ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 14.09.2010
ძალის დაკარგვა 28.07.2014
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.167.016007
გამოქვეყნების წყარო სსმ, 31, 29/09/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
h1 { margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; color:#365F91;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
span.Heading1Char { color:#365F91; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
2010
წლის 14 სექტემბერი
ქ. ლაგოდეხი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თანდართული დებულება.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გოზალიშვილი
დანართი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულება
ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად, განსაზღვრავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის უფლებამოსილებას და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 1🔗. კომისიის სტატუსი
1. საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა
კომისია (შემდგომ – კომისია) არის საკრებულოს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.
2. კომისია იქმნება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით დადგენილი წესით.
3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის (მერიის) და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის განხორციელების მიზნით.
4. კომისიის საქმიანობის წესი, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. კომისიის უფლებამოსილება
1. კომისია:
ა) აკონტროლებს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესს. განიხილავს თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს გაანგარიშებებს შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლების შესახებ, შეიმუშავებს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ბ) განიხილავს, ამზადებს დასკვნას და თანამომხსენებლად გამოდის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვისას, აგრეთვე ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ ნორმატიული აქტის პროექტის განხილვაზე;
გ) საქართველოს კანონის – ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს ფრაქციის ან/და საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამგებლისათვის (მერისათვის) გაგზავნილ შენიშვნებთან შესაბამისობის შესახებ;
დ) განიხილავს და ამზადებს დასკვნას თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს მიერ საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 82-ე მუხლის შესაბამისად მომზადებული ბიუჯეტის ყოველთვიური და ყოველკვარტალური განწერის შესახებ;
ე) ყოველთვიურად განიხილავს თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს მიერ საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 84-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მომზადებულ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით წარმოდგენილ ანგარიშს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს;
ვ) განიხილავს საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 85-ე მუხლის შესაბამისად, გამგებლის (მერის) მიერ მომზადებულ ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ზ) შეიმუშავებს წინადადებებსა და დასკვნებს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათზე შეღავათების დადგენის, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
თ) შეიმუშავებს წინადადებებსა და დასკვნებს ადგილობრივ ბიუჯეტში სარეზერვო ფონდის შექმნის და მისი განკარგვის წესების შესახებ, სამ თვეში ერთხელ საკრებულოს წარუდგენს ინფორმაციას სარეზერვო ფონდის გამოყენების შესახებ;
ი) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას თვითმმართველი ერთეულის მიერ სესხის ან გრანტის აღების და შესაბამისი ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით;
კ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებაზე მუნიციპალური ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრის, აგრეთვე ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ ხელშეკრულების პროექტის თაობაზე;
ლ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებაზე;
მ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემაზე ისეთ გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5 პროცენტს;
ნ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს მიერ მისაღები ნორმატიული აქტების პროექტების შესაძლო შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშების მართებულობის შესახებ;
ო) განიხილავს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 57-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი აუდიტორული შემოწმების ანაგარიშს და დასკვნას, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და საკრებულოს სხდომაზე გამოდის თანამოხსენებით ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცებისას;
პ) განიხილავს გამგებლის (მერის) წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ჟ) ახორციელებს საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებული არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.
მუხლი 3🔗. კომისიის თავმჯდომარე
1. კომისიის თავმჯდომარე თანამდებობაზე აირჩევა და გადაირჩევა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე და საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 101-ე–102-ე მუხლებით დადგენილი წესით.
2. კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას;
ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას;
გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და საკრებულოს გარეთ;
დ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;
ე) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;
ვ) საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად;
ზ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;
თ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ი) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;
კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
1. კომისიის
ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით საკრებულოს თავმჯდომარე არა უმეტეს 6 თვის ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს.