⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (21.08.2015)
გაუქმებულია:

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.09.2010
ძალის დაკარგვა 21.08.2015
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016011
გამოქვეყნების წყარო სსმ, 30, 27/09/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,109 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.09.2010 მიღება
21.08.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:GeorgiaNET; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:SPAcademi; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.tarigi, li.tarigi, div.tarigi {mso-style-name:tarigi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:35.95pt 31.35pt 35.95pt .5in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 2010 წლის 14 სექტემბერი ქ. ხონი ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულება (დანართი №1 ). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხონის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“   ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 31 იანვრის  №10   დადგენილება. 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე    გ. გელენიძე დანართი №1                                    ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულება თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. გამგეობის ტერიტორიული ორგანო 1. გამგეობის ტერიტორიული ორგანო იქმნება „თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში. 2. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ფუნქციაა განამტკიცოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კავშირი მოსახლეობასთან, ორგანიზაციულად უზრუნველყოს და გააკონტროლოს საკრებულოს, საკრებულოს თანამდებობის პირების და გამგებლის გადაწყვეტილებათა შესრულება; ორგანიზება გაუწიოს და გააკონტროლოს მოსახლეობისათვის კომუნალური და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდება; განახორციელოს ამ დებულებით დაკისრებული უფლებამოსილებანი. 3. გამგეობის ტერიტორიული ორგანო თავის საქმიანობას წარმართავს გამგებლის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმის და ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში. 4. გამგეობის ტერიტორიული ორგანო არ არის იურიდიული პირი. გამგეობის ტერიტორიულ ორგანოს აქვს საკუთარი ბეჭედი, ბლანკი და შტამპი.     მუხლი 2🔗. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს დებულება (რეგლამენტი), გამგეობის დებულება და ეს დებულება. 2. გამგეობის ტერიტორიული ორგანო თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 3. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. თავი II გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები     მუხლი 3🔗. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მოსახლეობის კავშირის უზრუნველყოფის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მოსახლეობის კავშირის უზრუნველყოფის სფეროში გამგეობის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) უზრუნველყოს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა გაცნობა; ბ) ორგანიზება გაუწიოს მოსახლეობის გამოკითხვას და საჯარო განხილვების ჩატარებას; მოსახლეობასთან თვითმმართველობის თანამდებობის პირების და საკრებულოს წევრების შეხვედრას; გ) უზრუნველყოს თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოსახლეობის წინადადებების, შენიშვნებისა და განცხადებების აღრიცხვა და მისი მიწოდება თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის; დ) გასცეს მოქალაქეებზე კანონით გათვალისწინებული ცნობები; ე) გაუწიოს კონსულტაცია მოსახლეობას თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;  ვ) გამგებლის დავალებით განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები.     მუხლი 4🔗. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება საბიუჯეტო-საფინანსო სფეროში გამგეობის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებას საბიუჯეტო-საფინანსო სფეროში განეკუთვნება: ა) მონაწილეობის მიღება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, წინადადებების მომზადება ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობის და საჯარო განხილვების ორგანიზება; ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობისგან გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაცია და გამგებლისათვის მათი მიწოდება; ბ) წინაადებების მომზადება ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ; მათი განხორციელების კოორდინაცია; დ) გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.     მუხლი 5🔗. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში გამგეობის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებას ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში განეკუთვნება: ა) ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების შესახებ წინადადებების მომზადება; ბ) მონაწილეობის მიღება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზების, საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით სხვა დოკუმენტების მომზადებაში; გ) მონაწილეობის მიღება ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებისა და გეგმების პროექტების შემუშავებაში; კონტროლი ამ პროგრამების განხორციელებაზე; გამგებლისადმი ყოველთვიური ანგარიშების წარდგენა ადმინისტრაციულ ერთეულში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შესრულების მიმდინარეობის შესახებ; დ) გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.     მუხლი 6🔗. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვის სფეროში თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვის სფეროში გამგეობის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის წესების შესაბამისად ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვა; წინადადებების შემუშავება ამ ქონების სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე; ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვა და კონტროლი ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე; გ) გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.     მუხლი 7🔗. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება მიწისა და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში მიწისა და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში გამგეობის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის მართვა და კონტროლი მიწის გამოყენებასა და დაცვაზე; ბ) წინადადებათა შემუშავება ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ; გ) ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსების მართვის კოორდინაცია; კონტროლი ბუნებრივი რესურსების სარგებლობის დადგენილი წესების დაცვაზე; დ) მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ; სტიქიური უბედურებებისა და ავარიების შემთხვევაში მოსახლეობის დასაცავად საჭირო ზომების მიღება; ე) გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.     მუხლი 8🔗. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, დაგეგმარების, განაშენიანებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სფეროში გამგეობის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებას სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, დაგეგმარების, განაშენიანებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სფეროში განეკუთვნება: ა) მონაწილეობის მიღება ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში; ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებასა და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში; ბ) მონაწილეობის მიღება ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროგრამების შედეგენასა და განხორციელებაში; გ) ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის და გამწვანების სამუშაოთა ორგანიზება; დ) კონტროლი შენობათა ფასადების მოვლაზე და რეკლამების განთავსებაზე; ე) ქუჩების, ტროტუარების და მოედნების დასუფთავების ორგანიზება; ვ) ღონისძიებათა გატარება სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისათვის. ზ) გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.     