დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 14.09.2010
ძალის დაკარგვა 07.08.2014
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13-37
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 30, 27/09/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 04.08.2014
დოკუმენტის ტექსტი
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:"MS Mincho"; panose-1:2 2 6 9 4 2 5 8 3 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"\@MS Mincho"; panose-1:2 2 6 9 4 2 5 8 3 4;} @font-face {font-family:GeorgiaNET; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {mso-style-link:"Body Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:16.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {mso-style-link:"Body Text Indent Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {mso-style-link:"Body Text 2 Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {mso-style-link:"Body Text 3 Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.BodyText2Char {mso-style-name:"Body Text 2 Char"; mso-style-link:"Body Text 2"; font-family:"LitNusx","sans-serif";} span.BodyTextIndentChar {mso-style-name:"Body Text Indent Char"; mso-style-link:"Body Text Indent";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.BodyText3Char {mso-style-name:"Body Text 3 Char"; mso-style-link:"Body Text 3";} span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; mso-style-link:"Body Text"; font-family:AcadNusx;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:35.45pt 56.65pt 28.35pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ს
დადგენილება №13-37
2010 წლის 14 სექტემბერი
ქ. დმანისი
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის №9-22 დადგენილების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
1. დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 20 დეკემბრის №28 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ შ. ალიევი
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის თვითმმართველი ერთეულის (მუნიციპალიტეტის) გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომლის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, სხვა საკანონმდებლო/ნორმატიული აქტები, გამგეობის დებულება, თვითმმართველი ერთეულის (მუნიციპალიტეტის) საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის და მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტები და ეს დებულება.
2. სამსახურის ძირითადი ფუნქციაა გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისთვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.
3. სამსახურის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.
4. სამსახური ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების მიხედვით აღასრულებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს, ასევე გამგებლის დავალებებს.
5. სამსახური არ არის იურიდიული პირი.
მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები და უფლებები
1. სამსახურის ფუნქციებია:
ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და თანამდებობის პირთა საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება;
ბ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების სამუშაო გეგმების პროექტების მომზადება, სამუშაო გეგმებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებული შესაბამისი მასალებით უზრუნველყოფა;
გ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და თანამდებობის პირების საკრებულოსთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;
დ) სხვა თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელ ორგანოებთან ურთიერთობების დამყარების ორგანიზება, გამგეობის მიერ ოფიციალური დელეგაციების მიღებისა და გამგზავრების უზრუნველყოფა;
ე) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მათი უფლებამოსილების განხორციელებაში ორგანიზაციული და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
ვ) ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა;
ზ) გამგებლის სამართლებრივი აქტების შესრულებაზე კონტროლი;
თ) გამგეობის ინტერესების სასამართლოში დაცვის ორგანიზება;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი საქმისწარმოების (მათ შორის, ელექტრონული საქმისწარმოების) პროცედურების საორგანიზაციო უზრუნველყოფა; დოკუმენტბრუნვის ორგანიზება გამგეობაში; სამსახურებრივი დოკუმენტების, მოქალაქეთა, ორგანიზაციების, დაწესებულებების მიერ გამოგზავნილი წერილებისა და მიმართვების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, მათი გადაგზავნა ადრესატებისათვის; დასმული საკითხების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განხილვაზე კონტროლის განხორციელება; დოკუმენტაციის შენახვისა და საარქივო წარმოების უზრუნველყოფა;
კ) გამგეობის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია, მათი საქმიანობის ორგანიზაციული და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა;
ლ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის საინფორმაციო, ანალიტიკური, საცნობარო და ტექნოლოგიურ-პროგრამული უზრუნველყოფა; გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და თანამდებობის პირების ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება, გამგეობის საინფორმაციო-ტელეკომუნიკაციური სისტემების ორგანიზება და განვითარება; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მუშაობის ორგანიზება; საჯარო ადმინისტრაციული საქმისწარმოებით მიღებული გამგებლის სამართლებრივი აქტების, გამგებლის მიერ ინიციირებული ნორმატიული აქტების პროექტების, გამგებლის ანგარიშების, გამგეობის პრესრელიზების გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
მ) გამგებელთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებების აღრიცხვა და მათ შესრულებაზე კონტროლი;
ნ) გამგეობის საკუთრებაში არსებული მატერიალურ ფასეულობათა (ტრანსპორტი, საოფისე ინვენტარი და მასალები, სხვა ქონება მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების გარდა) აღრიცხვაში, ინვენტარიზაციის დაგეგმვასა და ორგანიზაციულ უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება; წინადადებების მომზადება გამგეობის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში; გამგეობის შენობის, საოფისე-საორგანიზაციო ინვენტარისა და ტექნიკის, ტრანსპორტისა და სხვ. მოვლა-პატრონობა;
ო) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
2. სამსახურს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით, მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;
გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახურის სტრუქტურა შედგება სამსახურის უფროსის და სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია:
ა) მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილება და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება სამსახურის დებულებით და სამსახურის უფროსის თანამდებობრივი ინსტრუქციებით.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 4🔗. მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება
1. მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება (შემდგომში – განყოფილება) წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ემსახურება მოქალაქეთა ლეგიტიმურ ინტერესს, ხელსაყრელ, თანასწორ, სამართლიან და ეფექტურ ადმინისტრაციულ მომსახურებას.
2. განყოფილების ფუნქციაა უზრუნველყოს მოქალაქეთა დროული, კვალიფიციური და სრულყოფილი მომსახურება, გამჭვირვალობისა და ნდობის ფაქტორის გაზრდა.
3. განყოფილება თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებით და სხვა საკანონმდებლო/ნორმატიული აქტებით.
4. განყოფილების ძირითადი ფუნქციები და უფლება-მოვალეობებია:
ა) გამგეობის საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფა: გამგეობის საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების შეგროვება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა, სპეციალური ელექტროფოსტის საინფორმაციო ბანკის მომზადება, გამგებლის და გამგეობის სხვა თანამდებობის პირების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გამგეობის სხვა თანამშრომლების საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების სათანადო კომპლექსით უზრუნველყოფა;
ბ) ერთი ფანჯრის პრინციპით მოქალაქეთა მისაღების ორგანიზება, გამგებლის მიერ მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, გამგეობაში შემოსული მოქალაქეთა წერილების, მიმართვების, მოთხოვნების აღნუსხვა, განხილვა, გაანალიზება და მათზე რეაგირებისათვის წინადადებათა პროექტების მომზადება;
გ) ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება კომუნალური მომსახურების (წყალი, კანალიზაცია, მყარი ნარჩენები), სამშენებლო, სატრანსპორტო და სხვა სახის ნებართვების, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის და შენობა-ნაგებობების, ადგილობრივი მოსაკრებლების და სოციალურ სფეროში მომსახურების შესახებ;
დ) საჯარო ინფორმაციის მიწოდება;
ე) იურიდიული სახის დახმარებების და კონსულტაციების გაწევა;
ვ) მუნიციპალიტეტის იმიჯის ამაღლების ხელშეწყობა, ადმინისტრაციული საქმიანობის ეფექტურობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ზ) ყველასათვის ნათელი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი მომსახურება;
თ) საკრებულოს, გამგეობისა და თვითმმართველობის თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებებისა და სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვა, მისი ანოტირება, სარეკვიზიტო და დოკუმენტური გაფორმება, ადრესატისადმი გადაცემა, კორესპონდენციის გადაგზავნა;
ი) მედიასთან ურთიერთობა, მუნიციპალიტეტის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება;
კ) მუნიციპალიტეტის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის საინფორმაციო, საცნობარო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და პროგრამული მომსახურება;
ლ) მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირება, ინტერნეტსაიტების და ინტერნეტგვერდების შექმნა და საჯარო ინფორმაციის მათზე განთავსება;
მ) მოქალაქეთა მიერ საჯარო ინფორმაციის მიღების კომპიუტერიზაცია, ავტომატიზაცია და ინტერნეტიზაცია;
ნ) მუნიციპალიტეტის ორგანოების და თანამდებობის პირების მიერ მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტების ოპერატიული გავრცელება ინტერნეტის მეშვეობით;
ო) საჯარო ადმინისტრაციული საქმისწარმოებით მიღებული გამგებლის სამართლებრივი აქტების, გამგებლის მიერ ინიციირებული ნორმატიული აქტების პროექტების, გამგებლის ანგარიშების, გამგეობის პრესრელიზების გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
პ) გამგეობის საინფორმაციო პოლიტიკის (მათ შორის, მასმედიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მოსახლეობის სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან და სხვ.) საინფორმაციო ურთიერთობების უზრუნველყოფა, სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალების საზოგადოებაში გავრცელება, მოქალაქეებისათვის გამგეობის საქმიანობის გაცნობა;
ჟ) თემატური სემინარებისა და პროგრამების ორგანიზების განხორციელება საზოგადოებისათვის აქტუალურ თემებზე;
რ) ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო კონტაქტების დამყარება ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელების მიზნით; კომპეტენციის შესაბამისად სახელმწიფო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობების გამყარება;
ს) გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანობთან ერთობლივი პროგრამების კოორდინაციის მიზნით ურთიერთობის გამყარება და ერთობლივი პროექტების განხორციელების კოორდინაცია;
ტ) გამგეობაში შემოსული წერილებისა და კორესპონდენციებზე მუშაობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის ადმინისტრაციის უფროსისათვის წარდგენა;
უ) საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
5. განყოფილებას უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტში არსებული შესაბამისი სამსახურებისაგან;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ საკითხთა დაზუსტების მიზნით, ითანამშრომლოს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან, მუნიციპალიტეტში არსებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და მოსთხოვოს მათ საჭირო ინფორმაცია.
6. განყოფილების მუშაობის ორგანიზაცია:
ა) განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი;
ბ) განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის წინაშე;
გ) განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ამ დებულებით;
დ) განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს გამგებლის დავალებით ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი თანამშრომელი.
7. განყოფილების მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები, მათი ვალდებულება განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამდებობრივ ინსტრუქციებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამგებლის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით.
3. სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, დებულებაში ცვლილებების შეტანა წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დადგენილების შესაბამისად.