,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№196
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 40, 23/03/2007

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №196

2007 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რო­მელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშ­­ტ­ა­ტო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით (სსმ III, 2003 წ., №126, მუხ. 1050) დამტკიცებულ თანამდებო­ბის პირთა თანამდებობრივ ნუსხაში, შეტანილ იქნეს შემ­დეგი ცვლილებები და დამატებები და ნუსხის პირ­ვე­ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში:

1. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე

2. მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი

3. მინისტრის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე

4. გენერალური ინსპექციის უფროსი

5. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე

6. დეპარტამენტის უფროსი

7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

8. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი   

9. გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე

10. გენერალური შტაბის დეპარტამენტის უფროსი

11. გენერალური შტაბის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

12. გენერალური შტაბის სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე

13. სამხედრო პოლიციის მოსამსახურეები

14. სახმელეთო ჯარების სარდალი, სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილე, სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი

15. სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი, სამხედ­რო-საზღვაო ძალების სარდლის მოადგილე, სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბის უფროსი

16. სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი, სამხედ­რო-საჰაერო ძალების სარდლის მოადგილე, სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის უფროსი

17. თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორი

18. ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისის“ უფროსი, სასწავლო ცენტრი „კრწანისის“ უფროსის მოადგი­ლე, შტაბის უფროსი

19. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერა­ლური შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მოსამსახურეები.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თანავე.

მ. სააკაშვილი