ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№29
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 29, 24/09/2010
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.09.2010 მიღება
05.01.2015 ბოლო ცვლილება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
💡 დააწკაპეთ კვანძზე კავშირების გასახსნელად (3 დონე)

კონსოლიდირებული რედაქციები (5)

📅 მოქმედების პერიოდი: 05.01.2015დღემდე
ცვლილებები (4)
📝 ცვლილებები წინა რედაქციასთან შედარებით (04.08.2014 → 05.01.2015)

🔍 ტექსტში ცვლილებები ვერ მოიძებნა.

ცვლილებები შეიძლება ეხებოდეს ფორმატირებას ან მეტამონაცემებს, რაც ტექსტის შედარებისას არ ჩანს.

დოკუმენტის ტექსტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს

დადგენილება №31

2010 წლი ს 6 სექტემბერი

დ აბა ხარაგაული

  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

 საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჭიროა განისაზღვროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განისაზღვროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები №1 დანართის შესაბამისა დ.

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 15 ნოემბის №3 დადგენილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“.

    მუხლი 3

დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ა . მაჭავარიანი

დანართი №1

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგი (ლარებში))

1

საკრებულოს თავმჯდომარე

2360

2

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1100

3

საკრებულოს აპარატის უფროსი

700

4

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

650

5

 საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი

420