„საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №203 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.002.002
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №256
2007 წლის 19 აპრილი
ქ. თბილისი
„საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №203 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №203 ბრძანებულებაში (სსმ III, 2003 წ., №402, მუხ. 44) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კონკურსის გარეშე სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს (საწარმოების) აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემა შეიძლება მოხდეს მხოლოდ:
ა) საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე;
ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებზე აფხაზეთისა და/ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში, ასევე სხვა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულზე, შესაბამისად, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ან საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულთან შეთანხმების საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისა და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო, კომუნალური და სხვა სახის მომსახურების ხარისხის ამაღლებისათვის.“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №203 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №203 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.04.2007.
- როდის იქნა მიღებული „საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №203 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №203 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 19.04.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №256. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.08.002.004.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №203 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №203 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.04.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №203 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №256, 19.04.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.04.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/100522/