საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №281
2010 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით (სსმ III, 2004 წ., №54, მუხლი 460) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) იღებს გადაწყვეტილებას ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების, რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის შესახებ, ამტკიცებს მათ წესდებებს და ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს;
ი) აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიულ პირებს – ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს;“;
გ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს:
პ.ა) მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებას;
პ.ბ) მასწავლებლობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატის ნიმუშს;
პ.გ) მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მაძიებლის პერიოდის გავლის წესს;
პ.დ) მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშს და მისი გაცემის წესს;
პ.ე) მასწავლებლის უფლების მოპოვებისა და განახლების საფასურის ოდენობას;
პ.ვ) მასწავლებლის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
პ.ზ) მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტებს;
პ.თ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების პრინციპებს;
პ.ი) მასწავლებლის, აგრეთვე პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს;
პ.კ) საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტს;“;
დ) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი:
„პ1) ადგენს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებსა და წესს, შეიმუშავებს პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის პროგრამებს;“;
ე) „ჟ“ – „ჟ2“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ვ) „ჟ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ4)საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს რეგულირებად პროფესიებს, რომლებსაც შეესაბამება პროფესიული განათლების კვალიფიკაციები, აგრეთვე რეგულირებადი პროფესიით საქმიანობის უფლების მინიჭებისა და განახლებისათვის აუცილებელ პირობებს და მათი შესრულების წესს, ან გასცემს მათზე სავალდებულო დასკვნას;“;
ზ) „ჟ5“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
თ) „ჟ6“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ6) შეიმუშავებს და ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ინსტიტუციური, მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსების განვითარების ხელშემწყობ პროგრამებს;“;
ი) „ჟ7“ და „ჟ8“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
კ) „ჟ10“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ლ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს)ადგენს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების გაანგარიშების წესს, განსაზღვრავს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესს და ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას;“;
მ) „ყ“ და „შ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყ)შეიმუშავებს განათლების სისტემისა და უმაღლესი განათლების სისტემის ინდიკატორების ამსახველ ძირითად დოკუმენტს;
შ) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“, „გ.ე“, „გ.ზ“, „გ.თ“ და „გ.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დირექტორებს; კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ და „გ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და „გ.კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს;“;
ნ) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ც)ამტკიცებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესს, ადგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და გადატანის წესს, საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის თანხის რაოდენობას, სოციალური პროგრამით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსების რაოდენობასა და პირობებს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთათვის ვაუჩერების გაცემისა და გადატანის წესს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად;“;
ო) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ხ)ამტკიცებს ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტის/პროფესიული დიპლომის ნიმუშს, უმაღლესი განათლების სპეციალობათა ნუსხას, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დანართის ფორმას;“;
პ) „ხ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ჟ) „ჯ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჯ)საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს:
ჯ.ა) საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს;
ჯ.ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებას;
ჯ.გ) საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებას;
ჯ.დ) მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესსა და საფასურს, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან;“;
რ) „ჰ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ4)აწარმოებს ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრს, საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერთა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების რეესტრს და განსაზღვრავს მათი წარმოების წესს, რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლების დირექტორებს, დირექტორების მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მათი მოვალეობის შემსრულებელ მოადგილეებს, მოვალეობის სხვა შემსრულებლებს, სამეურვეო საბჭოს წევრებს და ადგენს მათი რეგისტრაციის წესს;“;
ს) „ჰ5“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „გ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ე)შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი;“;
ბ) „გ.ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) „გ.ზ“ და „გ.თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ზ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი;
გ.თ)განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;“;
დ) „გ.კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.კ)საგანმანათლებლო, მათ შორის, პროფესიული საგანმანათლებლო, და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები.“.
4. 41 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება;“;
ბ) მე-3 პუნქტის:
ბ.ა) „ნ“ – „რ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ.ბ) „ტ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა, მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების რეესტრის, აგრეთვე სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრების წარმოება;“;
დ) მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) მინისტრის სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის, აგრეთვე უცხო ქვეყნებთან კავშირის კოორდინაცია, მინისტრისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;“;
ე) მე-7 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი;“;
ვ) მე-8 პუნქტის:
ვ.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ვ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ვ.გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ინსტიტუციური, მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;“;
ვ.დ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. გარდამავალი დებულება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით 2010–2011 სასწავლო წლის დასაწყისიდან დააფუძნოს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით – კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, 2011–2012 სასწავლო წლის დასაწყისიდან.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური