საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის, 172-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, 195-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 196-ე მუხლის მე-6 ნაწილის დებულებებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 09.02.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №75
სარეგისტრაციო კოდი 200250000.22.033.014187
გამოქვეყნების წყარო სსმ, 15, 10/02/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.02.2010 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| № | ფასიანი ქაღალდის კლასი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის, 172-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, 195-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 196-ე მუხლის მე-6 ნაწილის დებულებებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:Geo_Times;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
@font-face {font-family:SPDumbadze;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 1.25in 53.95pt 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.014.187
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №75
2010 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის, 172-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, 195-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 196-ე მუხლის მე-6 ნაწილის დებულებებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 38-ე ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის, 172-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, 195-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 196-ე მუხლის მე-6 ნაწილის დებულე-ბებით გათავალისწინებული საგადასახადო შეღავათების გამოყენების წესი“, თანდართულ დანართთან ერთად (დანართი №1).
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის, 172-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, 195-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 196-ე მუხლის მე-6 ნაწილის დებულებებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების გამოყენების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის, 172-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, 195-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 196-ე მუხლის მე-6 ნაწილის დებულებებით გათავალისწინებული საგადასახადო შეღავათების გამოყენების პროცედურებს.
2. ეს წესი არ არეგულირებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტებით (სახელმწიფო (მათ შორის ეროვნული ბანკის) სასესხო ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი და სახელმწიფო (მათ შორის ეროვნული ბანკის) სასესხო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი) დადგენილი საგადასახადო შეღავათების გამოყენების წესს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სასესხო ფასიანი ქაღალდი – ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს უფლებას განსაზღვრული ძირითადი თანხის პროცენტით ან უპროცენტოდ მიღებაზე. იგი მოიცავს სამთავრობო ფასიან ქაღალდებს, თუ შესაბამისი ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ბ) საჯარო ფასიანი ქაღალდები – იმ კლასის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე ან/და რომლებსაც ჩანაწერით ფლობს ფასიანი ქაღალდების 100-ზე მეტი მფლობელი;
გ) ემიტენტი – პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით უშვებს ფასიან ქაღალდებს;
დ) საფონდო ბირჟა – ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზარი, რომელიც უზრუნველყოფს ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვის შესახებ წინადადებების შეგროვებას, ვაჭრობის ორგანიზებას დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად და ავრცელებს დადებულ გარიგებათა შესახებ და ფასებთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას;
ე) ფასიანი ქაღალდების თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი _ ემიტენტის მიერ გამოშვებული რომელიმე კლასის ფასიანი ქაღალდების წილი, რომელიც არ განეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილ არც ერთ კატეგორიას:
ე.ა) პირის (მათ შორის, ემიტენტის) საკუთრებაში არსებულ 5-პროცენტიან ან უფრო მსხვილ ამ კლასის ფასიანი ქაღალდების პაკეტს;
ე.ბ) სახელმწიფო ან თვითმართველობის ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებულ ფასიან ქაღალდებს;
ე.გ) ემიტენტის მმართველი ორგანოს წევრებისა და თანამშრომლების ბენიფიციურ საკუთრებაში არსებულ ფასიან ქაღალდებს;
ვ) ლისტინგი – საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ ნებადართულ ფასიან ქაღალდთა სია, რომელთა ემიტენტები აკმაყოფილებენ საფონდო ბირჟის წესების მოთხოვნებს და აქვთ გაფორმებული საფონდო ბირჟასთან შესაბამისი ხელშეკრულება;
ზ) ფასიანი ქაღალდის მესაკუთრე – ფასიანი ქაღალდების რეესტრში ან ფასიანი ქაღალდების ნომინალური მფლობელის ჩანაწერებში მესაკუთრედ (და არა ნომინალურ მფლობელად) რეგისტრირებული პირი.
