ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 14.09.2010
ძალის დაკარგვა 06.02.2013
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.167.016010
გამოქვეყნების წყარო სსმ, 31, 29/09/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 25.07.2014
დოკუმენტის ტექსტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2010
წლის 14 სექტემბერი
ქ. ლაგოდეხი
ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის
43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ
“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრა
ციული სამსახურის თანდართული
დებულება.
2. ამ დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტის გამგეობის საკრებულოს 2009
წლის 16 სექტემბრის
№20
დადგენილება „ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ
. გოზალიშვილი
დანართი
ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური
1. ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომში – სამსახური) ახორციელებს გამგეობის
ორგანიზაციულ, იურიდიულ, ანალიტიკურ, საინფორმაციო საქმიანობის უზრუნველყოფას.
2
. სამსახური წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს.
3
. სამსახურს აქვს ბლანკი, შტამპი – შემოსული და გასული დოკუმენტებისათვის, მრგვალი ბეჭედი საკუთარი დასახელებით.
4
. სამსახურის საქმიანობის და სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.
მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კო
ნსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტები, გამგეობის დებულება და წინამდებარე დებულება, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული
სამსახურის სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. სამსახური ახორციელებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო, სამართლებრივ და ორგანიზაციულ მომსახურებას.
2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) გამგებლის დავალების შესაბამისად გამგეობის სამუშაო გეგმის პროექტის და გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანი
ზაციებსა და მოქალაქეებთან მუნიციპალიტეტის გამგეობის შეხვედრების
ორგანიზება;
გ) გამგებელთან მოქალაქეთა მიღების, გამგებლის თათბირების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, მიღებული გადაწყვეტილებებისა და დავალებების შესრულების ორგანიზება;
დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ე) გამგეობაში ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება, შემოსული და გასული ოფიციალური კორესპონდენციების, წერილების აღრიცხვა, რეგისტრაცია, დანიშნულებისამებრ განსახილველად გადაცემა, ამ მიმართებით სამსახურის
მიერ გაწეული მუშაობის ანალიზი, შესაბამისი დოკუმენტაციის მუდმივი შენახვისათვის არქივში დროული ჩაბარება;
ვ) გამგებლის გადაწყვეტილებათა და გასული ოფიციალური კორესპონდენციების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისო
ბის უზრუნველყოფა, გამგეობის კანონიერი უფლებების დაცვა სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი
არქივის საქმიანობის წარმართვა;
ზ) პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მომზადება;
თ) საკრებულოსა და გამგეობის საქმიანობაზე ოფიციალური ინფორმაციის ოპერატიულად გავრცელება სათანადო ორგანიზაციებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. საჭიროების შემთხვევაში გამგეობის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა დასწრების უზრუნველყოფა;
ი) გამგეობის მოსამსახურეთა საკადრო დოკუმენტების, პირადი საქმეების გაფორმება და აღრიცხვა, საპენსიო საბუთებისა და ყოველწლიური შვებულებების გაფორმება, შესაბამისი აქტების მომზადება თანამშრომლების მიღება-გათავისუფლების, დაჯილდოების, წახალისების და დისციპლინური წესით დასჯის თაობაზე, კონტროლი მოსამსა
ხურეთა მიერ შინაგანაწესის შესრულებაზე, საჭიროების შემთხვევაში საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;
კ
) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, მომსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლება;
ლ
) მოქმედი კანონმდებლობის, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების, გამგეობის დებულების, წინამდებარე დებულების და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის და კურატორი გამგებლის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი
1. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) უძღვება სამსახურის საქმიანობას;
ბ) შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს სამსახურის და გამგეობის საშტატო ნუსხას;
გ) გამგებელს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს სამსახურის საჯარო მოხელეთა კანდიდატურებს;
დ) ამზადებს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურის წახალისების ან მისთვის დისციპლინურ
ი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად;
ე) გამგებელს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) ადგენს გამგეობის შინაგანაწესს და საქმისწარმოების წესს, რომელიც გამგებლის მიერ დასამტკიცებლად წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს;
ზ) ახორციელებს
გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
თ) საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს საიდუმლო საქმისწარმოებას.
3
. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას გამგებლის დავალებით
ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების
უფროსი.
მუხლი 5🔗. სამსახურის სტრუქტურა
სამსახური შედგება ორი განყოფილებისგან:
ა) მოქალაქეთა მომსახურების და ინფორმაციის განყოფილება;
ბ) საორგანიზაციო განყოფილება.
მუხლი 6🔗. მოქალაქეთა მომსახურებისა და ინფორმაციის განყოფილება
მოქალაქეთა მომსახურებისა და ინფორმაციის
განყოფილება:
ა) ახორციელებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
ბ) ახორციელებს გამგეობაში ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზებას, შემოსული და გასული ოფიციალური კორესპონდენციების, წერილების, მოქალაქეთა განცხადებების აღრიცხვას, რეგისტრაციას, დანიშნულებისამებრ განსახილველად გადაცემას, მათზე რეაგირების უზრუნველყოფას;
გ) უზრუნველყოფს პრესკონფერენციების და ბრიფინგების მომზადებას;
დ) უზრუნველყოფს საკრებულოს და გამგეობის საქმიანობაზე ოფიციალური ინფორმაციის ოპერატიულად გავრცელებას სათანადო ორგანიზაციებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში; საჭიროების შემთხვევაში
– გამგეობის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების დასწრებას;
ე) ამზადებს და ხელს უწყობს გამგებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს, უზრუნველყოფს გამგეობაში ჟურნალისტების აკრედიტაციას, საზოგადოებასთან ქმედითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას;
ვ) წარმოადგენს და იცავს გამგეობის ინტერესებს სასამართლოში, უზრუნველყოფს გამგებლის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების, გამგეობის მიერ საკრებულოში წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას და ექსპერტიზას;
ზ) უზრუნველყოფს გამგებლის სამართლებრივი აქტების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან.
მუხლი 7🔗. საორგანიზაციო განყოფილება
საორგანიზაციო განყოფილება:
ა) უზრუნველყოფს გამგეობის მოსამსახურეთა საკადრო დოკუმენტების, პირადი საქმეების გაფორმებას და აღრიცხვას, საპენსიო საბუთების, ყოველწლიური შვებულების და სამივლინებო დოკუმენტების გაფორმებას, თანამშრომლების მიღება-გათავისუფლების, დაჯილდოების, წახალისების და დისციპლინური წესით დასჯის თაობაზე შესაბამისი წინადადების მომზადებას, მომსახურეთა მიერ შინაგანაწესის დაცვას, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოებას, შიდა არქივის წარმოებას. შესაბამისი დოკუმენტაციის მუდმივი შენახვისათვის ადგილობრივ არქივში დროულ ჩაბარებას;
ბ) უზრუნველყოფს ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მონაცემების გათვალისწინებით დევნილთა და ლტოლვილთა სტიქიური და ტექნოგენური მოვლენებით გამოწვეული მიგრაციული ნაკადების აღრიცხვას;
გ) უზრუნველყოფს გამგებელთან მოქალაქეთა მიღებას, გამგებლის თათბირების ორგანიზაციულ პროცედურებს, მიღებული გადაწყვეტილებებისა და დავალებების შესრულებას;
დ) ამზადებს გამგეობის სამუშაო გეგმის პროექტებს რწმუნებულებთან ურთიერთობის საკითხებში და უზრუნველყოფს
სამუშაო გეგმითა და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებას;
ე) უზრუნველყოფს გამგეობის საქმიანობის საინფორმაციო-საცნობარო და პროგრამულ მომსახურებას, საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას, ინტერნეტგვერდების შექმნას;
ვ) გამგებლის დავალებით ამზადებს გამგეობის სამუშაო გეგმის პროექტს და გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშს საკრებულოს თავმჯდომარისთვის წარსადგენად;
ზ) უზრუნველყოფს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებას.
მუხლი 8🔗. განყოფილების უფროსი
1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) ახორციელებს განყოფილების და განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) განსაზღვრავს განყოფილების მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
დ) ორგანიზებას უწევს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ მათთვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ე) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს; შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
ვ) შესაბამისი განყოფილების მოსამსახურეებს უქმნის აუცილებელ პირობებს მათი ფუნქციური მოვალეობების შესრულებისათვის, აგრეთვე საიდუმლოების რეჟიმისა და შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის;
ზ) აღასრულებს გამგებლის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ დავალებებს.
3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 9🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 10🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი ინსტრუქციების დამტკიცების წესი
1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, მოქმედი კანონდებლობის შესაბამისად, ამტკიცებს საკრებულო.
2. სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამდებობრივ ინსტრუქციებს გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.