საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№272
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 118, 16/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
💡 დააწკაპეთ კვანძზე კავშირების გასახსნელად (3 დონე)
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №272

2010 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სა­მართლის იური­დიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დად­გენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №89, მუხლი 1014) შეტანილ იქნეს დამატებები და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნ­ქტი:

„7. ფონდის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №150. “.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს პირველი მო­­ად­გილე და მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშ­ნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის აღმასრულე­ბე­ლი დი­რექ­ტორი.“.

3. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“, „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტები:

„უ) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძა­ნებას;

ფ) ანაწილებს მოადგილეთა შორის ფუნქციებს. მისი დრო­ებით არყოფნის, ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძ­ლებლობის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს პირველი მოადგილე;

ქ) ფონდის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან და­კავ­შირებით, საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია, შექმნას კომისიები და სხვა სათათბირო ორგანოები, განსაზღვროს მათი უფლებამოსილება.“.

    მუხლი 2

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 პრემიერ-მინისტრი                   ნ. გილაური