ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
კონსოლიდირებული რედაქციები (4)
ცვლილებები (3)
📝 ცვლილებები წინა რედაქციასთან შედარებით (07.05.2013 → 12.01.2015)
🔍 ტექსტში ცვლილებები ვერ მოიძებნა.
ცვლილებები შეიძლება ეხებოდეს ფორმატირებას ან მეტამონაცემებს, რაც ტექსტის შედარებისას არ ჩანს.
დოკუმენტის ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს
დადგენილება №27
2010 წლის 6 სექტემბერი
დაბა ხარაგაული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
მუხლი 1. დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხანძარსაწინააღმდეგო დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 23 აპრილის №28 დადგენილება.
მუხლი 3 . ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაჭავარიანი
დანართი №1
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო - სამაშველო სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბა
მუხლი 1. ზოგადი დებულება
1 . ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო – სამაშველო სამსახური (ტექსტში შემდგომ – „სამსახური“) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ხანძრის თავიდან აცილებას, ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოებს.
2. სამსახური თავის საქ მ იანობაში ხელმძღვანელობს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3.სამსახურის დებულებას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4. სამსახურს აქვს შესაბამისი ბლანკი, შტ ა მპი, ბეჭედი თავისი დასახელების აღნიშვნით.
მუხლი 2. სამსახურის უფლება-მოვალეობები
1. სახანძრო - სამაშველო სამსახურის ფუნქციაა :
ა) ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება, მათი ჩაქრობა , სტიქიური უბედურებისას მოსახლეობის დროული ევაკუაცია და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება;
ბ) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება იმ ორგანიზაცია -დაწესებულებებში, რომლებიც წარმოადგენენ ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებს;
გ) სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებათა შესახებ წინადადებათა მომზადება და ამ ღონისძიებათა გატარების კოორდინაცია;
დ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის მიზნით მშენებლობისა და ტექნიკური გადაიარაღების საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება;
ე) სხვადასხვა სახის სამაშველო ღონისძიებების (ოპერაციების) განხორციელება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
2. სამსახურს უფლება აქვს:
ა) გააკონტროლოს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულება, ჩაატაროს ამ ობიექტების სახანძრო-ტექნიკური გამოკვლევა და შემოწმება;
ბ) თავის ი კომპენტეციის ფარგლებში გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მიწერილობები;
გ)მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ი ობიექტების ექსპლოატაცია, თუ გამოავლენს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევებს ან მათ შეუსრულებლობას, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას;
დ) კანონით დადგენილი წესით დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევისათვის, მათ შორის , ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამდებობის პირთა მითითებების შეუსრულებლობის ან არადროულად შესრულებისათვის;
ე) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპენტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ვ) განახორციელოს სხვადასხვა სახის სამაშველო ღონისძიებები (ოპერაციები);
ზ) სამსახურის კომპენტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;
თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 3. სახანძრო -სამაშველო სამსახურის მუშაობის ორგანიზაცია
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი , რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
2. სამსახურის სტრუქტურა:
ა) სამსახურის უფროსი;
ბ) მთავარი სპეციალისტი;
გ) წამყვანი სპეციალისტი: რაზმის უფროსი, ათეულის მეთაური;
დ) უფროსი სპეციალისტები – მეხანძრეები და მძღოლები;
ე) სპეციალისტი – საქმისწარმოება;
3. სამსახურის სამსახურებრივ მოვალეობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულების შესაბამისად, აგრეთვე იმ ამოცანებიდან, რომლებიც დაკისრებული აქვს სამსახურს.
4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოს განაკვეთებს განსაზღვრავს საკრებულო, ხოლო საშტატო ნუსხას და სამსახურებრივ ინსტრუქციებს ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
6. სამსახურის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად პასუხს აგებს დაკისრებულ ამოცანებსა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას;
გ) განსაზღვრა ვ ს სამსახურის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს;
დ) დადგენილი წესით ამზადებს წინადადებებს საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებებსა და დამატების შეტანის თაობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში.
მუხლი 4. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.