით;
პ) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის დოკუმენტაციის პროექტის მომზადება;
ჟ) წინადადებების მომზადება მუნიციპალური საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, მათ წესდებებში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე საწარმოთა საწესდებო კაპიტალის ცვლილებების შესახებ;
რ) თვითმმართველი ერთეულის გასასხვისებელი ქონების ნუსხის პროექტის, თვითმმართველი ერთეულის ქონების განკერძოების პროგრამების პროექტებისა და დამტკიცებული პროგრამების შესრულებული ანგარიშის შედგენა;
ს) გასხვისებული ადგილობრივი ქონების გამოყენების და გასხვისებისგან გამომდინარე, დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება;
ტ) თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, კონტროლი ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე;
უ) წინადადების მომზადება მუნიციპალური ქონების კატეგორიის შეცვლის შესახებ;
ფ) თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვის გეგმის პროექტის მომზადება;
ქ) ადგილობრივი ქონების გამოყენების მონიტორინგი და მათი ექსპლოატაციის ეფექტურობის შეფასება; ამორტიზებული ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული პროექტების მომზადება;
ღ) წინადადებების და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემის შესახებ, რომლებიც, კანონის შესაბამისად, ექვემდებარება თვითმმართველ ერთეულზე გადაცემას; გადაცემის პროცესის ორგანიზაციულ საკითხთა გადაწყვეტა;
ყ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მასალების მომზადება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვისათვის კონკურსის და ან აუქციონის ჩასატარებლად, მათი შესაბამის კომისიაზე განხილვის მიზნით;
შ) განახორციელოს მონიტორინგი იჯარით გაცემულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გამოყენების პროცესზე და საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე, ხოლო შესაბამისი ფიზიკური და ან იურიდიული პირების (მოიჯარის) მხრიდან, მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შეთხვევაში, დასვას საკითხი გამგებლის წინაშე ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე;
ჩ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროგრამების პროექტების მომზადება;
ც) დასახლებებში ელექტროფიკაციის, გაზმომარაგების, კანალიზაციის, წყალმომარაგების, ნაგვის შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთის განსაზღვრა;
ძ) დასახლებებში გარე განათების და სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
წ) შიდა სარგებლობის გზების, ტროტუარების, ხიდების, გვირაბების, მდინარეთა ჯებირების და სხვა საინჟინრო ნაგებობათა შეკეთებისა და ექსპლოატაციის უზრუნველყოფა;
ხ) სანიტარიული დასუფთავების ორგანიზაცია, საოჯახო-საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციის უზრუნველყოფა;
ჯ) საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინების მარეგულირებელი შუქნიშნების მოწესრიგება;
ჰ) დასახლებებში სახლების ნუმერაცია;
ჰ ა ) ღონისძიებების დაგეგმვა წყალდიდობების შედეგების ლიკვიდაციის, ქუჩებისა და ტროტუარების თოვლისა და ყინულისაგან გასაწმენდათ;
ჰ ბ ) წინადადებების მომზადება გამწმენდ ნაგებობათა და ნაგავგადამამუშავებელ საწარმოთა შექმნასა და შენახვაზე;
ჰ გ ) ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გამწვანების, პარკების, სკვერების, ბულვარების, წყალსატევების, გამწვანების ზონების მოწყობის ორგანიზება;
ჰ დ ) ქუჩების, ტროტუარებისა და მოედნების დასუფთავების, მყარი ნარჩენების შეგროვების, ნაგავსაყრელების მოწყობისა და გამოყენების ორგანიზება;
ჰ ე ) მოსახლეობის საბინაო-კომუნალური მომსახურების ორგანიზება;
ჰ ვ ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფონდის და კომუნალური მეურნეობის მართვა, შესაბამის ობიექტთა მოვლა-პატრონობა;
ჰ ზ ) ტრანსპორტის სფეროს რეაბილიტაცია-განვითარების პროგრამის პროექტების მომზადება , დამტკიცებული პროგრამის განხორციელების კოორდინაცია;
ჰ თ ) შიდამუნიციპალური სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვების აღრიცხვა;
ჰ ი ) მომხმარებელთა უფლებების დაცვა და მონიტორინგი მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურებისა და მგზავრობის უსაფრთხოების წესების დაცვაზე;
ჰ კ ) სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება.
