„საბანკო დაწესებულებების ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 10.09.1998
ძალის დაკარგვა 17.06.2014
გამომცემი ორგანო ეროვნული ბანკი
ნომერი №84
სარეგისტრაციო კოდი 090.009.003.369
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 10/09/1998
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- კომერციული ბანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 17.06.2014
- საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 02.06.2010
დოკუმენტის ტექსტი
„საბანკო დაწესებულებების ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; }
.MsoChpDefault {}
.MsoPapDefault {margin-bottom:8.0pt; line-height:107%;}
@page WordSection1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;}
div.WordSection1 {page:WordSection1;}
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება № 84
1998 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
საბანკო დაწესებულებების ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ
საბანკო დაწესებულებების ლიცენზირების პროცესის გაუმჯობესებისა და საბანკო სისტემის განმტკიცების მიზნით, „საქართველოს ეროვნული ბანკის“ ორგანული კანონის 59-ე მუხლისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავის მე-3 მუხლის I პუნქტის შესასრულებლად ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საბანკო დაწესებულებების ლიცენზირების წესები“ თანახმად დანართისა.
2. აღნიშნული წესები ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრეზიდენტი ი. მანაგაძე
საბანკო დაწესებულებების ლიცენზირების წესები
I. ზოგადი დებულებანი
1. აღნიშნული წესები განსაზღვრავს საბანკო დაწესებულებების (შემდგომში – კომერციული ბანკი) და უცხოური ბანკების ფილიალების ლიცენზირების წესებს.
2. ეს წესები შემუშავებულია „მეწარმეთა შესახებ“, „საქართველოს ეროვნული ბანკის“, ორგანული კანონის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე.
3. საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო ლიცენზიებს გასცემს მხოლოდ დადგენილი წესით რეგისტრირებულ იმ იურიდიულ პირებზე, რომელთა განცხადებული და განაღდებული კაპიტალის ოდენობა, დაკავებული სასამსახურო ფართი, ბანკის ადმინისტრაციისა და მმართველობის მუშაობის გამოცდილება. აგრეთვე, წარმოდგენილი ბიზნესგეგმა და შინაგანაწესი შეესაბამება აღნიშნული წესებით გათვალისწინებულ და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ შეფასებათა კრიტერიუმებს და საქმიანობას.
4. ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიის თანახმად კომერციულ ბანკებს უფლება ეძლევათ აწარმოონ საბანკო ოპერაციები როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
2. საწესდებო ფონდი და პარტნიორები
1. კომერციული ბანკის პარტნიორები შეიძლება იყვნენ როგორც რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა მონაწილეობა არ იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით.
2. ახლად შექმნილი, ასევე მოქმედი კომერციული ბანკებისათვის საწესდებო ფონდის სიდიდეს, მისი შევსების ფორმასა და ვადებს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნორმატიული აქტი.
3. კომერციული ბანკის საწესდებო ფონდი შეიძლება შეივსოს როგორც ფულადი შენატანებით, აგრეთვე მატერიალური აქტივებით (ქონება). საწესდებო ფონდში შესატან მატერიალურ აქტივებს აფასებს დამოუკიდებელი აუდიტორი, რომელიც ინიშნება საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ (მუხლი 19🔗.3) შესაბამისად:
4. ახლად შექმნილი კომერციული ბანკის საწესდებო ფონდის აკუმულირება ხდება საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ დროებით ანგარიშზე, შესაბამისად აღნიშნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებისა და პარტნიორთა (აქციონერთა) საერთო კრების ოქმის (ნოტარიულად დამოწმებული ასლი) წარმოდგენის შემდეგ. საბანკო ოპერაციების ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში ნაშთი გადაირიცხება ეროვნულ ბანკში, მისთვის გახსნილ საკორესპონდენტო ანგარიშზე, ხოლო უარის თქმის შემთხვევაში კი, იგი დაუბრუნდება პარტნიორებს იმავე ოდენობით, რა ოდენობითაც იქნა შეტანილი.
