„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №237
2007 წლის 10 აპრილი
ქ. თბილისი
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულების (სსმ III, 2003 წ., №126, მუხ. 1050) პირველი პუნქტით დამტკიცებულ ნუსხაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ნუსხის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში:
1. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე.
2. სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ინფორმაციის დაცვის სამმართველოს უფროსი.
3. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი.
4. შემოსავლების სამსახურის:
ა) უფროსის მოადგილე;
ბ) სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი და მისი მოადგილე (გარდა საგადასახადო და საბაჟო საკითხებში სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსისა და მისი მოადგილისა);
გ) საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საკითხებში შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულის უფროსი გამომძიებელი, გამომძიებელი, უფროსი ოპერატიული თანამშრომელი, ოპერატიული თანამშრომელი, უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი;
დ) სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომელი;
ე) საგადასახადო ინსპექციის უფროსი, მსხვილ გადამხდელთა და აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციების უფროსები;
ვ) საბაჟო საკითხებში მასმედიასთან ურთიერთობისა და საიდუმლო საქმისწარმოების სამსახურის საიდუმლო საქმისწარმოების განყოფილების შეიარაღებისთვის პასუხისმგებელი თანამშრომელი;
ზ) საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს გაცილების განყოფილების უფროსი;
თ) რეგიონალური საბაჟოს უფროსი და მისი მოადგილე;
ი) რეგიონალური საბაჟოების საბაჟო გაფორმების განყოფილებების უფროსი;
კ) საბაჟო საგუშაგოს უფროსი და მისი მოადგილე;
ლ) საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი და მისი მოადგილე.“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 10.04.2007.
- როდის იქნა მიღებული „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 10.04.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №237. სარეგისტრაციო კოდი — 140.120.000.08.002.004.
- სად არის „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.04.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №237, 10.04.2007, სარეგისტრაციო კოდი 140.120.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.04.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/100384/