ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
კონსოლიდირებული რედაქციები (8)
ცვლილებები (7)
შემდგომი ცვლილებები (4)
წინა ცვლილებები (3)
📝 ცვლილებები წინა რედაქციასთან შედარებით (08.05.2012 → 03.12.2012)
🔍 ტექსტში ცვლილებები ვერ მოიძებნა.
ცვლილებები შეიძლება ეხებოდეს ფორმატირებას ან მეტამონაცემებს, რაც ტექსტის შედარებისას არ ჩანს.
დოკუმენტის ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს
დადგენილება №3 0
2010 წლი ს 6 სექტემბერი
დ აბა ხარაგაული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე , საჭიროა განისაზღვროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე , განისაზღვროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 13 დეკემბრის №13 დადგენილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა . მაჭავარიანი
დანართი №1
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობის დასახელება | თანამდებობრივი სარგი (ლარებში)) |
| 1 | მუნიციპალიტეტის გამგებელი | 2360 |
| 2 | გამგებლის მოადგილე | 900 |
| 3 | გამგეობის სამსახურის უფროსი | 700 |
| 4 | გამგებლის თანაშემწე | 450 |
| 5 | გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი | 380 |
| 6 | მთავარი სპეციალისტი | 420 |
| 7 | წამყვანი სპეციალისტი | 400 |
| 8 | უფროსი სპეციალისტი | 330 |
| 9 | სპეციალისტი | 250 |
| 10 | დაბა ხარაგაულის ტერიტორიული ორგანოს წამყვანი სპეციალისტი | 300 |
დანართი № 2
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო
| № | თანამდებობის დასახელება | თანამდებობრივი სარგო (ლარებში) |
| 1 | სამსახურის უფროსი | 700 |
| 2 | მთავარი სპეციალისტი | 400 |
| 3 | წამყვანი სპეციალისტი | 350 |
დანართი № 3
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო
| № | თანამდებობის დასახელება | თანამდებობრივი სარგო (ლარებში) |
| 1 | სამსახურის უფროსი | 700 |
| 2 | მთავარი სპეციალისტი | 400 |
| 3 | წამყვანი სპეციალისტი | 350 |
| 4 | უფროსი სპეციალისტი | 330 |
| 5 | სპეციალისტი | 250 |