„საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 29 დეკემბრის №1307 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.179
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №70
2010 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
„საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 29 დეკემბრის №1307 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 29 დეკემბრის №1307 ბრძანებით (სსმ III, 29.12.2005, №152, მუხ. 1682) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბიუჯეტო ორგანიზაციები ყოველი თვის არა უგვიანეს 25 რიცხვისა საოპერაციო დეპარტამენტში და რეგიონალურ ხაზინებში (შემდგომში – „მომსახურე ხაზინა“) წარადგენენ მომავალი თვის სამუშაო კვირების მიხედვით განაწილებულ მოსალოდნელ ხარჯებზე ინფორმაციას სახელმწიფო ბიუჯეტის განწერით დადგენილი მაჩვენებლების ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის გასული თვეების გადასახდელების ფაქტობრივი შესრულების გათვალისწინებით.“.
ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 51-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრავს ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის ზღვრულ მოცულობას სახელმწიფო ბიუჯეტის განწერით დადგენილი მაჩვენებლების ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის გასული თვეების გადასახდელების ფაქტობრივი შესრულების გათვალისწინებით.“.
გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სახაზინო სამსახური ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით ამზადებს ფულის გაცემის ოპერატიულ ფინანსურ გეგმას და დასამტკიცებლად წარუდგენს ფინანსთა მინისტრს.“.
2. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საანგარიშო თვის ფინანსურ გეგმაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით საბიუჯეტო ორგანიზაცია მიმართავს მომსახურე ხაზინას საანგარიშო თვის არა უგვიანეს 25 რიცხვისა და ფინანსურ გეგმაში ცვლილებების შეტანა ხდება ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ბიუჯეტის განწერით დადგენილი მაჩვენებლების ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის გასული თვეების გადასახდელების ფაქტობრივი შესრულების გათვალისწინებით.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 29 დეკემბრის №1307 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.02.2010.
- როდის იქნა მიღებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 29 დეკემბრის №1307 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ?
- „საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 29 დეკემბრის №1307 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ მიღებულია 08.02.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №70. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.22.033.014179.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 29 დეკემბრის №1307 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 29 დეკემბრის №1307 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.02.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 29 დეკემბრის №1307 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ, №70, 08.02.2010, სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.014179 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.02.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1003434/