„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№28
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.014171
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 14, 05/02/2010

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.014.171

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №28

2010 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებით (სსმ III, 30.09.2008წ., №143, მუხ. 1422) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ნ) უფლებამოსილია მოახდინოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლება-მოვალეობების, მათ შორის, ფინანსური საქმიანობის განხორციელების, დოკუმენტაციის ხელმოწერით დამოწმების, წარმომადგენლობის, თანამშრომლის მივლინებაში ან/და შვებულებაში გაშვების უფლებამოსილების დელეგირება თავმჯდომარის მოადგილეებზე, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებზე;“.

2. მე-7 მუხლის პირველი  პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილების ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლებისა და სხვა საკადრო ხასიათის ბრძანებების პროექტების მომზადებას, აგრეთვე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ბრძანებების რეგისტრაციას;“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

ზ. ადეიშვილი