საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის და ატესტაციის ჩატარების წესის და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 04.02.2010
ძალის დაკარგვა 18.01.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.038.014191
გამოქვეყნების წყარო სსმ, 16, 11/02/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,195 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.02.2010 მიღება
18.01.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის და ატესტაციის ჩატარების წესის და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:SPAcademi;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.tarigi, li.tarigi, div.tarigi {mso-style-name:tarigi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:SPAcademi; font-weight:bold;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.5pt .75in 49.5pt 49.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.038.014.191 საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება №23 2010 წლის 4 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის და ატესტაციის ჩატარების წესის და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის № 46 ბრძანებულების, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის № 47 ბრძანებულების და „საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დატკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის № 8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:     მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სიტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თანდართული დებულება“.     მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხ. კალმახელიძე საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო „ საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი“ (შემდგომში – წესი) ვრცელდება საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში-სამინისტრო) ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეებზე.     მუხლი 2🔗. კონკურსისა და ატესტაციის განხორციელების პრინციპები სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის განხორციელების პრინციპებია: ა) ობიექტურობა; ბ) გამჭვირვალობა; გ) არადისკრიმინაციულობა; დ) საჯაროობა; ე) კოლეგიურობა; ვ) კორექტულობა. თავი II საკონკურსო-საატესტაციო კომისია     მუხლი 3🔗. კომისის მიზანი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) მიზანია: ა) ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა; ბ) დაკავებულ თანამდებობასთან მოსამსახურის შესაბამისობის დადგენა; გ) საკადრო რეზერვის შექმნა; დ) მოსამსახურის (კანდიდატის) პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება.     მუხლი 4🔗. კომისიის შემადგენლობა 1. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. 2. კომისიის თავმჯდომარეს საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი. 3. კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 4. თავმჯდომარის მოადგილეს და წევრებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე. 5. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 6. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები.     მუხლი 5🔗. კომისიის საქმიანობის წესი 1. კომისიის წევრებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. 4. კომისიის სხდომა ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ადგენს კომისიის მდივანი და ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე, დამსწრე კომისიის წევრები და კომისიის მდივანი. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.     მუხლი 6🔗. საპრეტენზიო კომისია 1. კონკურსის/ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, მინისტრის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია. 2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი. 3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან: საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის/ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში. 4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. საპრეტენზიო კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრვლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა. 7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს გამოხატოს განსხვავებული აზრი და დაურთოს ოქმს, რის შესახებაც კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 8. კონკურსანტებს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვთ კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შემოტანილი განცხადება განიხილება არაუმეტეს 3 დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას. 9. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. თავი III კონკურსი     მუხლი 7🔗. კონკურსის გამოცხადება 1. საჯარო კონკურსს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ოფიციალურ ბეჭვდით ორგანოში აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის წინადადებით და მასთან შეთანხმებით. 2. შეტყობინება კონკურსის შესახებ უნდა მოიცავდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს. 3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს სამი კვირისა კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან. 4. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე ქმნის სამდივნოს (შემდგომში – სამდივნო), რომელსაც ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი. 5. სამდივნოს უფროსს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე. 6. სამდივნოს წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 7. სამდივნო უზრუნველყოფს კონკურსის ჩატარებისათვის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას, მათ შორის, კანდიდატების განცხადებების მიღებას, მათ მიერ წარდგენილი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას და დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენას. 8. კონკურსის დამთავრებისა და კონკურსის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს საქმიანობას.     მუხლი 8🔗. მოთხოვნები რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელმაც მიაღწია 21 წლის ასაკს, აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება, ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. კანდიდატთა ზღვრული ასაკი განისაზღვრება 65 წლით. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.     მუხლი 9🔗. კონკურსისათვის წარმოსადგენი საბუთები 1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარადგინოს: ა) განცხადება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სახელზე; ბ ) ავტობიოგრაფია ან Curriculum Vitae (CV); გ ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა ; დ ) ორი ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3X4); ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2. კანდიდატებს განცხადების შესატანად ეძლევათ ორკვირიანი ვადა ვაკანტური თანამდებობის არსებობის შესახებ ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში განცხადების გამოქვეყნების დღიდან.     მუხლი 10🔗. კონკურსის პირობები 1. კონკურსი შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს: ა) წერითი დავალება; ბ) სხვადასხვა სახის ტესტირება; გ) გასაუბრება. 2. ტესტირების, წერითი დავალების ან გასაუბრების თემატიკა და პროგრამა უნდა გამოქვეყნდეს კონკურსის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე მაინც. 3. კონკურსის პირობებს განსაზღვრავს საკონკუროს-საატესტაციო კომისია, მინისტრთან შეთანხმებით.     მუხლი 11🔗. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა კომისია კანდიდატების საკონკურსო ეტაპების დასრულების შემდეგ მათ დაუსწრებლად სხდომაზე განიხილავს დასაკავებელ თანამდებობასთან თითოეული კანდიდატის შესაბამისობის საკითხს. აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 12🔗. კენჭისყრის წესი და გადაწყვეტილების მიღება 1. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია თავის სხდომაზე ატარებს ღია კენჭისყრას. 2. კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. 3. გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.     მუხლი 13🔗. კონკურსის შედეგი 1. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წამოაყენებს ერთ-ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე. 2. კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების გამოტანიდან არაუგვიანეს 5 დღისა სამდივნოს მეშვეობით წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს კი – კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის თქმის შესახებ. 3. კონკურსის შედეგების შესახებ მინისტრს მოხსენდება კონკურსის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში. 4. მინისტრი, ან კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე სხვა პირი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.     მუხლი 14🔗. ჩაშლილი კონკურსი თუ კომისიამ უარი განაცხადა თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდა­ტის წამოყენებაზე ან ამ თანამდებობაზე არ იქნა მიღებული არც ერთი განცხადება, ამ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ითვლება ჩაშლილად. თავი IV მოხელის ატესტაცია     მუხლი 15🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი 1. ატესტაციას ექვემდებარება: ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი); ბ) მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის; გ) რეზერვში ჩარიცხული პირი; დ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ. 2. ატესტაციას არ ექვემდებარება: ა) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ან ირჩევს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო; ბ) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ირჩევენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები; გ) მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით. 3. მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ექვემდებარება მომავალ წელს ატესტირებას.     მუხლი 16🔗. ატესტაციის დრო 1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს მინისტრი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 2. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ატესტაციის ჩატარების პირობების შესახებ უნდა ეცნობოს ორი კვირით ადრე მაინც.     მუხლი 17🔗. ატესტაციის ჩატარების წესი 1. ატესტაციის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე მოხელის უშუალო ხელმძღვანელი სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოში წარადგენს მოხელის დახასიათებას (დანართი №1). 2. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას. 3. ატესტაციის ჩატარებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას ახორციელებს სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საკადრო უზრუნველყოფის სამმართველო. 4. ატესტაცია შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს: ა) წერითი დავალება; ბ) სხვადასხვა სახის ტესტირება; გ) გასაუბრება. 5. ტესტირების თემატიკას მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია მინისტრთან შეთანხმებით. 6. მოხელესთან გასაუბრებას შეიძლება დაესწროს სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი სადაც პირი მუშაობს. 7. გასაუბრების გზით ატესტაციის ჩატარებისას მოხელის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის ცოდნას საკვალიფიკაციო თემატიკის შესაბამისად და უსვამს მას კითხვებს მის სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 8. ატესტაციაზე მოხელის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი გადაიდება შემდგომი სხდომისათვის. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოხელე კომისიის გადაწყვეტილებით იღებს ამ დებულების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას.     მუხლი 18🔗. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება 1. ატესტაციისას კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაღვრება ამ დებულების მე-12 მუხლით. 2. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა: ა) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას; ბ) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; გ) ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას); დ) მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას. 3. საჭიროების შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას და დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის სპეციალური წოდების მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ.     მუხლი 19🔗. ატესტაციის შედეგები 1. კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 2. ატესტაციის შედეგების შესახებ მოხელეს ეცნობება კენჭისყრის დამთავრების შემდეგ. 3. ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად დაერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. (დანართი №2) 4. მოხელე საატესტაციო ფურცელს ეცნობა შევსებიდან ორ დღეში და ხელს აწერს მას. 5. ატესტაციის შედეგები მინისტრს მოხსენდება ატესტაციის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში. 6. მინისტრი კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის სფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას სპეციალური წოდების მინიჭების/ჩამორთმევის, კვალიფიკაციის ამაღლების, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის დაწინაურების შესახებ, ატესტაციის დასრულებიდან სამი კვირის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოხელე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და იგი სხვა თანამდებობიოს დაკავებაზე ან კვალიფიკაციის ამაღლებაზე უარს აცხადებს, მინისტრს უფლება აქვს მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან. დანართი №1 მოხელის დახასიათება სახელი, გვარი ___________________________________________________________________ დაკავებული თანამდებობა ________________________________________________________ სამსახურებრივი მოვალეობების ჩამონათვალი ______________________________________ საატესტაციო პერიოდში შესრულებულ საკითხთა ჩამონათვალი და შედეგების შეფასება ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ პროფესიული და ინდივიდუალური ჩვევები ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ დადებითი და უარყოფითი მხარეები _______________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________ წახალისება _______________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ წინადადებები კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების, თანამდებობრივი დაწინაურების, სპეციალური წოდების ან საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ _____________________________________________________________ ____ _______________ _____________________________________________________________ ____ _______________ _______________________________________________________________ __ _______________ ხელმოწერა __________________ ___________ თარიღი _____________________ __________ დანართი №2 საატესტაციო ფურცელი მოხელის სახელი, გვარი ________________________ _____________________ ____________ დაბადების თარიღი და ადგილი _______________________________ ______ _____________ დაკავებული თანამდებობა და დანიშვნის (არჩევის) თარიღი _________________________________________________________________ __ _____________ ____________________________________________________________________ ____________ თანამდებობრივი რანგი, საკლასო ჩინი, სპეციალური წოდება ______________________________________________________________________ __________ ______________________________________________________________________ __________ განათლება (სასწავლო დაწესებულება, სპეციალობა) ________________________________________________________________________ ________ ________________________________________________________________________ ________ სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო წოდება _______________________________________________________________________ _________ შრომის საერთო სტაჟი (მ/შ საჯარო სამსახურში)____________________________ _________ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნა ______________________________ _________ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაცია________________________ _________ ________________________________________________________________________ ________ ______________________________________________________________________ __________ _____________________________________________________________________ ___________ შენიშვნა ___________________________________________________________ ____________ კომისიის თავმჯდომარე ________________________ კომისიის წევრები ___________________________ თარიღი ________________________ გავეცანი: მოხელის სახელი, გვარი ———————————————————— მოხელის ხელმოწერა ——————————————————— თარიღი ——————————————————————