საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 12 თებერვლის №87 ბრძანება იმ კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესი
მიღების თარიღი 12.02.2010
ძალის დაკარგვა 16.01.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №87
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.014204
გამოქვეყნების წყარო სსმ, 18, 16/02/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 12 თებერვლის №87 ბრძანება იმ კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესი
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.tarigi, li.tarigi, div.tarigi {mso-style-name:tarigi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:SPAcademi; font-weight:bold;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt .75in .75in .75in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.204
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №87
2010 წლის 12 თებერვალი
ქ. თბილისი
იმ კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესი
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის მე-2 პუნქტის და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესი.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესი (შემდგომში – კრიტერიუმები) განსაზღვრულია იმ პირთა წრისათვის, რომელთაც „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სურთ გახდნენ წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მაძიებლები.
მუხლი 2🔗. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის განსაკუთრებული პირობები
1. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირი წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მიღებამდე ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) წერილობითი სახით წარუდგინოს თამაშობის ზოგადი წესი (თამაშობის მიზეზი და მიზანი).
2. სააგენტო ამოწმებს წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესის კრიტერიუმებთან შესაბამისობას და დადებითი შეფასების შემთხვევაში მიმართავს საქართველოს ფინანსთა მინისტრს საკითხის საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად გატანაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
3. საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველ პირს უფლება ეძლევა მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მისაღებად.
4. საქართველოს მთავრობის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის შემთხვევაში წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირი ვალდებულია სააგენტოს გადაუხადოს მომსახურების საფასური – 10 000 ლარი.
მუხლი 3🔗. კრიტერიუმები
1. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესი უნდა შეიცავდეს:
ა) კონკრეტული პროდუქციის (მომსახურების) მწარმოებელი პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;
ბ) კონკრეტული პროდუქციის (მომსახურების) ჩამონათვალს და პროდუქციის (მომსახურების) აღწერას;
გ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მიზეზს (მიზეზი უნდა ასახავდეს რამ გამოიწვია წამახალისებელი გათამაშების მოწყობა და რამდენად ეფექტური იქნება წამახალისებელი გათამაშების მოწყობა მისი მოწყობის მსურველი პირის საქმიანობისთვის);
დ) წამახალისებელი გათამაშების მიზანს (მიზანი უნდა ასახავდეს პროდუქციის (მომსახურების) სწრაფად და ეფექტურად რეალიზებისთვის წამახალისებელი გათამაშების მოწყობის საჭიროებას);
ე) წამახალისებელი გათამაშების აღწერილობას;
ვ) წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობის მიღების აუცილებელ პირობას.
2. კონკრეტული პროდუქციის (მომსახურების) მწარმოებელი პირის ან მისი წარმომადგენელის მიერ წამახალისებელი გათამაშება შესაძლებელია მოეწყოს მხოლოდ მის ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებით.
მუხლი 4🔗. თამაშობის ზოგადი წესის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება და გადაწყვეტილების მიღება
1. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ წარდგენილ თამაშობის ზოგადი წესის კრიტერიუმების მე-3 მუხლთან შესაბამისობას სააგენტო ამოწმებს შესაბამისი მიმართვიდან 14 სამუშაო დღის ვადაში, აუცილებლობის შემთხვევაში სააგენტოს გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით განხილვის ვადა შეიძლება გაიზარდოს 30 სამუშაო დღემდე.
2. სააგენტო უფლებამოსილია წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველ პირს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესამოწმებლად და გადაწყვეტილების მისაღებად.
3. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველმა პირმა სააგენტოს დამატებითი ინფორმაცია უნდა წარუდგინოს შეტყობინების მიღებიდან 15 სამუშაო დღეში.
4. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვადის დენა ჩერდება დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენამდე.
5. თამაშობის ზოგადი წესის კრიტერიუმების მე-3 მუხლთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში სააგენტო მიმართავს საქართველოს ფინანსთა მინისტრს გადაწყვეტილების მისაღებად საკითხის საქართველოს მთავრობის სხდომაზე წარსადგენად, რაზეც წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველ პირს ეცნობება წერილობით.
6. თამაშობის ზოგადი წესის კრიტერიუმების მე-3 მუხლთან შეუსაბამობის შემთხვევაში წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველ პირს წამახალისებელი გათამაშების მოწყობაზე უარყოფითი გადაწყვეტილება ეცნობება წერილობით.