თ) რეგისტრირებული მესაკუთრე – პირი, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელი ან რეგისტრირებული მფლობელის წარმომადგენელი და რომელიც აკმაყოფილებს ნებისმიერ შემდეგ მოთხოვნას:
თ.ა) არის ფასიანი ქაღალდის რეგისტრირებული მფლობელი, გარდა ნომინალური მფლობელისა;
თ.ბ) წერილობითი შეთანხმების საფუძველზე ნებას რთავს ნომინალურ მფლობელს, იმოქმედოს მისი ინტერესებისათვის;
თ.გ) იღებს ფულად მოგებას, როგორც ფასიანი ქაღალდის მესაკუთრე;
თ.დ) აქვს ფასიან ქაღალდთან დაკავშირებული ხმის განკარგვის უფლება;
თ.ე) აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება, გახდეს ფასიანი ქაღალდის რეგისტრირებული მესაკუთრე;
ი) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სახის სარგებელს და ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ გააჩნია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის იდეალური მიზნებისათვის შექმნილი პირი, ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს არ გააჩნია მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი, მაშინ – მისი მმართველი ორგანოს წევრი;
კ) საბროკერო კომპანია _ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 26-ე პუნქტით განსაზღვრული საბროკერო კომპანია.
მუხლი 3🔗. ფასიანი ქაღალდების (საჯარო, სასესხო) რეალიზაციით მიღებულ ნამეტ შემოსავალზე (მოგებაზე) საგადასახადო შეღავათით სარგებლობის წესი
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის და 172-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით საშემოსავლო და მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იმ საჯარო ან სასესხო ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი (მოგება), რომელიც სავაჭროდ დაშვებულია საფონდო ბირჟის ლისტინგში და რომლის თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი საანგარიშო წლის წინა წლის 31 დეკემბრის და საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფასიანი ქაღალდების ემიტენტის მიერ საფონდო ბირჟისათვის მიწოდებული ინფორმაციით, აღემატება 25 პროცენტს.
2. საგადასახადო შეღავათით მართლზომიერი სარგებლობის მიზნით, საქართველოში მოქმედი საფონდო ბირჟა ვალდებულია ამ ბრძანების დანართი №1-ით დადგენილი ფორმით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ყოველწლიურად, არა უგვიანეს 1 თებერვლისა, მიაწოდოს ლისტინგში დაშვებული იმ ფასიანი ქაღალდების სია, რომელთა თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი მათი ემიტენტების მიერ მოწოდებული ინფორმაციით საანგარიშო წლის წინა წლის 31 დეკემბრის და საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღემატება 25 პროცენტს.
3. საფონდო ბირჟის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ყოველწლიურად, არა უგვიანეს 15 თებერვლისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) მტკიცდება და სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსდება იმ ფასიანი ქაღალდების სია, რომელთა თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი მათი ემიტენტების მიერ მოწოდებული ინფორმაციით საანგარიშო წლის წინა წლის 31 დე-კემბრის და საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღემატება 25 პროცენტს.
4. გადასახადის გადამხდელისათვის, მათ შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბროკერო კომპანიისათვის საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის აუცილებელი პირობაა, რომ ინფორმაცია იმ ფასიანი ქაღალდების შესახებ, რომელთა მიხედვითაც პირი აპირებს საგადასახადო შეღავათით სარგებლობას, დაფიქსირებული იყოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში (ბრძანებაში).
5. საჯარო და სასესხო ფასიანი ქაღალდების მესაკუთრე პირის მიერ ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი (მოგება) ჩაირთვება საშემოსავლო/მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ასახულ ერთობლივ შემოსავალში. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ფასიანი ქაღალდების თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუა-ლური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) დამტკიცებული სიის შესაბამისად, საანგარიშო წლის წინა წლის 31 დეკემბრის და საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღემატება 25 პრო-ცენტს, პარალელურად იგივე ნამეტი შემოსავალი ფასიანი ქაღალდების მესაკუთრე ფიზიკური პირის მიერ აისახება საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის „დაბეგვრისაგან გათავისუფლებული შემოსავალის“ შესაბამის უჯრაში, ხოლო ფასიანი ქაღალდების მესაკუთრე იურიდიული პირის მიერ – მოგების გადასა-ხადის დეკლარაციის „დაბეგვრისაგან გათავისუფლებული მოგების“ შესაბამის უჯრაში და გათავისუფლდება დაბეგვრისაგან.
მაგალითი 1:
შპს „ნიკამ“ 2010 წელს ემიტენტ სს „ლილეს“ მიერ გამოშვებული აქციების რეალიზაციიდან მიიღო ნამეტი შემოსავალი 10000 ლარი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) დამტკიცებული სიის შესაბამისად, სს „ლილეს“ აქციების თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი 2009 წლის 31 დეკემბრის და 2010 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღემატება 25 პროცენტს.
მოცემულ პირობებში:
შპს „ნიკას“ უფლება აქვს აღნიშნული აქციების რეალიზაციით მიღებულ მოგებაზე (10000 ლარი) მიიღოს საგადასახადო შეღავათი მოგების გადასახადში.
მუხლი 4🔗. ფასიან ქაღალდებზე მიღებული დივიდენდის/პროცენტის გადახდის წყაროსთან დაბეგვრისაგან გათავისუფლების წესი
1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იმ საჯარო ფასიანი ქაღალდიდან მიღებული დივიდენდი, აგრეთვე იმ საჯარო და სასესხო ფასიანი ქაღალდიდან მიღებული პროცენტები, რომელიც სავაჭროდ დაშვებულია საფონდო ბირჟის ლისტინგში და რომლის თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი საანგარიშო წლის წინა წლის 31 დეკემბრის და საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფასიანი ქაღალდების ემიტენტის მიერ საფონდო ბირჟისათვის მიწოდებული ინფორმაციით, აღემატება 25 პროცენტს, გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემო-სავალში არ ჩაირთვება.
2. საგადასახადო აგენტისათვის დივიდენდის და/ან პროცენტის გადახდის წყაროსთან დაბეგვრისაგან გათავისუფლების აუცილებელი პირობაა, რომ ინფორმაცია იმ ფასიანი ქაღალდების შესახებ, რომელთა მიხედვითაც პირი აპირებს საგადასახადო შეღავათით სარგებლობას, დაფიქსირებული იყოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში (ბრძანებაში).
მაგალითი 2:
გიორგი, რომელიც ფლობს სს „ლილეს“ აქციებს, 2010 წლის შედეგების მიხედვით 2011 წლის მარტში სს „ლილეს“ აქციებზე მიიღო დივიდენდი. სს „ლილეს“ აქციები სავაჭროდ დაშვებული იყო საფონდო ბირჟის ლისტინგში. ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) დამტკიცებული სიის შესაბამისად, სს „ლილეს“ აქციების თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი 2009 წლის 31 დეკემბრის და 2010 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღემა-ტებოდა 25 პროცენტს.
მოცემულ პირობებში:
ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 195-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნა სრულად არის დაცული, სს „ლილეს“ მიერ გიორგიზე გაცემული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ დაიბეგრება და გიორგის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.
3. თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტთან დაკავშირებული შეზღუდვა არ ეხება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტების – სოლიდური პასუხისმგებლობის საზოგადოების (სპს), კომანდიტური საზოგადოების (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს), სააქციო საზოგადოების (სს, კორპორაცია) და კოოპერატივის მიერ საქართველოში არსებულ წყაროდან მიღებულ დივიდენდებს, რომლებიც გადახდის წყაროსთან არ დაიბეგრება და პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 195-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.
4. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში, საგადასახადო შეღავათი აგრეთვე გავრცელდება ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის მიერ ასევე ლიცენზირებულ ფინანსურ ინსტიტუტზე პროცენტის სახით განაცემზე.
მაგალითი 3:
სს „მეოხმა“, რომელიც არის ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტი და ფლობს ასევე ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის სს „ლილეს“ სასესხო ფასიან ქაღალდებს, 2010 წლის შედეგებზე 2011 წლის მარტში პროცენტის სახით მიიღო 5000 ლარი. ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) დამტკიცებული სიის შესაბამისად, სს ლილეს“ შესაბამისი კლასის სასესხო ფასიანი ქაღალდების თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი 2009 წლის 31 დეკემბრის და 2010 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღემატებოდა 25 პროცენტს.
მოცემულ პირობებში:
ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის – სს „ლილეს“ მიერ ასევე ლიცენზირებულ ფინანსურ ინსტი-ტუტზე – სს „მეოხზე“ პროცენტის სახით გაცემული 5000 ლარი გადახდის წყაროსთან არ დაიბეგრება და სს „მეოხის“ მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.
5. ინფორმაცია დივიდენდის და/ან პროცენტის სახით განაცემებზე გავრცელებული საგადასახადო შეღა-ვათის შესახებ აისახება ემიტენტის, როგორც საგადასახადო აგენტის „გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების შესახებ“ ყოველთვიურ დეკლარაციაში.
მუხლი 5🔗. პასუხისმგებლობა
1. ფასიანი ქაღალდების ემიტენტის მიერ საფონდო ბირჟისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, რომელიც გამოიწვევს ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადის გადაუხდელობას, ემიტენტის მიმართ გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1422 მუხლით გათვალისწინებული სანქცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოსავლის მიმღები პირი, რომელმაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) დამტკიცებული სიის საფუძველზე მიიღო საგადასახადო შეღავათი, ვალდებულია სათანადო შეტყობინების მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში ბიუჯეტში გადაიხადოს შესაბამისი წლის შედეგებზე ბიუჯეტში გადაუხდელი გადასახადი, რომელიც გამოწვეული იყო ემიტენტის მიერ საფონდო ბირჟისათვის არასწორი ინფორმაციის წარდგენით.
მაგალითი 4:
პირველი მაგალითის პირობები იგივეა იმ განსხვავებით, რომ 2012 წელს ჩატარებული საგადასახადო შემოწმებით სს „ლილეს“ მიერ საფონდო ბირჟისათვის მიწოდებული ინფორმაცია აღმოჩნდა არასწორი (სს „ლილეს“ მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი 2010 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არ აღემატება 25 პროცენტს). 2010 წლის შედეგების მიხედვით ბიუჯეტში გადაუხდელ მოგების გადასახადზე 1500 ლარზე (10000-ის 15%) შპს „ნიკას“ საგადასახადო ორგანოს მიერ გაეგზავნა „საგადასახადო მოთხოვნა“, რომელიც შპს „ნიკამ“ მიიღო 2012 წლის 5 ივნისს.
მოცემულ პირობებში:
საფონდო ბირჟისათვის არასწორი იმფორმაციის მიწოდებისათვის სს „ლილეს“ მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1422
მუხლით დადგენილი სანქცია. ამასთან, შპს „ნიკამ“ საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს 2010 წლის შედეგებზე ბიუჯეტში გადაუხდელი მოგების გადასახადი 1500 ლარი, რომელიც გამოწვეული იყო სს „ლილეს“ მიერ საფონდო ბირჟისათვის არასწორი ინფორმაციის წარდგენით.
დანართი №1
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს
წარმოგიდგენთ იმ ფასიანი (საჯარო, სასესხო) ქაღალდების სიას, რომელთა თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი, მათი ემიტენტების მიერ საფონდო ბირჟისათვის მოწოდებული ინფორმა-ციით, 20-- წლის 31 დეკემბრის და 20-- წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღემატება 25 პროცენტს.
№
ფასიანი ქაღალდის კლასი
ემიტენტის დასახელება
ფასიანი ქაღალდის
ეროვნული
საიდენტიფიკაციო ნომერი IშIN
ემიტენტის მისამართი
ემიტენტის
საიდენტიფიკაციო
ნომერი
შენიშვნა
საფონდო ბირჟის ხელმძღვანელი ხელმოწერა -----------------
საფონდო ბირჟის ბეჭედი
„___“ „___________“ 20-- წელი