ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.09.2010
ძალის დაკარგვა 11.08.2014
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016006
გამოქვეყნების წყარო სსმ, 30, 27/09/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,309 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.09.2010 მიღება
11.08.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.0pt 49.3pt 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება № 19 2010 წლის 14 სექტემბერი ქ. ხონი ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს : 1. დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულება (დანართი №1). 2. „ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 7 აგვისტოს №113 დადგენილება. 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე  გ. გელენიძე დანართი №1 ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ხონის მუნიციპლიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას ადგილობრივი თვითმმართველობისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს: საქართველოს კონსტირუციით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს კანონით „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“, საქართველოს კანონით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, საქართველოს კანონით „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, სხვა ნორმატიული აქტებისა და წინამდებარე დებულებით. 3. სამსახურს აქვს დებულება, შტამპი, ბლანკი, ბეჭედი სახელწოდების აღნიშვნით. 4. სამსახურის მისამართია: ქალაქი ხონი, თავისუფლების მოედანი №6.     მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები ა) მშენებლობის მონაწილეთა მიერ მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი; კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებაზე; ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი, მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენება; გ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა); დ) გარე რეკლამის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი; ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე შენობა-ნაგებობების, ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკეტების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე კონტროლი; ვ) ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, მუნიციპალური სამსახურების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი სამშენებლო ობიექტის ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვებაზე, ქალაქის მწვანე ნარგავების დაზიანებაზე ან თვითნებურ გაჩეხვაზე, საამშენებლო შესაკეთებელ სამუშაოთა ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანებაზე; კეთილმოწყობის წესების დაცვაზე/ შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, სარეკლამო მეურნეობის, ვიტრინების, მარკეტების, ალაყაფებისა და სადარბაზოს კარების; კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე; ზ) აუცილებელი საგზაო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით ყოველწლიურად მუნიციპალიტეტის ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის შედგენაში მონაწილეობის მიღება დაინტერესებულ ორგანიზაციებთან შეთანხმებით, მისი დროული და ხარისხიანი შესრულების კონტროლისათვის ხელშეწყობა; თ) უკანონო, უსახური და ამორტიზირებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, „სტელაჟების“, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტის უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება; ი) კომპეტენციის ფარგლებში მეთოდოლოგიური დოკუმენტის მომზადება, რომლებიც, ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ნებართვის გაცემასა და ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღების საქმიანობას; კ) კომპეტენციის ფარგლებში არასაგადასახადო შემოსავლების ადგილობრივ ბიუჯეტში მობილიზებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ლ) იჯარით გაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებიდან იჯარის ქირის ამოღების ორგანიზაცია; მ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოიჯარეების მიერ მიწათსარგებლობის წესების დარღვევისა და იჯარის პორობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ მიმართ გათვალისწინებული ზომების გატარება; ნ) ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად დანიშნული სატენდერო მოსაკრებლის გადახდის წესის დაცვის კოორდინაცია; ო) სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვების პირობების დაცვის კონტროლი; პ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა-რეაგირება, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად განსახილველად სასამართლოში გადაგზავნა; ჟ) სახელმწიფო, მუნიციპალური და სხვა პროგრამების შესრულება; რ) უფლებამოსილების ფარგლებში საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის დავალებების განხორციელება.     მუხლი 3🔗. სამსახურის უფლებები და მოვალეობები 1. სამსახური უფლებამოსილია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს და განახორციელოს კონტროლი საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვის შესრულებაზე; შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტი სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ან/და იურიდიული პირის, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა; ბ) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, დააწესოს კონტროლი სამუშაოთა ხარისხიან შესრულებაზე დადგენილ ვადებში. დარღვევების გამოვლენისას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეადგინოს დოკუმენტები და საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით საკითხი სასამართლოს წინაშე. გ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სპეციალისტების შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, მოითხოვოს შესამოწმებელი ობიექტების ლაბორატორიული გამოცდის კვლევის და გაზომვების ჩატარება; დ) დადგენილი წესით შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და შემოწმების აქტი კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული, დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ; ვ) არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, აწარმოოს კონტროლი საქალაქო მეურნეობის კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების და დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე; ვ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, აგრეთვე თანამდებობის პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები; ზ) მის მმართველობას მიკუთვნებული სფეროების ფარგლებში მოამზადოს წინადადებები ადგილობრივი სამსახურებისა და კერძო სამართლის სუბიექტების არამართლზომიერი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების შესახებ და წარადგინოს დადგენილი წესით დანიშნულებისამებრ; თ) ამოიღოს ადგილობრივი მოსაკრებლები და განახორციელოს მასზე ზედამხედველობა; ი) მოახდინოს არასაგადასახადო შემოსავლების მობილიზების ღონისძიებათა განზორციელებაზე ზედამხედველობა; კ) უზრუნველყოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის, ქირის ამოღების ხელშეწყობა; ლ) არასასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებანი; მ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. 2. სამსახური ვალდებულია: ა) უზრუნველყოს ზედამხედველობა და კონტროლი მიმდინარე ყველა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოზე და აღნიშნულ საქმიანობაზე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე; ბ) მიიღოს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობისათვის დადგენილი წესების დარღვევისათვის საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზომები; გ) აწარმოოს საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების დაყენებაზე, შენობათა საძირკველის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგავის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე კონტროლი; დ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში გამგეობის და საკრებულოს მიერ ქალაქის კეთილმოწყობასა და სხვა სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებით, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის და დასუფთავების საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების, დადგენილებების, ბრძანებების, განკარგულებების, ინსტრუქციების და წესების შესრულებაზე; ე) შეინახოს და დაიცვას მასზე კანონით დადგენილი წესით გადაცემული სახელმწიფო ქონება, მოახდინოს ქონების ინვენტარიზაცია, ქონების დაზიანების, დატაცების და ა.შ. შემთხვევებში იმოქმედოს კანონის შესაბამისად; ვ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები.     მუხლი 4🔗. სამსახურის სტრუქტურა და მისი მუშაობის ორგანიზაცია 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (ტექსტში შემდგომ – უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.  2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს განსაზღვრავს საკრებულო, ხოლო საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. სამსახურის უფროსი: ა) უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად პასუხს აგებს დაკისრებული ამოცანები სა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას; გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობი ს ცალკეულ მიმართულებებს; დ) დადგენილი წესით ამზადებს წინადადებებს საშტატო განრიგსა და ხარჯთაღიცხვაში ცვლილებები სა და დამატების შეტანის თაობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში. 5. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.     მუხლი 5🔗. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად.