,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 6, 20/01/2005

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №3

2005 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების გამო, „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ” საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონის პირველი მუხლის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2004 წ. №58, მუხ. 501) პირველი პუნქტით შექმნილი კომისიის შემადგენლობაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ლაშა გოცირიძე –           საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

ზურაბ ანთელიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

დავით გალეგაშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე

ნიკა გილაური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

რომან გოცირიძე – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე

ნიკოლოზ ლეკიშვილი – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე

გიორგი პაპუაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

მიხეილ სვიმონიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

ირაკლი სირაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის მდივანი

ზაზა სოფრომაძე – სსიპ ,,საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის“ გენერალური დირექტორი

ირაკლი ჩოგოვაძე – სსიპ ,,საწარმოთა მართვის სააგენტოს“ თავმჯდომარე.“.

პრემიერ-მინისტრი   ზ. ჟვანია