ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება /მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი )და პირობების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
კონსოლიდირებული რედაქციები (3)
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
📝 ცვლილებები წინა რედაქციასთან შედარებით (20.09.2010 → 08.11.2010)
🔍 ტექსტში ცვლილებები ვერ მოიძებნა.
ცვლილებები შეიძლება ეხებოდეს ფორმატირებას ან მეტამონაცემებს, რაც ტექსტის შედარებისას არ ჩანს.
დოკუმენტის ტექსტი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №11
2010 წლის 3 სექტემბერი
ქ. ქობულეთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) და პირობების განსაზღვრის შესახებ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ღონისძიებათა სრულყოფის მიზნით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57-ე დადგენილების 65-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1.განისაზღვროს I კლასს დაქვემდებარებული შემდეგი სახეობების შენობა-ნეგებობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის პროცედურების გარეშე.
ა) 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;
ბ) გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე, საიდანაც 0,80 მ. ნიშნულამდე დასაშვებია მოეწყოს გაუმჭვირვალე ღობე, ხოლო 0,80 მ-დან 2,20 მ. ნიშნულამდე მოეწყოს გამჭვირვალე ღობე, შესაძლებელია კონკრეტულ შემთხვევაში დასაბუთებული და არგუმენტირებული წინადადებების წარმოდგენისას განხილულ იქნეს გაუმჭვირვალე ღობის მოწყობის საკითხი, რომლის სიმაღლე ნულოვანი ნიშნულიდან არ უნდა აღემატებოდეს 2,20 მ-ს, გარდა საზოგადოებრივი სივრცის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებისა;
გ) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვტ-მდე, მზის და ბიოგაზის დანადგარი);
დ) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს);
ე) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა;
ვ) საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობები ან/და დანადგარები;
ზ) ხაზობრივი ნაგებობები III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზები.
2. თუ სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს:
ა) ზღვის სანაპიროდან 1000 მეტრიან ზოლში, I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ასაშენებლად, (გარდა 1-ლი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების და იმ შენობა-ნაგებობის, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო, რესპუბლიკური ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა მშენებლობისათვის დადგენილი წესით;
ბ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების ღერძულა ხაზიდან 100 მეტრიან ზონაში და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ღერძულა ხაზიდან 50 მეტრიან ზონაში, I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ასაშენებლად, (გარდა 1-ლი პუნქტის „ბ”, „გ”, „დ”, „ე”, „ვ”, „ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების და იმ შენობა-ნაგებობის, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო, რესპუბლიკური ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა მშენებლობისათვის დადგენილი წესით;
გ) დაცული ტერიტორიების მიმდებარედ 300 მეტრიან ზონაში, წყალდაცვითი ზოლების მიმდებარედ 50 მეტრიან ზონაში და სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ასაშენებლად, (გარდა 1-ლი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების და იმ შენობა-ნაგებობის, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო, რესპუბლიკური ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა მშენებლობისათვის დადგენილი წესით.
3. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად დადგენილების მე-2 პუნქტის შემთხვევაში, დამკვეთის მიერ I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის შესახებ განცხადებასთან ერთად ნებართვის გამცემი ორგანოსათვის დამატებით უნდა იქნეს წარდგენილი შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) მიწის ნაკვეთის საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; საჭიროების შემთხვევაში მიწის ნაკვეთის ან/და არსებული საინჟინრო-საკომუნიკაციო ნაგებო(ბე)ბის მესაკუთრეთა ან/და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობა, საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანხმობა;
ბ) სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით;
გ) სანებართვო ობიექტის საპროექტო ტერიტორიაზე განთავსების სიტუაციური გეგმა (გაბარიტული ზომებისა და საზოგადოებრივ საზღვართან მიბმის ჩვენებით, ტერიტორიის მოწყობის ჩვენებით);
დ) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა/დასკვნა ან/და ცნობა სამშენებლო მოედნის სტიქიური გეოლოგიური საშიშროების ზონაში არმდებარეობის შესახებ;
ე) ფასადების სქემატური ნახაზები ძირითადი ნიშნულების ჩვენებით.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ბერაძე