⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2011)
გაუქმებულია:

„საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებზე გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესის“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.02.2010
ძალის დაკარგვა 01.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №86
სარეგისტრაციო კოდი 200110060.22.033.014203
გამოქვეყნების წყარო სსმ, 18, 16/02/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,253 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.02.2010 მიღება
01.01.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებზე გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესის“ დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:225.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:1.9pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.createdate {mso-style-name:createdate;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.tarigi, li.tarigi, div.tarigi {mso-style-name:tarigi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:SPAcademi; font-weight:bold;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt .75in .75in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.060.22.033.014.203 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №86 2010 წლის 12 თებერვალი ქ. თბილისი „საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებზე გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-12 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ,,საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებზე გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესი“ თანდართულ დანართთან ერთად (დანართი №1). 2. ეთხოვოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნონ ეს ბრძანება ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველ მუხლში აღნიშნულ პირებს. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს „საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მარტის №44 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების ამოქმედებისთანავე. კ. ბაინდურაშვილი საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებზე გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს წესი განსაზღვრავს საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების (შემდგომში – ორგანიზაცია) მიერ საქართველოს მოქალაქეებზე (შემდგომში – ფიზიკური პირი) გადახდილი ანაზღაურების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის წესს.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ანაზღაურება: ა) ფიზიკური პირის მიერ ორგანიზაციაში დაქირავებით მუშაობის შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი საზღაური (სარგებელი); ბ) გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკური პირის მიერ ორგანიზაციისათვის მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავალი. 2. ორგანიზაციის მიერ დაქირავებული პირი – პირი, რომელიც საგადასახადო ორგანოში წარადგენს ორგანიზაციის მიერ საკუთარ ბლანკზე გაცემულ ოფიციალური საბუთის ორიგინალს, რომელიც შეიცავს სათანადო აღნიშვნას პირზე მითითებით – „დაქირავებულია“. ამასთან, ორგანიზაციის მიერ დაქირავებულად არ ითვლება პირი, რომელიც ორგანიზაციისათვის მომსახურების მიწოდებას ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, აგრეთვე ორგანიზაციისათვის ქონების იჯარით (ქირით) გადაცემას და სხვა ანალოგიურ მომსახურებას. 3. ორგანიზაცია – უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები და უცხოეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან გათანაბრებული საერთაშორისო ორგანიზაციები.     მუხლი 3🔗. საშემოსავალო გადასახადის გადახდის წესი 1. ორგანიზაციას არ ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულება ამ ორგანიზაციის მიერ ფიზიკური პირებისთვის გადახდილი ანაზღაურების მიმართ. 2. ორგანიზაციას შეუძლია საგადასახადო ვალდებულების ცენტრალიზებულად შესრულების მიზნით საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო აგენტის ფუნქციები შეასრულოს ნებაყოფლობით, რასაც აცნობებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს (შემდგომში – შემოსავლების სამსახური). ამასთან, თუ ორგანიზაცია ნებაყოფლობით შეასრულებს საგადასახადო აგენტის ფუნქციებს, საგადასახადო ორგანოები არ გამოიყენებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის XVII თავით განსაზღვრულ პასუხისმგებლობის ზომებს, მათ შორის, საგადასახადო სანქციებს. აღნიშნულ შემთხვევაში საგადასახადო პასუხისმგებლობის სუბიექტებად მიჩნეულ უნდა იქნეს ის გადასახადის გადამხდელი, ვის მაგივრადაც საგადასახადო აგენტმა შეასრულა საშემოსავლო გადასახადის დაკავებისა და გადახდის ფუნქციები. 3. ორგანიზაციის მიერ შემოსავლების სამსახურისათვის წარსადგენ შეტყობინებას უნდა ერთვოდეს დაქირავებული ფიზიკური პირის თანხმობა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით გადასახადის გადახდის შესახებ. 4. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაქირავებული პირის მიერ საშემოსავლო გადასახადი გადახდას ექვემდებარება ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. 5. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელი საშემოსავლო გადასახადს იხდის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.     მუხლი 4🔗. საგადასახადო ანგარიშგება 1. ორგანიზაციას არ წარმოექმნება რაიმე ფორმით საგადასახადო ანგარიშგების ვალდებულება ამ წესის განსაზღვრული ანაზღაურების მიმართ. 