ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 29, 24/09/2010
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.09.2010 მიღება
02.09.2014 ბოლო ცვლილება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
💡 დააწკაპეთ კვანძზე კავშირების გასახსნელად (3 დონე)

კონსოლიდირებული რედაქციები (3)

📅 მოქმედების პერიოდი: 24.09.201001.11.2010
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს

დადგენილება №24

2010 წლის 6 სექტემბერი

დ აბა ხარაგაული

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება (დანართი №1).

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 23 აპრილის №32 დადგენილება.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაჭავარიან ი

დანართი №1

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში მყოფი განათლების, კულტურის და სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარების კონცეფციებისა და პროგრ ა მების მომზადებას, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ ი პროგრამების მართვას, შესაბამისი დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნას.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და გამგეობის დებულებით.

3. სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

4. სამსახურს აქვს შტამპი, ბლანკი და ბეჭედი სამსახურის დასახელებით.

5. სამსახურის ადგილსამყოფელია: დაბა ხარაგაული, 9 აპრილის ქ. №15.

    მუხლი 2. სამსახურის უფლება - მოვალეობები

1. განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ფუნქციაა:

ა) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი განათლების, კულტურის და სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვა; მათი რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების პროექტების მომზადება; დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;

ბ) წინადადებისა და კონცეფციების შემუშავება დაქვემდებარებული კულტურის, სპორტის, საგანმანათლებლო, სკოლისგარეშე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად;

გ) განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება და განხორციელება;

დ) კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალურ, მხატვრულ და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვა;

ე) კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადება;

ვ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მუნიციპალურ ი პროგრამების მომზადება და მისი განხორციელების კოორდინაცია;

ზ) ახალი სასწავლო წლისათვის და ზამთრის სეზონისათვის შესაბამის სამუშაოთა მომზადებ ი ს ორგანიზება და კოორდინაცია;

ი) სპორტულ და კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზება; მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებე ბ ის ჩატარების კოორდინაცია;

კ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპულარიზაცია, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

2. სამსახურს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია;

ბ) საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტე რ იტორიული ორგანოების, დაწესებულე ბე ბისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;

გ ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;

დ ) განახორციელოს საქართველოს კა ნ ონმდებლობის, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

მუხლი. 3. სამსახურის სტრუქტურა და მისი მუშაობის ორგანიზაცია

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

2. სამსახური აერთიანებს:

ა)სამსახურის უფროსს;

ბ) წამყვან სპეციალისტს კულტურის საკითხებში;

გ) წამყვან სპეციალისტს განათლების საკითხებში;

დ) წამყვან სპეციალისტს სპორტის საკითხებში;

ე) წამყვან სპეციალისტს ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში.

3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი, ხოლო სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს განსაზღვრავს საკრებულო, საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 4. სამსახურის უფროსი:

1. უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პასუხს აგებს დაკისრებულ ი ამოცანებ ი სა და ფუნქციების შესრულებაზე.

2.სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობა განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციით, რომლებსაც ანაწილებს სამსახურის უფროსი და წარუდგენს გამგებელს საკრებულოს თავმჯდომარესთან წარსადგენად დამტკიცების მიზნით.

3. განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს.

4. დადგენილი წესით ამზადებს წინადადებებს საშტა ტ ო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებებ ი სა და დამატებების შეტანის თაობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში.

    მუხლი 5. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად.