„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№729
სარეგისტრაციო კოდი
010340000.08.002.016006
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 118, 16/09/2010

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №729

2010 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს ცვლილებები და XII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XII

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო თანამდებობები

    მუხლი 43. მთავარი საჯარო თანამდებობა

ა) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (შემდეგში – სამსახური) უფროსი;

ბ) სამსახურის უფროსის მოადგილე – სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი;

გ) სამსახურის უფროსის მოადგილე.

    მუხლი 44. წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) დეპარტამენტის უფროსი;

ბ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსი;

გ) მთავარი სამმართველოს უფროსი;

დ) სამსახურის უფროსის კონსულტანტი;

ე) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

ვ) სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის მოადგილე – სასწავლო ცენტრის უფროსი;

ზ) სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის მოადგილე;

თ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსის მოადგილე;

ი) მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;

კ) სამმართველოს უფროსი;

ლ) სამმართველოს უფროსი – მთავარი ბუღალტერი;

მ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფის აპარატის უფროსი.

    მუხლი 45. უფროსი საჯარო თანამდებობა

ა) სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ბ) სასწავლო ცენტრის უფროსის მოადგილე;

გ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფის აპარატის უფროსის მოადგილე;

დ) სამსახურის უფროსის თანაშემწე;

ე) განყოფილების უფროსი;

ვ) სამსახურის არქივის უფროსი;

ზ) უფროსი ინსტრუქტორი;

თ) განყოფილების უფროსის მოადგილე;

ი) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი;

კ) მთავარი იურისტი;

ლ) ქვეგანყოფილების უფროსი;

მ) ცვლის უფროსი;

ნ) ჯგუფის უფროსი;

ო) უფროსი იურისტი;

პ) უფროსი ინსპექტორი;

ჟ) ინსტრუქტორი;

რ) მთავარი სპეციალისტი;

ს) პასუხისმგებელი მორიგე;

ტ) უფროსი რეფერენტი;

უ) მთავარი კომენდანტი;

ფ) უფროსი ოპერატიული თანამშრომელი;

ქ) დაცვის უფროსი ოფიცერი;

ღ) ინსპექტორი;

ყ) წამყვანი სპეციალისტი;

შ) უფროსი ბუღალტერი;

ჩ) უფროსი კომენდანტი;

ც) ქირურგი;

ძ) ფსიქოთერაპევტი;

წ) თერაპევტი;

ჭ) სტომატოლოგი;

ხ) მორიგე თერაპევტი;

ჯ) ნევროპათოლოგი;

ჰ) ოკულისტი;

ჰ1) გინეკოლოგი;

ჰ2) ოტოლარინგოლოგი;

ჰ3) დერმატოლოგი;

ჰ4) ფსიქიატრი;

ჰ5) მორიგე ექიმი;

ჰ6) ფსიქოლოგი;

ჰ7) სანიტარიული ინსპექტორი;

ჰ8) ეპიდემიოლოგი;

ჰ9) ბაქტერიოლოგი;

ჰ10) ბიოქიმიკოსი;

ჰ11) ქიმიკოსი;

ჰ12) რეანიმატოლოგი;

ჰ13) ოპერატიული მორიგე;

ჰ14) ფსიქოანალიტიკოსი;

ჰ15) რეფერენტი;

ჰ16) მოიერიშე სნაიპერი;

ჰ17) მებრძოლი ოფიცერი;

ჰ18) უფროსი ოფიცერი;

ჰ19) კავშირის უფროსი ოფიცერი;

ჰ20) უფროსი ავტოინჟინერი;

ჰ21) ინჟინერი.

    მუხლი 46. უმცროსი საჯარო თანამდებობა

ა) ოპერატიული თანამშრომელი;

ბ) დაცვის ოფიცერი;

გ) ოფიცერი;

დ) კავშირის ოფიცერი;

ე) უფროსი სპეციალისტი;

ვ) სპეციალისტი;

ზ) ბუღალტერი;

თ) ბუღალტერ-მოლარე;

ი) კომენდანტი;

კ) საწყობის გამგე;

ლ) ვეტერინარი;

მ) მძღოლი ოფიცერი;

ნ) საწვავ-საცხები მასალების გამმართველი;

ო) ავტოინჟინერი;

პ) უფროსი მზარეული;

ჟ) უფროსი ტექნიკოსი;

რ) დაცვის თანამშრომელი;

ს) საშვთა ბიუროს ინსპექტორი;

ტ) ოპერატორი;

უ) მედდა;

ფ) ლაბორანტი;

ქ) სანიტარი;

ღ) დამთვალიერებელი;

ყ) ტექნიკური მოსამსახურე;

შ) დამხმარე მოსამსახურე;

ჩ) მძღოლი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის 5 ოქტომბრიდან.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.09.2010.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 14.09.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №729. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.08.002.016006.
სად არის „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.09.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №729, 14.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 010340000.08.002.016006 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1004635/