ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 28, 22/09/2010
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.09.2010 მიღება
14.01.2015 ბოლო ცვლილება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
💡 დააწკაპეთ კვანძზე კავშირების გასახსნელად (3 დონე)

კონსოლიდირებული რედაქციები (2)

📅 მოქმედების პერიოდი: 22.09.201014.01.2015
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

  დადგენილება №23

2010 წლის 3 სექტემბერი

დაბა ქედა

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულება თანახმად დანართისა.  

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 ივლისის №68 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.    

საკრებულოს თავმჯდომარე ბ. დიასამიძე

დანართი

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1

1. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური (შემდგომში _ სამსახური) წარმოადგენს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით.

2. სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად.

3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ დებულებით, საკრებულოს ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით.

4. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ქედა, კოსტავას №1.

5. სამსახურს აქვს ბეჭედი და შტამპი, აგრეთვე სამსახური იყენებს მუნიციპალიტეტის გამგეობის ტიტულიან ბლანკს, მასზედ საკუთარი დასახელების აღნიშვნით.

6. სამსახურს აქვს ბანკში შესაბამისი საბიუჯეტო ანგარიში, ქედის მუნიციპალიტეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულებისათვის.

 

თავი II. სამსახურის ფუნქციები, ამოცანები, უფლებები და მოვალეობები.

    მუხლი 2

სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთება, მიღებული ბიუჯეტის შესრულება, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენება და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგება.

    მუხლი 3

1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსისა“ და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავების, აღსრულების და შესრულების ანგარიშის მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზება;

ბ) ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

გ) ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯვითი ნაწილის აღსრულება-ანგარიშგება;

დ) მუნიციპალური შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა, შესყიდვების პროცედურების კანონიერების დაცვა, შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომა, შესყიდვების პროცესის კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში განხორციელება.

    მუხლი 4

თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახური:

ა) კოორდინაციას უწევს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის (ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე) პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესს;

ბ) ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადების მიზნით, მხარჯავ დაწესებულებებს უგზავნის საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს ასიგნებისა და დასაქმებულთა რიცხოვნობის საორიენტაციო ზღვრული მოცულობების მითითებით;

გ) ახდენს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილში დადგენილი წესით შეტანილი ცვლილებების აღრიცხვას;

დ) ახორციელებს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების, პროგრამებისა და სამუშაოების შესრულების შესაბამისად დაფინანსებას;

ე) უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლების გაანგარიშებას და შესაბამისი პროცედურების დაწყებას ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შესადგენად, ასევე წინადადებების მომზადებას ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების სრულყოფის უზრუნველსაყოფად;

ვ) ყოველი თვის დასრულებიდან 10 დღის ვადაში ამზადებს ანგარიშს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით;

ზ) ახორციელებს თითოეული მხარჯავი დაწესებულების დაქვემდებარებაში მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გაწეული გადასახდელების აღრიცხვას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით გადახდის განხორციელების ყველა ეტაპის შესახებ, ამასთანავე, სახელმწიფო ხაზინიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად აღრიცხავს საბიუჯეტო კლასიფიკაციით გათვალისწინებულ შემოსულობებს;

თ) ახორციელებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების, ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების პერიოდული და წლიური ანგარიშების განხილვას და ანალიზს;

ი) ამზადებს ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან;

კ) ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 15 დღისა ამზადებს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კვარტალურ ან/და ყოველთვიურ განწერას;

ლ) გასცემს ნებართვას ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშის მართვისა და ოპერირების კონტროლის, აგრეთვე ამ ანგარიშიდან თანხის გადარიცხვის შესახებ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა;

მ) უზრუნველყოფს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების სახაზინო პრინციპით დაფინანსებას;

ნ) გასცემს თანხმობას ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშის გახსნაზე;

ო) ამზადებს ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 2 თვისა წარუდგენს საკრებულოს;

პ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 5

1. სამსახურს უფლება აქვს:

ა) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს საჭირო ინფორმაცია გამგეობის სამსახურებისგან, საბიუჯეტო დაწესებულებებისა და ქედის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული საწარმოებისაგან;

ბ) მხარჯავი დაწებულებების მიერ საბუღალტრო ანგარიშების (ბალანსების) წარმოუდგენლობის შემთხვევაში შეუჩეროს მათ ყველა სახის დაფინანსება.

2. სამსახური ვალდებულია:

ა) პასუხი აგოს მასზე გადაცემული ქონების შენახვასა და დაცვაზე;

ბ) მოცემული დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში შეასრულოს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის სამართლებრივი აქტები;

გ) მიიღოს მოქალაქეთა და იურიდიული პირთა განცხადებები და შუადგომლობები, განიხილოს და პასუხი გასცეს მათ თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

დ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი ინდივიდუალური სამართებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები.

თავი III. სამსახურის სტრუქტურა და მისი მუშაობის ორგანიზება

    მუხლი 6

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების _ განყოფილებებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ბიუჯეტისა და პირველადი ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება;

ბ) ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილება;

გ) სახაზინო განყოფილება.

3. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი (შემდგომში _ სამსახურის უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელიю

 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, ხოლო განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე გამგებლის დავალებითю

6. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს „საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის გამგებელი.

    მუხლი 7

1.სამსახურის უფროსი:

ა) უძღვება საფინანსო სამსახურის საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და აგებს პასუხს საფინანსო სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას;

დ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ამ სამსახურში შემავალი ერთ-ერთი განყოფილების უფროსი გამგებლის დავალებით;

ე) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს მოქმედი კანონმდებლობის, აგრეთვე საკრებულოს ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

    მუხლი 8

1. ბიუჯეტისა და პირველადი ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების ფუნქციებია:

ა) განახორციელოს საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად;

ბ) დროულად განახორციელოს საბუღალტრო დოკუმენტაციის გაფორმება;

გ) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების, ინვენტარის, დანადგარ - მოწყობილობების თავისდროული აღრიცხვა და ყოველწლიური ინვენტარიზაცია;

დ) მოახდინოს ადგილობრივი ბიუჯეტის ყველა აქტივისა და პასივის თავისდროული აღრიცხვა;

ე) შეადგინოს კვარტალური და წლიური ბალანსი;

ვ) მოახდინოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვა და არქივში ჩაბარება;

ზ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

    მუხლი 9

1. ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილების ფუნქციებია:

ა) „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, მუ­ნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მომზადება;

ბ) თითოეული მხარჯავი დაწესებულების მიხედვით საშტატო რიცხოვნობისა და ასიგნებების ზღვრული მოცულობის შესახებ საბიუჯეტო ცირკულარის მომზადება;

გ) ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერის შედგენა თვეებისა და კვარტალების მიხედვით;

დ) ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების წლიური განწერის ფარგლებში საბიუჯეტო დაწესებულებების, ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების, პროგრამებისა და სამუშაოების შესრულების შესაბამისად დაფინანსების განხორციელება;

ე) მონაწილეობის მიღება საბიუჯეტო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და მონიტორინგის პრო­ცეს­ში;

ვ) ეკონომიკის განვითარების არსებული ტენდენციების ანალიზი;

ზ) ეკონომიკური განვითარებისა და საბიუჯეტო შემოსავლების პროგნოზირების განხორციელება;

თ) ქედის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პოლიტიკის და ეკონო­მი­კური რეფორმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ი) ინვესტიციების მოზიდვისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

კ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიზნობრივი დაფინანსების მისაღებად განკუთვნილი პროგ­რამებისა და პროექტების ეკონომიკური შეფასება;

ლ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

    მუხლი 10

1. სახაზინო განყოფილების ფუნქციებია:

ა) ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯვითი ნაწილის აღსრულებისა და მისი შესრულების ანგარიშების შედგენა;

ბ) ორგანიზაციული, ეკონომიკური და ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახდელების აღრიცხვა;

გ) ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული დაწესებულებების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ხარჯთაღრიცხვის ბალანსების მიღება და შემოწმება;

დ) ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ხარჯების ოპერატიული აღრიცხვა;

ე) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

 

თავი IV. დასკვნითი დებულებები

    მუხლი 11

1. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .

    მუხლი 12.

1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.