ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 14.09.2010
ძალის დაკარგვა 11.08.2014
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016005
გამოქვეყნების წყარო სსმ, 30, 27/09/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 04.08.2014
დოკუმენტის ტექსტი
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:.25in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:30.0pt; font-size:14.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 49.35pt .75in 66.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ხონის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2010 წლის
14 სექტემბერი
ქ. ხონი
ხონის
მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
1. დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების
სამსახურის დებულება (დანართი №1).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს
„ხონის
მუნიციპალიტეტის გამგეობის
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 ივნისის №
44 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გელენიძე
დანართი №1
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება
1.
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს არქიტექტურულ-მშენებლობით პროცესს, ადგენს ტერიტორიულ-სივრცითი პოლიტიკის რეალიზაციისათვის, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული არქიტექტურულ-საამშენებლო სტრატეგიის შემცველობის მქონე დოკუმენტაციას და დადგენილი წესით წარადგენს დასამტკიცებლად; უზრუნველყოფს ადგილობრივი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციას, მართვასა და ეფექტურ გამოყენებას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობისა და გასხვისების პროცედურების მართვის საკითხების უზრუნველყოფას; უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის, დასუფთავების და კომუნალური მომსახურების ღონისძიებების დაგეგმვას.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. სამსახურის დებულებას მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4. სამსახურს აქვს შესაბამისი ბლანკი, შტა
მპი და ბეჭედი თავისი დასახელებით.
მუხლი 2🔗. სამსახურის უფლება-მოვალეობები
1. სამსახურის ფუნქციაა:
ა) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად განახორციელოს არქიტექტურულ-მშენებლობითი პროცესი ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
ბ) ამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას მშენებლობის ნებართვის გასაცემად და წარუდგენს გამგებელს;
გ)შეისწავლოს ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ-სივრცითი პოლიტიკის რეალიზაციისათვის, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული არქიტექტურულ-საამშენებლო სტრატეგიის შემცველობის მქონე დოკუმენტაცია და დადგენილი წესით წარუდგინოს გამგებელს;
დ) გასცეს ფიზიკური და/ან იურიდიული პირების მიმართ მშენებლობის, რეკონსტრუქციის, რესტავრაციის, ტერიტორიების დაპროექტებისა და არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება;
ე) შეითანხმოს განსახორციელებელი გეგმარებითი პროექტები, აგრეთვე საბინაო, სამოქალაქო, სამრეწველო, საინჟინრო და საკომუნიკაციო ნაგებობებისა და კომუნალური დანიშნულების ობიექტების საპროექტო დოკუმენტაცია, საქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარების წინადადებები;
ვ) უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სახელმძღვანელო პრინციპების დაცვა;
ზ) შეითანხმოს შენობა-ნაგებობების (მიწისზედა, მიწისქვეშა) პროექტები (მათ შორის, ხაზოვანი ობიქტების), მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაცია მშენებლობის ნებართვის გასაცემად და წარუდგინოს გამგებელს;
თ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამუშავებაში ექსპერტის ან კონსულტანტის სახით;
ი) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის დოკუმენტაციის პროექტის მომზადება;
კ) წინადადებების მომზადება მუნიციპალური საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, მათ წესდებებში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე საწარმოთა საწესდებო კაპიტალის ცვლილებების შესახებ;
ლ) თვითმმართველი ერთეულის გასასხვისებელი ქონების ნუსხის პროექტის, თვითმმართველი ერთეულის ქონების განკერძოების პროგრამების პროექტებისა და დამტკიცებული პროგრამების შესრულების ანგარიშის შედგენა;
მ) წინადადებების მომზადება მუნიციპალური ქონების კატეგორიის შეცვლის შესახებ;
ნ) თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვის გეგმის პროექტის მომზადება;
ო)ადგილობრივი ქონების გამოყენების მონიტორინგი და მათი ექსპლუატაციის ეფექტურობის შეფასება; ამორტიზირებული ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული პროექტების მომზადება;
პ) წინადადებების მომზადება თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებულ საწარმოთა მომავალი განვითარების ბიზნეს-გეგმისა და წლიური ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე; დამტკიცებული ბიზნეს-გეგმის შესრულების მიმდინარეობის გაანალიზება, საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადება ბიზნეს-გეგმაში ცვლილებების შეტანის შესახებ; საწარმოთა განვითარების ძირითადი მიმართულებებისა და შედეგობრივი პარამეტრების პროგნოზირება;
რ) წინადადებების და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემის შესახებ, რომლებიც კანონის შესაბამისად ექვემდებარება თვითმმართველ ერთეულზე გადაცემას; გადაცემის პროცესის ორგანიზაციულ საკითხთა გადაწყვეტა;
ს) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მასალების მომზადება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვისათვის კონკურსის და/ან აუქციონის ჩასატარებლად, მათი შესაბამის კომისიაზე განხილვის მიზნით;
სა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროგრამების პროექტების მომზადება;
ს
გ
) დასახლებებში ელექტროფიკაციის, გაზმომარაგების, კანალიზაციის, წყალმომარაგების, ნაგვის შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთის განსაზღვრა;
სგ) დასახლებებში გარე განათების და სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
სდ) შიდა სარგებლობის გზების, ტროტუარების, ხიდების, გვირაბების, მდინარეთა ჯებირების და სხვა საინჟინრო ნაგებობათა შეკეთებისა და ექსპლოატაციის უზრუნველყოფა;
სე) სანიტარიული დასუფთავების ორგანიზაცია, საოჯახო-საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციის უზრუნველყოფა;
სვ) საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინების მარეგულირებელი შუქნიშნების მოწესრიგება;
სზ) დასახლებებში სახლების ნუმერაცია;
სთ) ღონისძიებების დაგეგმვა წყალდიდობების შედეგების ლიკვიდაციის, ქუჩებისა და ტროტუარების თოვლისა და ყინულისაგან გასაწმენდად;
სი) წინადადებების მომზადება გამწმენდ ნაგებობათა და ნაგავგადამამუშავებელ საწარმოთა შექმნასა და შენახვაზე;
სკ) ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გამწვანების, პარკების, სკვერების, ბულვარების, წყალსატევების, გამწვანების ზონების მოწყობის ორგანიზება;
სლ) ქუჩების, ტროტუარებისა და მოედნების დასუფთავების, მყარი ნარჩენების შეგროვების, ნაგავსაყრელების მოწყობის და გამოყენების ორგანიზება;
სმ) მოსახლეობის საბინაო-კომუნალური მომსახურების ორგანიზება;
სნ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფონდის და კომუნალური მეურნეობის მართვა, შესაბამის ობიექტთა მოვლა-პატრონობა;
სო) მოსახლეობის საყოფაცხივრებო მომსახურების ორგანიზება;
სპ) ტრანსპორტის სფეროს რეაბილიტაცია-განვითარების პროგრამის პროექტების მომზადება; დამტკიცებული პროგრამის განხორციელების კოორდინაცია;
სრ) შიდამუნიციპალური სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვების აღრიცხვა;
სს) მომხმარებელთა უფლებების დაცვა და მონიტორინგი მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურებისა და მგზავრობის უსაფრთხოების წესების დაცვაზე.
2. სამსახური თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა, მათზე შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
ბ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები;
გ) გასცეს ფიზიკური და/ან იურიდიული პირების მიმართ მშენებლობის, რეკონსტრუქციის, რესტავრაციის, ტერიტორიების დაპროექტებისა და არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება;
დ) შეითანხმოს განსახორციელებელი გეგმარებითი პროექტები, აგრეთვე საბინაო, სამოქალაქო, სამრეწველო, საინჟინრო და საკომუნიკაციო ნაგებობებისა და კომუნალური დანიშნულების ობიექტების საპროექტო დოკუმენტაცია, საქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარების წინადადებები;
ე) უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სახელმძღვანელო პრინცპების დაცვა;
ვ) შეითანხმოს შენობა-ნაგებობების (მიწისზედა, მიწისქვეშა) პროექტები (მათ შორის, ხაზოვანი ობიექტების).
მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა და მისი მუშაობის ორგანიზაცია
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (ტექსტში შემდგომ – უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
2. სამსახური აერთიანებს:
ა) მთავარ სპეციალისტს – მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში (არქიტექტორი);
ბ
) მთავარ სპეციალისტს – ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხებში;
გ
) მთავარ სპეციალისტს – ქონებისა და მიწის მართვის საკითხებში;
დ
) მთავარ სპეციალისტს – გზებისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში;
ე
) მთავარ სპეციალისტს – ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების საკითხებში.
3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს განსაზღვრავს საკრებულო,
ხოლო საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. სამსახურის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად პასუხს აგებს დაკისრებულ ამოცანები
სა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას;
გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობი
ს ცალკეულ მიმართულებებს;
დ) დადგენილი წესით ამზადებს წინადადებებს საშტატო განრიგისა და ხარჯთაღიცხვაში ცვლილებებსა და დამატების შეტანის თაობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში;
ე) გასცემს და ხელს აწერს ადგილობრივი მოსაკრებელის საკითხებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს;
ვ) საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს სამსახურის მოსამსახურეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას.
ზ) ორგანიზებას უწევს და აკონროლებს მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
თ) უქმნის მომსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
ი) ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს.
5. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
მუხლი 4🔗. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად.