სახელწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№277
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 118, 16/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
💡 დააწკაპეთ კვანძზე კავშირების გასახსნელად (3 დონე)
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №277

2010 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში (სსმ III,2006 წელი, №35, მუხლი 424) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 2

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2 თვეში უზრუნველყოს პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დროებითი წესდებების დამტკიცება და მათი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, გარდა პირველი მუხლის მე-14, მე-15, მე-19, 56-ე და 62-ე პუნქტებით განსაზღვრული სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური