ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.09.2010
ძალის დაკარგვა 28.07.2014
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.167.016003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 31, 29/09/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,520 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.09.2010 მიღება
28.07.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } h1 { margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; color:#365F91;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } span.Heading1Char { color:#365F91; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 2010 წლის 14 სექტემბერი ქ. ლაგოდეხი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: 1. დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანდართული დებულება. 2. ამ დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 200 6 წლის 9 ნოემბრის № 2 დადგენილება. 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე გ, გოზალიშვილი დანართი მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება     მუხლი 1🔗. საკრებულოს აპარატის სტატუსი 1. საკრებულოს აპარატი იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით. 2. აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნას და დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მოქალაქეთა ურთიერთობას საკრებულოსთან და საკრებულოს თანამდებობის პირებთან. 3. სამსახურს აქვს ბლანკი, მრგვალი ბეჭედი საკუთარი დასახელებით, შტამპი შემოსული და გასული დოკუმენტებისათვის.     მუხლი 2🔗. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) და ეს დებულება. 2. აპარატის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით), საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აპარატის შინაგანაწესითა და საქმისწარმოების წესით და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით.     მუხლი 3🔗. აპარატის ძირითადი ფუნქციები აპარატი: ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარებას; უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას და გამოქვეყნებას; ბ) ამზადებს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სამუშაო გეგმების პროექტებს; საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებზე განსახილველ საკითხებს და ამ საკითხებთან დაკავშირებულ შესაბამის მასალებს; გ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების, აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან; დ) ორგანიზაციულ მომსახურებას უწევს საკრებულოს წევრებს უფლებამოსილებების განხორციელებისას; ე) უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, სხდომის ოქმების წარმოებას, სხდომაზე დამსწრე პირთა რეგისტრაციას; ვ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას; ზ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობას, უზრუნველყოფს საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზებას, შესაბამისი მასალების მომზადებას და დავალებათა აღრიცხვას.     მუხლი 4🔗. აპარატის სტრუქტურული ერთეულები აპარატის სტრუქტურული ერთეულებია: ა) საორგანიზაციო განყოფილება; ბ) ადმინისტრაციული განყოფილება .     მუხლი 5🔗. საორგანიზაციო განყოფილება საორგანიზაციო განყოფილება: ა) ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს კომისიების და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ბ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სხდომის ოქმების შედგენას, სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას; გ) ორგანიზებას უწევს სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილებას და მოწვევას, აწარმოებს მათ რეგისტრაციას; დ) ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას; ე) ორგანიზაციულ-ტექნიკურ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებაში; ვ) უზრუნველყოფს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებასა და აღსრულებასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულებას; ზ) საკრებულოს ორგანოების სამუშაო გეგმების საფუძველზე ამზადებს საკრებულოს წლიური სამუშაო გეგმის პროექტს, აკონტროლებს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ვადების დაცვას; თ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს კომისიების და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების, თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან; ი) ორგანიზაციულ და მატერიალურ-ტექნიკურ მომსახურებას უწევს საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირებს, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის იმ მოსამსახურეებს, მათ შორის ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით მოწვეულ ექსპერტებსა და სპეციალისტებს, რომლებიც ახორციელებენ საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფებისა და ფრაქციების ორგანიზაციულ, იურიდიულ, ანალიტიკურ და საინფორმაციო მომსახურებას; კ) უზრუნველყოფს საკრებულოს საჯარო ინფორმაცი ის განთავსებას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში; ლ) უზრუნველყოფს საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას და პუბლიკაციების ანალიზს; მ) ორგანიზებას უწევს პრესკონფერენციების, ბრიფინგების, „ მრგვალი მაგიდების’’, ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებას; ნ) უზრუნველყოფს ჟურნალისტების აკრედიტაციას, მათ დასწრებას საკრებულოს სხდომებზე, მათთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნას, მათ ინფორმირებას, საზოგადოებასთან ქმედითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას; ო) უზრუნველყოფს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემას; პ) ასრულებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს; უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს აპარატის უფროსის, საკრებულოს ფრაქციებისა და კომისიების დავალებების შესრულებას.     მუხლი 6🔗. ადმინისტრაციული განყოფილება ადმინისტრაციული განყოფილება: ა) იურიდიულ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში; ბ) ახორციელებს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას და ამზადებს შესაბამის დასკვნებს; გ) უწევს მეთოდურ დახმარებას საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს კომისიებს, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებს და საკრებულოს წევრებს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; დ) წარმოადგენს და იცავს საკრებულოს ინტერესებს სასამართლოში; ე) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან ; საჭიროების შემთხვევაში, ამზადებს წინადადებებს მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის შესახებ; ვ) ახორციელებს საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს ფრაქციების , საკრებულოს კომისიების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს წევრთა იურიდიულ და ანალიტიკურ მომსახურებას; ზ) აწარმოებს საკრებულოს თანამდებობის პირების და აპარატის საჯარო მოსამსახურეთა პირად საქმეებს; თ) აფორმებს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გა თავისუფლების, შვებულებაში გასვლის, საპენსიო და სხვა დოკუმენტებს; ი) არეგისტრირებს საკრებულოს თანამდებობის პირებისა და სხვა მოსამსახურეების სამივლინებო დოკუმენტებს, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტებს მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ ; კ) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, მომართვების, საჩივრების, განცხადებების და სხვა კორესპონდენციის მიღებას და რეგისტრაციას, კორესპონდენციის გადაგზავნას; საარქივო მასალების ანოტირებას და არქივის წარმოებას; მ) აწარმოებს ინიციირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას; ნ) განახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და საკრებულოს ა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს; ო) უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს აპარატის უფროსის, საკრებულოს ფრაქციებისა და კომისიების დავალებების შესრულებას.     მუხლი 7🔗. აპარატის უფროსი 1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე. 2. აპარატის უფროსი: ა) უძღვება აპარატის საქმიანობას; ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხის და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების პროექტებს; გ) საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს აპარატის შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს; დ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ე) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ვ) ადგენს შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და წარუდგენს მას საკრებულოს თავმჯდომარეს; ზ) ახორცილებს კონტროლს მოსამსახურეთა მიერ შინაგანაწესის შესრულებაზე; საჭირო შემთხვევაში ახორციელებს საიდუმლო საქმისწარმოებას; თ) ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ დავალებებს. 2. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე. 3.აპარატის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე. 4. აპარატის უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობას ასრულებს აპარატის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით.     მუხლი 8🔗. განყოფილების უფროსი 1. აპარატის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე. 2. განყოფილების უფროსი: ა) ახორციელებს განყოფილების და განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) პასუხს აგებს განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) განსაზღვრავს განყოფილების მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინურ ი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; დ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ მათთვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; ე) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს; შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების მუშაობის სრულყოფის საკითხებზე; ვ) შესაბამის განყოფილების მოსამსახურეებს უქმნის აუცილებელ პირობებს მათი ფუნქციური მოვალეობების შესრულებისათვის, აგრეთვე საიდუმლოების რეჟიმისა და შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის; ზ) აღასრულებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ დავალებებს. 3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსის წინაშე. 4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.     მუხლი 9🔗. აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი აპარატის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.     მუხლი 10🔗. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი ინსტრუქციების დამტკიცების წესი 1. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, მოქმედი კანონდებლობის შესაბამისად, ამტკიცებს საკრებულო. 2. აპარატის საშტატო ნუსხას და თანამდებობრივ ინსტრუქციებს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.