2. დაქირავებული პირი ვალდებულია ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია. ამასთან, დაქირავებული პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ორგანიზაციის ბლანკზე გაცემული ოფიციალური საბუთის ორიგინალი, რომელიც შეიცავს სათანადო აღნიშვნას პირისათვის გაცემული ანაზღაურების ოდენობის მითითებით – „ხელფასი“ ან „მომსახურების კომპენსაცია“. აღნიშნულის გარდა, საბუთი უნდა შეიცავდეს ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერას, ორგანიზაციის ბეჭედს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დაქირავებული ან მომსახურების მიმწოდებელი პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს პირადობის მოწმობის მიხედვით.     მუხლი 5🔗. საგადასახადო აღრიცხვაზე დადგომის ვალდებულება 1. ფიზიკური პირი, რომელიც იღებს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ანაზღაურებას, ვალდებულია დადგეს საგადასახადო აღრიცხვაზე საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის მიხედვით. 2. საგადასახადო აღრიცხვაზე ასაყვანად დაქირავებული პირი საგადასახადო ორგანოში წარადგენს ორგანიზაციის ბლანკზე გაცემული ოფიციალური საბუთის ორიგინალს, რომელიც შეიცავს სათანადო აღნიშვნას პირის მითითებით – „დაქირავებულია“. აღნიშნულის გარდა საბუთი უნდა შეიცავდეს ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერას, ორგანიზაციის ბეჭედს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დაქირავებული პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს პირადობის მოწმობის მიხედვით. 3. სარეგისტრაციო ინფორმაციაში ცვლილებების განხორციელებისას გადასახადის გადამხდელი – ფიზიკური პირი ვალდებულია ცვლილებების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს საკუთარ საგადასახადო სარეგისტრაციო მონაცემებში. დანართი №1 საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე საქართველოს მოქალაქის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორმა ნაწილი I. განაცხადის სახე 1.პირველადი საგადასახადო აღრიცხვა (რეგისტრაცია)                                  (დიახ)                                               (არა) 2.     ცვლილება                                                      (დიახ)                                         (არა) საიდენტიფიკაციო ნომერი   ______________________________________________________    საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების თარიღი  _____________________________________                        საიდენტიფიკაციო ნომრის მიმნიჭებელი რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)/საგადასახადო ინსპექცია _________________________________________________________________________________                ნაწილი II. ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის შესახებ 3. გადასახადის გადამხდელის (ფიზიკური პირის) სახელი, გვარი _________________________________________________________________________________  პირადობის მოწმობის ნომერი _____________________________________________________  პირადი ნომერი __________________________________________________________________ 4. გადასახადის გადმხდელი  ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართი __________________________________________________________________________________                                                             (ქალაქი, რაიონი, სოფელი, ქუჩა)                                            საფოსტო ინდექსი ____________________________________________________ ნაწილი III. ინფორმაცია საქმიანობის შესახებ 5. გადასახადის გადამხდელის (ფიზიკური პირის) სამუშაო ადგილის დასახელება _________________________________________________________________________________ 6. საქმიანობის დაწყების თარიღი  _________________________________________________________________________________                    7. საქმიანობის აღწერა ____________________________________________________________ _________________________________________________________________________________ ნაწილი IV. ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის მომსახურე ბანკის (ბანკების) და გახსნილი ანგარიშის (ანგარიშების) შესახებ 8. ინფორმაცია გახსნილი ანგარიშების შესახებ მომსახურე ბანკის (ბანკების) სრული დასახელება __________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________ ბანკის (ბანკების) საიდენტიფიკაციო ნომერი (ნომრები)  ______________________________ _________________________________________________________________________________ ბანკის (ბანკების) მისამართი (მისამართები) _________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________ ბანკის (ბანკების) კოდი (კოდები) ___________________________________________________ საბანკო ანგარიშის ნომერი (ნომრები) მათ შორის  უცხოურ ვალუტაში ბანკის ტელეფონის ნომერი (ნომრები) ნაწილი V. დამატებითი ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის შესახებ ტელეფონი ვებგვერდი ელფოსტა 9. გადასახადის გადამხდელის საკონტაქტო მონაცემები 10. მარეგისტრირებელი საგადასახადო  ორგანოს დასახელება _______________________________________________________________________________ რეგისტრაციისათვის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა  _________________________                                                                                                                              (რიცხვი, თვე, წელი) გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა _________________________________________                                                                                                                               (რიცხვი, თვე, წელი) შენიშვნა: სარეგისტრაციო ინფორმაციაში ცვლილებების განხორციელებისას გადასახადის გადამხდელი – ფიზიკური პირი ვალდებულია ცვლილებების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს საკუთარ საგადასახადო სარეგისტრაციო მონაცემებში.