მუხლი 9🔗. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კომუნალური მეურნეობის სფეროში ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კომუნალური მეურნეობის სფეროში გამგეობის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) მონაწილეობის მიღება სატრანსპორტო სისტემის და ადგილობრივი გზების შენახვისა და განვითარების პროგრამებისა და გეგმების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში; ბ) გზების, ტროტუარების, მოედნების, სანაპიროების მოვლა-პატრონობა; გ) კონტროლი მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურების და ადგილობრივი გადაზიდვის დადგენილი წესების დაცვაზე; დ) კონტროლი სავაჭრო, კვების და სხვა საყოფაცხოვრებო ობიექტების მიერ ვაჭრობის წესების, სანიტარიული მდგომარეობის და უსაფრთხოების წესების დაცვაზე; ე) სარიტუალო მომსახურების და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ორგანიზება; ვ) მოსახლეობის საბინაო-კომუნალური მომსახურების ორგანიზება; ზ) დასახლებებში ელექტროფიკაციის, გაზმომარაგების, კანალიზაციის, წყალმომარაგების, ნაგვის შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების კოორდინაცია; თ) კონტროლი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფონდის და კომუნალური მეურნეობის ჯეროვან გამოყენებაზე; ი) გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.     მუხლი 10🔗. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და დასაქმების სფეროში განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და დასაქმების სფეროში გამგეობის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) მოსწავლეთა სასწავლო დაწესებულებებში მგზავრობის ორგანიზება: ბ) კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა ჩატარების ორგანიზება; გ) კონტროლი ბუნების, კულტურის და ისტორიულ ძეგლთა დაცვაზე; დ) მოსახლეობის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, პირველადი სამედიცინო-სანიტარიული და სხვა სახის სამედიცინო-სოციალური დახმარების ღონისძიებათა გატარების ორგანიზება: ე) მოსახლეობის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური დაცვის უზრუნველყოფა, კონტროლი დადგენილი სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვაზე; ვ) იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზება, რომელთა დახმარებაც ხდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან; ზ) შრომის ბაზრის ანალიზი და შესაბამის წინადადებათა მომზადება; თ) გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.     მუხლი 11🔗. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება აღრიცხვისა და ინფორმატიკის სფეროში აღრიცხვისა და ინფორმატიკის სფეროში გამგეობის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) ქონების, დოკუმენტების, უფლებების აღრიცხვის ორგანიზება; ბ) სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვება; გ) ადმინისტრაციულ ერთეულში საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრების ორგანიზება; დ) გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.     მუხლი 12🔗. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში გამგეობის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) მონაწილეობის მიღება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, მეზობლური და ოჯახური დავის რეგულირების საკითხებში; ბ) მონაწილეობის მიღება მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებით სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში; გ) კატასტროფების, სტიქიური უბედურებების და ეპიდემიების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებათა გატარება; დ) გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. თავი III გამგეობის რწმუნებული     მუხლი 13🔗. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი 1. გამგეობის  ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი –  გამგეობის  რწმუნებული (შემდგომში – რწმუნებული) არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. რწმუნებული, საკრებულოს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად, თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველ ერთეულში შემავალ დასახლებაში, დასახლებათა ჯგუფში ან დასახლების ნაწილში. 3. თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში რწმუნებული საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით დადგენილი წესით: ა) წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, გამგეობასთან  და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან; გ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე საკრებულოს და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ; დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; ე) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას; ვ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას; ზ) მოქალაქეებზე გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს; თ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისთვის  მათ მიწოდებას; ი) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს გამგებელს  და საკრებულოს; კ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას; ლ) მონაწილეობს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზების, საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით სხვა დოკუმენტების მომზადებაში; მ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე; ნ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას; ო) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ; პ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში; ჟ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს; რ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში; ს) ასრულებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს; ტ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. რწმუნებული ვალდებულია პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგინოს გამგებელს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულში: ა) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ; ბ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ; გ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ; დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ; ე) იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან; ვ) ჩასახლებული ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობის და მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ; ზ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ; თ) სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. 5. რწმუნებულს აქვს ბეჭედი მრგვალი ფორმის, ტერიტორიული ორგანოს აღნიშვნით, რომელიც გამოიყენება რწმუნებულის მიერ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. რწმუნებული ბეჭედს იყენებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელმოწერილი დოკუმენტის დასამოწმებლად. 6. რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის  წინაშე. 7. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.     მუხლი 14🔗. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეები 1. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთაც გამგეობის რწმუნებულის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები გამგეობის რწმუნებულის მიერ ფუნქციების განაწილების შესაბამისად ახორციელებენ გამგეობის რწმუნებულის დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს. 3. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები ანგარიშვალდებულნი არიან გამგეობის რწმუნებულისა და გამგებლის წინაშე.