3. შუამდგომლობა საბანკო ლიცენზიის მისაღებად
1. საბანკო ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილ შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ბანკის რეგისტრაციის შესახებ სასამართლო დადგენილების ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ბ) ბანკის ნოტარიულად დამოწმებული წესდება;
გ) დამფუძნებელთა კრების ოქმი, რომელიც უნდა მოიცავდეს: ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს, სარევიზიო კომისიისა და დირექტორატის (გამგეობა) არჩევნებს, მთ. ბუღალტრის დანიშვნას; ბანკის პარტნიორებს (აქციონერები) შორის საწესდებო ფონდის წილობრივ გადანაწილებას, თანხობრივ და პროცენტულ გამოხატულებაში.
2. ბანკის თითოეულ რეზიდენტ პარტნიორზე (აქციონერი) წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ფიზიკურ პირებზე: სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, საქმიანობა და პროფესია; შრომის წიგნაკის ამონაწერი დამოწმებული ბოლო სამუშაო ადგილიდან;
ბ) იურიდიულ პირებზე: სარეგისტრაციო დოკუმენტების ნოტარიალურად დამოწმებული ასლები; წლიური და ბოლო პერიოდის ბალანსი დამოწმებული საგადასახადო სამსახურის მიერ და ამავე სამსახურის ცნობა იმის შესახებ, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას ბიუჯეტისადმი დავალიანება არ ერიცხება; აუდიტორული ორგანიზაციის დასკვნა მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ; მომსახურე ბანკიდან ცნობა ანგარიშის არსებობის შესახებ და საგადასახადო დავალების ასლი საწესდებო ფონდში შეტანილ თანხაზე.
3. ბანკის არარეზიდენტ პარტნიორებზე (აქციონერი) წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) საპასპორტო მონაცემები დამოწმებული შესაბამისი საელჩოს მიერ, საგადასახადო დეკლარაცია;
ბ)იურიდიულ პირებზე: სარეგისტრაციო დოკუმენტები, აუდიტორული ორგანიზაციის დასკვნა მის ფინანსურ მდგომარეობაზე; უფლებამოსილი ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის) გადაწყვეტილება ბანკის საწესდებო ფონდში მონაწილეობის შესახებ; იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი კომერციული ბანკია, მაშინ აუცილებელია იმ ქვეყნის ცენტრალური ბანკის სარეკომენდაციო წერილი, რომლის ტერიტორიაზეც ბანკი არის რეგისტრირებული;
გ) ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნეს ლეგალიზებული სახით.
4. კომერციული ბანკის საერთო ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც მოიცავს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) ბანკის შინაგანაწესი, დამტკიცებული წესდების შესაბამისად;
ბ) დირექტორატის (გამგეობა) წევრებისა და მთ. ბუღალტრის შრომის წიგნაკის ამონაწერები და სარეკომენდაციო წერილები დამოწმებული ბოლო სამუშაო ადგილებიდან, კადრების აღრიცხვის ფურცლები და დიპლომის ასლები. კომერციული ბანკის დირექტორატის (გამგეობა) თავმჯდომარედ და მთ. ბუღალტრად, როგორც წესი, ინიშნებიან პირები, რომელთაც გააჩნიათ ბოლო სამი წლის მანძილზე საბანკო-საფინანსო სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება და შეფასდებიან დადებითად ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.*
* მოქმედი კომერციული ბანკების მენეჯმენტის ყველა ცვლილება უნდა აკმაყოფილებდეს მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს.
5. ბანკის ბიზნესგეგმა, დამოწმებული დირექტორატის (გამგეობა) მიერ, უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს;
ა) საფინანსო ოპერაციები და ძირითადი აქტივები: ძირითადი საფინანსო ოპერაციები და საბანკო პროდუქტი, რომელსაც სთავაზობს ბანკი კლიენტურას;
ბ) აქტივებისა და ვალდებულებების დაახლოებითი სტრუქტურა: მოსალოდნელი აქტივ-პასივის სტრუქტურა პირველი 2 წლის განმავლობაში; ბანკის მთლიანი კაპიტალის ადეკვატურობა და მისი დაცვა; ლიკვიდურობის უზრუნველყოფის სტრუქტურა; დაკრედიტებისა და ინვესტირების პოლიტიკა და პროცედურა;
გ) მოგება-ზარალის გაანგარიშების გეგმა: შემოსავალ-გასავლის გეგმა დაფუძნებული ბაზრის ანალიზზე მომავალი 2 წელზე გაანგარიშებით; მოგების განაწილების პროექტი; ხარჯების სტრუქტურა.
6. წარმოდგენილი უნდა იქნეს ცნობა ბანკის განაღდებული საწესდებო კაპიტალის შესახებ და ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციების, ფასეულობის დაცვისა და სპეცგადაზიდვის სამმართველოს მიერ გაცემული სალაროს კვანძის პასპორტი.
7. ზემოაღნიშნული საბუთების სრულყოფილად წარმოდგენის შემდგომ ეროვნული ბანკი არაუგვიანეს ერთი თვის ვადისა მიიღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და წერილობით აცნობებს პასუხს განმცხადებელს.
4. უცხოური კომერციული ბანკის ფილიალის ლიცენზირება
1. უცხოური კომერციული ბანკის ფილიალზე საბანკო ლიცენზია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თავად ბანკი სათავო დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში უფლებამოსილია მოიზიდოს ფულადი ანაბრები ან გადახდის სხვა საშუალებები, ასეთი შემთხვევაში საბანკო ლიცენზია გაიცემა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და უცხო სახელმწიფოს იმ კომპეტენტურ ორგანოთა შორის კონსულტაციების გამართვის შემდეგ, რომლებიც ახორციელებენ შესაბამისი ბანკის ლიცენზირებასა და ზედამხედველობას.
2. უცხოური ბანკის ფილიალის ლიცენზიის მისაღებ განაცხადს თან უნდა ერთოდეს:
ა) ფილიალის რეგისტრაციის შესახებ სასამართლო დადგენილების ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ბ) ფილიალის საქმიანობის მოკლე აღწერილობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ) სათავო ბანკის სარეგისტრაციო დოკუმენტები;
დ) ბანკის უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება ფილიალის გახსნის შესახებ;
ე) იმ ქვეყნის ცენტრალური ბანკის სარეკომენდაციო წერილი, სადაც განთავსებულია სათავო ბანკი;
ვ) აუდიტორული ორგანიზაციის ბოლო პერიოდის დასკვნა სათავო ბანკის ფინანსური მდგომარეობის შესახებ;
ზ) სათავო ბანკის წერილი, იმის შესახებ, რომ იგი იღებს სრულ იურიდიულ და ფინანსურ ვალდებულებას აღნიშნული ფილიალების საქმიანობასა და შედეგებზე;
თ) სათავო ბანკის მიერ ფილიალისათვის გამოყოფილი ხელუხლებელი რესურსის მინიმალური ოდენობა უნდა იყოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის დადგენილი საწესდებო ფონდის ადეკვატური;
ი) უფლებამოსილი ორგანოს მიერ დირექტორატის (გამგეობის) წევრების არჩევის ოქმი და ფილიალის საერთო ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც მოიცავს შემდეგ დოკუმენტებს; დირექტორატის (გამგეობის) წევრების შრომის წიგნაკის ამონაწერი და სარეკომენდაციო წერილი დამოწმებული ბოლო სამუშაო ადგილიდან, კადრების აღრიცხვის ფურცელი და დიპლომის ასლი;
კ) იმ შემთხვევაში, როდესაც დირექტორატის წევრი არარეზიდენტია, წარმოდგენილი უნდა იქნეს სარეკომენდაციო წერილი დამოწმებული ბოლო სამუშაო ადგილიდან, ინფორმაცია სამსახურებრივი გამოცდილების შესახებ და ავტობიოგრაფია; უცხოური კომერციული ბანკის ფილიალის დირექტორატის (გამგეობის) თავმჯდომარე და მთ. ბუღალტერი უნდა აკმაყოფილებდეს მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს;
ლ) ფილიალის შინაგანაწესი დამტკიცებული უფლებამოსილი ორგანოს მიერ;
მ) ფილიალის ბიზნესგეგმა, რომელშიც 3.5 პუნქტში არსებულ ასპექტებთან ერთად აღნიშნული უნდა იყოს ფილიალის საქმიანობის სახეობა და მისი გახსნის აუცილებლობის ეკონომიკური დასაბუთება;
ნ) ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციების, ფასეულობის დაცვისა და სპეცგადაზიდვის სამმართველოს მიერ გაცემული სალაროს კვანძის პასპორტი.
3. ზემოაღნიშნული საბუთების სრულყოფილად წარმოდგენის შემდგომ ეროვნული ბანკი არაუგვიანეს ერთი თვის ვადისა მიიღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და წერილობით აცნობებს პასუხს განმცხადებელს.
4. ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე კანონის მოთხოვნათა დაცვით.
5. უცხოური კომერციული ბანკის ფილიალი, როგორც სხვა ყველა კომერციული ბანკი, ვალდებულია დაიცვას ეროვნული ბანკის მოთხოვნები და ნორმატივები.
5. კომერციული ბანკების შერწყმა (გაერთიანება, მიერთება) და გაყოფა
1. კომერციული ბანკების გაერთიანება შეიძლება მოხდეს ორი ან რამდენიმე ბანკის მიერ ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობის საფუძველზე.
2. გაერთიანებისას კომერციული ბანკები კარგავენ თავიანთ იურიდიულ და ფინანსურ დამოუკიდებლობას და წარმოიქმნება ერთი ახალი დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს გაერთიანებული საზოგადოებების უფლებამონაცვლეს.
3. აღნიშნული თანხმობის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკს განცხადებასთან ერთად უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) შესაბამისი კომერციული ბანკების პარტნიორთა საერთო კრებების გადაწყვეტილება გაერთიანების შესახებ;
ბ) კომერციული ბანკების სარევიზიო კომისიის აქტები ბოლო პერიოდისათვის;
გ) ბანკების გაერთიანების შედეგად წარმოქმნილი ახალი ბანკის ბალანსის პროდუქტი;
დ) მომავალი კომერციული ბანკის ბიზნესგეგმა და გაერთიანების ეკონომიკური დასაბუთება;
ე) ბანკის შინაგანაწესი (დამოწმებული წესდების შესაბამისად).
4. აღნიშნული დოკუმენტების განხილვის შემდგომ არაუგვიანეს ერთი თვის ვადისა ეროვნული ბანკი მიიღებს გადაწყვეტილებას და წერილობით აცნობებს კომერციულ ბანკებს.
5. თუ კომერციული ბანკების შერწყმა დადებითად იქნა შეფასებული, მაშინ დამატებით, ბანკის ლიცენზირებისათვის საჭიროა წარმოდგენილ იქნეს მე-3 მუხლის 1; 2; 3; 4; 6 პუნქტებით გათვალისწინებული საბუთები და შესაბამის კომერციულ ბანკებზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ადრე გაცემული ყველა საბანკო ლიცენზია.
6. აღნიშნული დოკუმენტების სრულყოფილად წარმოდგენის შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკი ახალშექმნილ კომერციულ ბანკზე გასცემს საბანკო ლიცენზიას.
7. გაერთიანების შედეგად წარმოქმნილ ბანკზე, არ ვრცელდება „საქართველოს კომერციული ბანკების საწესდებო კაპიტალის (ფონდის) მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 9 ივლისის № 62 ბრძანების I მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.
8. იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება ერთი კომერციული ბანკის მიერ მეორე კომერციული ბანკის მიერთება, მაშინ ეროვნული ბანკის თანხმობის მისაღებად განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) ბანკების საერთო კრების გადაწყვეტილება აღნიშნულზე;
ბ) ბიზნესგეგმა, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტების (ბალანსები, ანგარიშგებანი) პროექტებს ერთი ბანკის მიერთებისას მეორეზე.
9. ბანკების მიერთების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის შესაბამისი განკარგულებით მიერთებული კომერციული ბანკის საბანკო ლიცენზია ჩაითვლება გაუქმებულად, ხოლო იმ კომერციული ბანკის საბანკო ლიცენზია, რომელმაც მიიერთა მეორე უცვლელი რჩება.
10. არ დაიშვება C A M E L-ის კომპოზიტიური რეიტინგის მეოთხე და მეხუთე კატეგორიების კომერციული ბანკების მიერ სხვა კომერციულ ბანკების ან მათი ფილიალების შერწყმა (მიერთება).
11. კომერციული ბანკის გაყოფა ორ ან რამდენიმე ბანკად განიხილება როგორც ახალი კომერციული ბანკების წარმოქმნა და შესაბამისად მათი ლიცენზირება უნდა მოხდეს არსებული წესების თანახმად.
12. ბანკების შერწყმის, მიერთების ან გაყოფის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში ეროვნული ბანკი გამოაქვეყნებს შესაბამის განკარგულებას.