2. სამსახური თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია
ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიტაცების შემთხვევაში დააჯარიმოს ფიზიკური და/ან იურიდიული პირები, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად;
ბ) უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა; მათზე შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, განახორციელოს უკანონო მშენებლობის აღკვეთის ღონისძიებები;
დ) მშენებლობის კონტროლის განხორციელებაში ხელი შეუწყოს შესაბამის უფლებამოსილ სამსახურებს;
ე) უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სახელმძღვანელო პრინციპების დაცვა;
ვ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განახორციელოს შესაბამისი კონტროლი გარემოსა და ტერიტორიების საინჟინრო დაცვაზე;
ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დააწესოს კონტროლი მშენებლობაში მონაწილეების მიერ მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე;
თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განახორციელოს სამსახურის კონტროლი, დაქვემდებარებული სამშენებლო ობიექტების სისტემატური შემოწმება და უზრუნველყოს სახელმწიფო წესრიგის დაცვა მშენებლობის დაწყებიდან მის დამთავრებამდე;
ი) მშენებლობის მონაწილეებზე გასცეს შესაბამისი მითითებები პროექტის, საამშენებლო ნორმებისა და წესების და/ან სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების თაობაზე და იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებული და/ან შემოტანილი სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს და მათი გამოყენება უნდა აიკრძალოს;
კ) დადგენილი წესით შეაჩეროს სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი, რომლის საფუძველი შეიძლება იყოს:
კა) საპროექტო დოკუმენტაციის, საამშენებლო ნორმებისა და წესების, სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობა, რომელთა გასწორება მშენებლობის შეჩერების გარეშე შეუძლებელია;
კბ) სამსახურის მითითებების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში მშენებლობის დამკვეთისა და მშენებელი ორგანიზაციისაგან მოითხოვოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდებისა და გაზომვების ჩატარება;
მ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი დადგენილება დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;
ნ) დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ დადგენილების მიღების საფუძველი შეიძლება იყოს:
ნა) უნებართვო მშენებლობაზე მიწერილობის შეუსრულებლობა;
ნბ) მშენებლობის განხორციელება პროექტის მნიშვნელოვანი დარღვევით, რის გამოც ვერ იქნა უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა და საიმედოობა;
ნგ) როცა შენობა-ნაგებობის მდგრადობა ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხო ექსპლოატაციის პირობებს და არ არის კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე და ამ დარღვევების გამოსწორება ტექნიკურად შეუძლებელია;
ო) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი დადგენილება დამრღვევისათვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების შესახებ;
პ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამუშავებაში ექსპერტის ან კონსულტანტის სახით;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღებისა და მათი ნებართვების გაცემის კუთხით, განახორციელოს კონტროლი ფიზიკურ ან იურიდიულ პირებზე;
რ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები;
ს) გასცეს ფიზიკური ან იურიდიული პირების მიმართ მშენებლობის, რეკონსტრუქციის, რესტავრაციის, ტერიტორიების დაპროექტებისა და არქიტექტორულ-გეგმარებითი დავალება;
ტ) შეითანხმოს განსახორციელებელი გეგმარებითი პროექტები, აგრეთვე საბინაო,სამოქალაქო, სამრეწველო, საინჟინრო და საკომუნიკაციო ნაგებობებისა და კომუნალური დანიშნულების ობიექტების საპროექტო დოკუმენტაცია, საქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარების წინადადებები;
უ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კოორდინაცია გაუწიოს მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლოატაციაში მიღებას;
ფ) უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სახელმძღვანელო პრინციპების დაცვა;
ქ) შეითანხმოს შენობა-ნაგებობების (მიწისზედა, მიწისქვეშა) პროექტები (მათ შორის, ხაზოვანი ობიექტების);
ღ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამუშავებაში ექსპერტის ან კონსულტანტის სახით;
ყ) გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები ტრანსპორტის სფეროში არალეგალური და უნებართვო მეწარმეობის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა და მისი მუშაობის ორგანიზაცია
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
2. სამსახური აერთიანებს:
ა) წამყვან სპეციალისტს – მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში ;
ბ) მთავარ სპეციალისტს – მშენებლობაზე ზედამხედველობის საკითხებში ;
გ) წამყვან სპეციალისტს – ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხებში;
დ) მთავარ სპეციალისტს – ქონებისა და მიწის მართვის საკითხებში;
ე) წამყვან სპეციალისტს – გზებისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში;
ვ) წამყვან სპეციალისტს – ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების საკითხებში.
3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს განსაზღვრავს საკრებულო, ხოლო საშტატო ნუსხასა და სამსახურებრივ ინსტრუქციებს გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. სამსახურის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად პასუხს აგებს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას;
გ) განსაზღვრავს სამსახურის მუშაობის ცალკეულ მიმართულებებს;
დ) დადგენილი წესით, ამზადებს წინადადებებს საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში;
ე) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში, შესაბამისი წარდგინების საფუძველზე, ამზადებს წინადადებებს დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ და წარუდგენს გამგებელს საკრებულოში წარსადგენად;
ვ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი წარდგინების საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას დამრღვევისათვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების შესახებ;
ზ) დადგენილი წესით, აჩერებს სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობას ან უნებართვო დემონტაჟს;
თ) მშენებლობის მონაწილეებზე გასცემს შესაბამის მიწერილობებს პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების ან სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების თაობაზე და იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებული ან შემოტანილი საამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ პასუხობს დადგენილ მოთხოვნებს მათი გამოყენების აკრძალვის მიზნით;
ი) გასცემს და ხელს აწერს ადგილობრივი მოსაკრებლების საკითხებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს;
კ) ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს.
5. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
მუხლი 4. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად.