სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.09.2010
ძალის დაკარგვა 15.11.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №135
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016001
გამოქვეყნების წყარო სსმ, 119, 17/09/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 11.11.2010
დოკუმენტის ტექსტი
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {mso-style-link:"Body Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; mso-style-link:"Body Text"; font-family:AcadNusx;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.75pt 52.05pt 49.65pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №135
2010 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
„პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის 21 პუნქტისა და 401 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კომისიის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ. კალმახელიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №157-სსმIII,№149,15.11.2010წ.,მუხ.2114
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კომისიის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კომისია (შემდგომში – კომისია) განიხილავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – სასჯელაღსრულების დეპარტამენტი) დაწესებულებებში მყოფ ფსიქიკური აშლილობის ნიშნების მქონე მსჯავრდებულთა (რომლის მიმართაც დასრულდა სამართალწარმოება) მდგომარეობას მათი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ და „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში შემდგომი გადაყვანის საკითხის მოწესრიგების მიზნით.
2. კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონი, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი, ეს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.
მუხლი 2🔗. კომისიის საქმიანობის პრინციპები
კომისიის საქმიანობა ეფუძნება დამოუკიდებლობის, კანონიერების, გამჭვირვალეობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს.
მუხლი 3🔗. კომისიის კომპეტენცია
1. კომისია შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმის მიმართვის საფუძველზე, შეისწავლის მსჯავრდებულის (რომლის მიმართაც დასრულდა სამართალწარმოება) ფსიქიკურ მდგომარეობას. შემოწმება საჭიროებისამებრ შეიძლება განხორციელდეს ამბულატორიულად.
2. შემოწმების შედეგების შესაბამისად კომისია იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის (რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება), არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზანშეწონილობის თაობაზე.
3. კომისია მიმართვის მიღებიდან 5 დღის ვადაში შეისწავლის მსჯავრდებულის (რომლის მიმართაც დასრულდა სამართალწარმოება) ფსიქიკურ მდგომარეობას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
4. კომისიის დასკვნა მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაეგზავნება შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას.
5. კომისიის საქმიანობას უშუალოდ ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც კომპეტენციის ფარგლებში ანაწილებს ფუნქციებს კომისიის სხვა წევრებს შორის.
6. თუ კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევას, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართავს უფლებამოსილ საექსპერტო დაწესებულებას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით.
მუხლი 4🔗. კომისიის შემადგენლობა
1. კომისია შედგება ხუთი წევრისგან. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტისა.
2. კომისიის შემადგენლობაში მინიმუმ 2 წევრი არის უმაღლესი განათლების მქონე, დადგენილი წესით სერტიფიცირებული ექიმი-ფსიქიატრი, 1 წევრი – სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმი და 1 წევრი – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომელი.
3. კომისიის 1 წევრს ნიშნავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
4. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი, რომელთაც კომისიის ექიმ-ფსიქიატრების შემადგენლობიდან ნიშნავს მინისტრი.
მუხლი 5🔗. კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა
კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) სხდომის არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 3-ჯერ გამოუცხადებლობა;
გ) მინისტრის მოტივირებული გადაწყვეტილება;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარულად ან გარდაცვლილად გამოცხადება;
ე) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
ვ) გარდაცვალება.
მუხლი 6🔗. კომისიის სხდომა
1. კომისია მსჯავრდებულის (რომლის მიმართაც დასრულდა სამართალწარმოება) ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ჩატარებული შესწავლის შედეგებს განიხილავს სხდომაზე და დასკვნის სახით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
2. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
3. კომისიის სხდომას ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე. სხდომის ორგანიზებას და ჩატარებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომელიც კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.
4. კომისის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მინიმუმ 3 წევრი;
5. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. კომისიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლებამოსილია გამოთქვას განსხვავებული აზრი და დააფიქსიროს წერილობით. სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
6. კომისიის დასკვნას ხელს აწერეს კომისიის ყველა წევრი.